თუ გინდა ყოველთვის იცხოვრო დოვლათში, ეს სანაგვეში არ გადაყაროთ

19256

ყველა ერის ტრადიციებში არსებობს წმინდა ამულეტი, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. ალბათ, დღეს უკვე ხელში გეჭირათ. პურზე ვსაუბრობთ. ყველასთვის ჩვეული პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ითხოვს. მაგალითად, გამხმარი პურის ნაჭრები სხვა ნარჩენებთან არ უნდა ჩაყაროთ. ხალხური ნიშნები განმარტავს, რატომ არ შეიძლება ნაგვის გადაყრა საღამოს. კამათს და უბედურებას იწვევს. პაპარაცი გიამბობთ, რა შეიძლება მოჰყვეს პურისადმი უპატივცემულობას.

რატომ არ შეიძლება ნაგვის გადაყრა?

პური გასაოცარი პროდუქტია. მაშინაც კი, თუ მხოლოდ შავი პურით და წყლით იკვებებით, დიდხანს შეძლებთ იცხოვროთ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მდიდარია უჯრედისით, ადამიანისთვის საჭირო ნახშირწყლებით, B და E ჯგუფის ვიტამინებით. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, რკინას და ფოსფორს, რომლებიც კვებავენ ნერვულ სისტემას, ძვლებს, კუნთებს და სისხლძარღვებს.

ჩვენ დროში პურის პატივისცემა იშვიათია. მის ნარჩენებს სანაგვე ურნაში დაუფიქრებლად ვყრით. თითქოს, რა არის ამაში? ეს ადრე იდგა სუფრის თავში. ახლა არავინ შიმშილობს. მით უფრო, ნაგავში არ იკარგება, არამედ ქუჩის კატებისა და ძაღლების საკვები ხდება.

სინამდვილეში, ასე არაა. პურის გადაგდება არ შეიძლება. ყოველ ჯერზე, როცა პურს აგდებ, როგორც რაღაც უსარგებლოს, საკუთარ თავს სიმდიდრეს და ბედნიერებას ჰპარავთ. ეს პროცესი შექცევადია. აი, რა უნდა გააკეთოთ.

როგორ მოვიწვიოთ სახლში კეთილდღეობა და დოვლათი?

სახლში ფული და ოჯახური ბედნიერება რომ მიიზიდოთ, ერთი მარტივი და სასარგებლო პრაქტიკა სცადეთ. ამ ამოცანისთვის პარკი ან ყუთი აიღეთ. მასში შეაგროვეთ პური, რომლის ჭამას აღარ აპირებთ. გამხმარი, დაობილი პური. ნაფშვენებიც – უმჯობესია, ცალკე პარკში შეაგროვოთ.

როცა ჭურჭელს შეავსებთ, პური კარგ საქმეს შესწირეთ. მაგალითად, თავშესაფარში მიიტანეთ ან მიეცით მათ, ვისაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავს. ეზოს ძაღლი, ღორი, თხა და სხვა ცხოველი გემრიელ პურს სიამოვნებით მიირთმევს. ნაფშვენები საკვებურში ჩაყარეთ და ბეღურებს და წივწივებს ზეიმი მოუწყვეთ.

პურის კარგ ხელში გადაცემისას ან საკვებურში ჩაყრისას წარმოთქვით შელოცვა: „ჩემს პურს ვუწილადებ, სახლში დოვლათს ვიწვევ. ამინ!“ მნიშვნელოვანია, თითოეული სიტყვა გაიაზროთ, თქვენში გაატაროთ.

თუ ყოველთვის ასე გააკეთებთ, თქვენს სახლში დაბრუნდება წკრიალა მონეტები, გემრიელი საჭმელი, მშვიდობა და ჰარმონია. საკუთარ თავზე გამოსცადეთ ამ რიტუალის შედეგები.

ხალხური ნიშნები პურზე

ახალგამომცხვარი არომატული პური არა მხოლოდ შიმშილისგან მხსნელად ითვლებოდა. პური აკურთხებდა ახალ სახლს ბედნიერებით, ჰარმონიით და დოვლათით. სახლში დასახლებამდე მიღებულია თითოეული ოთახის შემოვლა პურის ნაჭრით და მარილით, რომ სიმდიდრის და ნაყოფიერების თესლი ჩაყაროთ.

წარმატება და ძლიერი ჯანმრთელობა ელის მას, ვინც მთელ ნაჭერს ისე შეჭამს, რომ ნაფშვენებს არ დაყრის. შინ გამომცხვარი პური, რომელსაც გზაში წაიღებთ, საშიშროებისა და სირთულეებისგან დაგიცავთ.

ადრე თვლიდნენ, რომ პურს პატივისცემით უნდა მიმართო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიღარიბე მოვა. მაგალითად, არ შეიძლება პურის გადაცემა ზღურბლზე ან სადილის დროს პურის მიწოდება ძაღლისთვის. საჭირო რაოდენობის პურის დაჭრის შემდეგ დანა შეინახეთ, პურზე არ დატოვოთ, რომ შიმშილობა არ მოიზიდოთ. ახალგაზრდა გოგომ პურს ჩანგალი ან დანა არ უნდა ჩაარჭოს, თორემ უბედურება კარზე დააკაკუნებს.

რისი გადაყრა არ შეიძლება სანაგვე ურნაში?

ძველად სანაგვეში არ ყრიდნენ სხვა პროდუქტებსაც. მაგალითად, ნებისმიერი მარცვლეულის პურს. მასთან ერთად ფინანსური კეთილდღეობაც მიდიოდა. ადამიანს შეეძლო დაეკარგა მთელი არსებული ფული. თუ ფაფის ბოლომდე ჭამას არ აპირებთ, ქუჩის ძაღლებს და კატებს მიეცით. გაუხარდებათ. სოფელში ასეთ საჭმელს პირუტყვი სიამოვნებით მიირთმევს.

ხილ–ბოსტნეულიც სანაგვე ურნაში არ უნდა მოხვდეს, რომ უსიამოვნება არ მოიზიდოთ. ეს პროდუქტები სახლის ბედნიერების სიმბოლოა. თუ შესაძლებელია, ბუნების საჩუქრები საკვებში გამოიყენეთ ან ჩიტებს და ცხოველებს მიეცით.

ძველად რძის პროდუქტებიც არ იკარგებოდა. მათ გადამუშავებაში უშვებდნენ. მჟავე რძით ცომეულს, ნამცხვარს აცხობდნენ, მაწონს აკეთებდნენ. ოჯახის წევრებს ავადმყოფობა რომ არ მოუტანოთ, ნაგავში არ გადაყაროთ არაჟანი, რძე ან ხაჭო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს