მაგალითი, რომელსაც ყველა ზრდასრული ვერ ხსნის, ბავშვები კი რამდენიმე წუთში უმკლავდებიან

305

ჩვენს სამყაროში ყველაფერი ცვალებადია. მათემატიკაშიც, თავისი თეორიებით და აქსიომებით, კორექტირება შეიძლება მოხდეს. ამა თუ იმ თეორიის თითოეული მიმდევარი ცდილობს ოპონენტს აუხსნას, სად არის ამოცანის ლოგიკა და რატომ უნდა ამოხსნას სწორედ ასე. პაპარაცი ეცდება ერთ საინტერესო მათემატიკურ მაგალითში გარკვევას. თუ ტვინის გავარჯიშება გსურთ, ჩვენს განტოლების მოყვარულთა კლუბს შემოუერთდით.

სანამ სკოლაში ვართ, მარტივი და ადვილი გვეჩვენება ყველაფერი, რასაც ვსწავლობთ. რა თქმა უნდა, მათემატიკა ყველა მოსწავლის საყვარელი საგანი არაა. ვის უყვარს ტვინის დაძაბვა მაგალითებით? ამის მიუხედავად, ყველა მოსწავლე საბაზისო ცოდნას ფლობს. ოღონდ დროთა განმავლობაში, თუ ამ ცოდნას არ გამოვიყენებთ, მეხსიერების შორეულ კუთხეში გადადის. გვეჩვენება, რომ რაღაც სამუდამოდ დაგვავიწყდა.

სინამდვილეში, ჩვენი ტვინი იმდენად რთულად არის მოწყობილი, რომ მის ყველა შესაძლებლობას ვერც წარმოვიდგენთ. თუმცა მეცნიერებმა ერთი რამ ნამდვილად გაარკვიეს. ტვინი მიღებულ ინფორმაციას არ ივიწყებს. თუ, რა თქმა უნდა, დაზიანებული ან რაიმე სახის დაავადებით შეზღუდული არაა. ჯანმრთელი ადამიანის ტვინს ყველაფერი დეტალურად ახსოვს: ფერი, სუნი, გემო, ემოციები. უბრალოდ პრიორიტეტების მეთოდით მუშაობს. თუ რაღაც ინფორმაცია დროის მოცემულ პერიოდში არ სჭირდება, მეხსიერების შორეულ კუთხეში გადადის. საჭირო დროს და საჭირო პირობებში ინფორმაცია ზედაპირზე აუცილებლად ამოვა.

სად არის ამოცანის ლოგიკა?

კარგი მეხსიერება რომ გქონდეთ, აქტიური და ჯანმრთელი დიდხანს იყოთ, თქვენი მეხსიერება უნდა ავარჯიშოთ ისე, როგორც ხელების ან ფეხების კუნთები. ოღონდ ეს ვარჯიშები გონებრივია. რაც უფრო მეტ რთულ ამოცანას, კროსვორდს ან სუდოკოს ამოხსნით, მით უკეთ და დიდხანს იმუშავებს ტვინი. გთავაზობთ ტვინის სავარჯიშოს და მარტივი მაგალითის ამოხსნას. შეგახსენებთ მოქმედებების შესრულების ახალ მეთოდზე, რომლის შესახებ უკვე გიამბეთ. ვარჯიში არ გადადოთ და ახლავე დაიწყეთ. მაგალითი ძალიან მარტივია: 20 / (4 — 4 / 2) х 4. მინიშნება: პასუხში მთელი რიცხვი უნდა იყოს.

ჯერ კიდევ გიჭირთ მსგავსი მაგალითების ამოხსნა და ტვინი ვერ პოულობს სწორ პასუხს? მოდით ამოვხსნათ მაგალითი PEMDAS მეთოდის გამოყენებით. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ფრჩხილებში მოქმედების შესრულებაა, რადგან ნომერ პირველი პრიორიტეტი ფრჩხილებს აქვს. ფრჩხილებშიც ორი ნიშანია, გამოკლება და გაყოფა. პრიორიტეტი ენიჭება გაყოფას, შემდეგ გამოკლებას. გამოდის, ფრჩხილებში დაგვრჩა 2.

შემდეგ უფრო მარტივია. ისღა დაგრჩენიათ მაგალითი ამოხსნათ. ამ მაგალითის ამოხსნა ხდება მარცხნიდან მარჯვნივ, რადგან PEMDAS–ს სისტემაში გაყოფა და გამრავლება თანაბრად პრიორიტეტულია. 20–ს ვყოფთ 2–ზე, ვიღებთ 10–ს. შემდეგ 10–ს ვამრავლებთ 4–ზე და ვიღებთ 40–ს. ეს ერთადერთი სწორი პასუხია ამ მაგალითში. რაც უფრო მეტს ავარჯიშებთ ტვინს მსგავსი მაგალითებით, მით უფრო აქტიური იქნებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს