ვერცხლისფერი კედლის საათი, რომელიც დედამთილმა ერთ–ერთ დღესასწაულზე გვაჩუქა, მინიმუმ 5 წელი ჩვენი საწოლის თავზე გამოზომილად წიკწიკებდა. წლების განმავლობაში მისი დიზაინი არ მოძველდა. კედლიდან მისი ჩამოხსნის მიზეზი სულ სხვა რამ იყო, კერძოდ ფენშუის ცნობილი სწავლება.
ფენშუი უძველესი მისტიკური ჩინური სწავლებაა ადამიანის და მის გარშემო არსებული სამყაროს ჰარმონიის შესახებ. ის მოიცავს ასტრონომიის, ასტროლოგიის, გეოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის, ფილოსოფიის და ინტუიციური ცოდნის ელემენტებს. დღეს ფენშუი ბევრი აზიური ქვეყნის ცხოვრების სტილია. მას მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ეძებენ ჰარმონიას და წარმატებას, სიმშვიდეს და კმაყოფილებას.
სად არ შეიძლება საათის ჩამოკიდება სახლში?
კედლის საათი არა მხოლოდ დეკორის ელემენტია, არამედ განსაკუთრებული ენერგეტიკის მქონე საგანი. ფენშუის მიხედვით, ნებისმიერ ადგილას მისი განთავსება არ შეიძლება. პაპარაცი გიამბობთ, რომელ ოთახში და რომელ მხარეს მოაქვს კედლის საათს უფრო მეტი ზიანი, ვიდრე სარგებელი.
ღიობის მოპირდაპირედ
კედლის საათი არ უნდა ჩამოკიდოთ ფანჯრის, სახლის ან ოთახის შესასვლელი კარის მოპირდაპირედ. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ ღიობში დროის ენერგია დამახინჯდება და ოჯახის ყველა წევრზე ნეგატიურად იმოქმედებს. დრო ისე რომ არ გავიდეს, როგორც ქვიშა თითებს შორის, საათი კარის ზემოთ ჩამოკიდეთ. ასე ოთახიდან გასვლისას დროის შემოწმება უფრო მოსახერხებელია.
საძინებელ ოთახში
ფენშუის მიმდევრები გირჩევენ, საძინებელ ოთახში არ დატოვოთ საათის მექანიზმები (თუნდაც მაღვიძარა). თუ ძილის წინ დროის გაგება გჭირდებათ, სმარტფონს დახედეთ. მოწყობილობა გამოიყენეთ მაღვიძარას სიგნალის დასაყენებლადაც. თუ არ გინდათ, დილის სიახლეებმა შეგაწუხოთ, გამოიყენეთ მაღვიძარა უფრო მშვიდი სიგნალით.
ბავშვთა ოთახში
საათი ბავშვთა ოთახშიც არ უნდა ჩამოკიდოთ. რა თქმა უნდა, ბავშვს ეს მოწყობილობა სჭირდება: სკოლაში დროულად უნდა წავიდეს, დავალებების შესრულება უნდა მოასწროს მულტფილმის დაწყებამდე და ვარჯიშზეც არ დააგვიანდეს. სამუშაო მაგიდაზე დადეთ პატარა საათი, როგორც დროის სწრაფმავლობის შემახსენებელი. კედელზე კი ჩამოკიდეთ ჯილდოები, დიპლომები და სხვა სიმბოლური საგნები.
კუთხეში
არასოდეს მოათავსოთ საათი ოთახის კუთხეში. ფენშუი საერთოდ ამბობს, რომ კუთხეები თავისუფალი სივრცის ზონაა. აქ შეგიძლიათ დადოთ ნივთების ძალიან მოკლე სია და მასში საათი არ შედის.
სად არის საუკეთესო ადგილი კედლის საათისთვის?
კედლის საათისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილია სამუშაო კაბინეტი. მასში დომინირებს იანის ენერგია, რომელიც ადამიანს ავსებს და მიზნების მიღწევის შთაგონებას აძლევს. საათის მიერ შექმნილი ენერგია დასახული ამოცანის სწრაფად შესრულებაში დაგეხმარებათ.
კარგი იქნება, კედლის საათი ჩამოკიდოთ მისაღებ ოთახში, სადაც სტუმრები ხშირად იკრიბებიან. დროის გაკონტროლებით თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობენ.
ექსპერტების რჩევები
სახლში ყველაფერი დაბალანსებული რომ იყოს, მოიზიდოთ წარმატება, ბარაქა და სიუხვე, დაიცავით რამდენიმე წესი:
- დიდი საათი სახლში არ ჩამოკიდოთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს დროის უნებლიე გადაჭარბება. მუდმივად დროის დეფიციტს იგრძნობთ. იგივე ეხება მაღვიძარას, ოღონდ აქ სიგნალი უფრო მნიშვნელოვანია. შეძენამდე სიგნალის ხმა შეამოწმეთ, თქვენთვის რამდენად სასიამოვნოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შფოთვა გაიზრდება.
- როგორც კი საათი გატყდება, მაშინვე სახლიდან გაიტანეთ. გაჩერებული საათი დროულად გადატვირთეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გაჩერდება.
- სახლში ბევრი კედლის საათი არ უნდა იყოს. ერთი საკმარისია, თუ მას დაუმატებთ მაღვიძარას და სმარტფონს. დროის გაჯეტების სიმრავლე სახლში ჰარმონიას არღვევს.
- არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ჩინეთში საათის ჩუქება მიღებული არაა. თუ ასეთ საჩუქარს მიიღებთ, ენერგეტიკული რიტმი შეიძლება დაირღვეს. ასეთი საჩუქრის მიღებისას სიმბოლური გამოსასყიდი მიეცით, რომ მომავალი პრობლემები გაანულოთ.