ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებების გავლენის ქვეშ ექცევა არა მხოლოდ ჩვენი სხეულის ხარისხი, არამედ ტვინის ფუნქციონირებაც. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, რა ემართება ერთ-ერთ მთავარ ორგანოს სიბერის მოახლოებისას.
დაბერება ბუნებრივი და შეუქცევადი პროცესია, რომელიც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დაბადებისთანავე იწყება. თუმცა, ტრადიციულად, სიბერის ათვლის წერტილად ითვლება სიბერის პირველი ნიშნების გაჩენის დაწყება, ანუ 30 წლის შემდეგ. ამ ასაკიდან იწყება ცვლილებების დაგროვება, რაც იწვევს ორგანიზმის ზოგად დაბერებას. ისინი თავს იჩენენ სხვადასხვა გენეტიკური დაზიანების სახით, რის გამოც უჯრედები, ქსოვილები და ორგანოები თანდათან წყვეტენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას.
რა თქმა უნდა, დაბერების დარტყმის ქვეშ ექცევა ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, თავის ტვინი, რომლის სტრუქტურაც იწყებს „გარდაქმნას“, რათა გააგრძელოს ფუნქციონირება. იმაზე, თუ როგორ ხდება ეს ისაუბრა მარია გომანმა, სერთიფიცირებულმა ნუტრიციოლოგმა.
მარია გომანი
სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი, ცხოვრების სტილის ქოუჩი, დღეგრძელობისა და ახალგაზრდობის ორიგინალური პროგრამების შემქმნელი.
როგორ და რატომ ბერდება ჩვენი ტვინი
ადამიანის ტვინი არის უზარმაზარი ბიოქიმიური „მანქანა”, რომელშიც მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავს მისი ფუნქციონირების შენარჩუნებას. 45 წლის შემდეგ ეს პროცესები მრავალი მიზეზის გამო ნელდება.
პირველ რიგში, ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 2 თვეში ერთხელ უჯრედების უმეტესობა განახლებას განიცდის, რაც შეუძლებელია მათი დნმ-ის გაყოფის გარეშე. დნმ-ს არ შეუძლია ამის გაკეთება შეცდომების გარეშე – ასე იწყება სხვადასხვა მუტაციები, რომლებიც გროვდება უჯრედების გაყოფის დროს.
მეორე, მნიშვნელოვანი ცვლილებები ასევე ხდება მიტოქონდრიის დონეზე – სტრუქტურების, რომლებიც ენერგიის ძირითადი წყაროა უჯრედებისთვის. მიტოქონდრიულ მემბრანებს შორის არის ელექტრული მუხტი, რომელიც ასაკთან ერთად თანდათან სუსტდება და ქსოვილების რეგენერაცია ფერხდება, რაც ორგანიზმის დაბერებას იწვევს.
მესამე, უჯრედები არსებობენ როგორც მთლიანი საზოგადოება და მუდმივად უცვლიან „ინფორმაციას“ ერთმანეთს. როდესაც ორგანიზმი იწყებს დაბერებას, ეს „კომუნიკაცია“ თანდათან სუსტდება, რითაც არღვევს ბევრ მნიშვნელოვან მეტაბოლურ პროცესს.
მეოთხე, დაზიანებული ქსოვილის აღსადგენად საჭირო ღეროვანი უჯრედების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, ამიტომ ხანდაზმულ ადამიანებში ჭრილობების შეხორცება უფრო ნელა ხდება. ღეროვანი უჯრედების დაქვეითება ზრდის მიდრეკილებას დაბერებისადმი და ასაკთან დაკავშირებული რიგი დაავადებების მიმართ.
მოწიფულ ასაკში ტვინის დაბერება უკვე პირველ ნიშნებში იგრძნობა:
- მეხსიერება უარესდება: ადამიანს ავიწყდება დღისთვის დაგეგმილი მარტივი რამეები, ან ბოლო დროს მომხდარი მოვლენები.
- რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება აუტანელი ხდება. მაგალითად, ტელეფონზე საუბარი და სადილის მომზადება ადრე ადვილი იყო, ახლა კი ეს ორი აქტივობა უნდა გააცალკევო.
- ყურადღების კონცენტრაცია მცირდება, ძნელი ხდება კონცენტრირება ელემენტარული დავალებების შესრულებაზე, მაგალითად, წიგნის კითხვაზე ან ფილმის ყურებაზე.
- რთულდება სივრცეში ორიენტაცია. მაგალითად, თქვენ უცებ დაგავიწყდათ როგორ მიხვიდეთ მაღაზიამდე ან უახლოეს მეტრომდე, თუმცა ეს ადრე არ იწვევდა სირთულეებს.
როგორ ავიცილოთ თავიდან ტვინის დაბერება
დაბერების გადადების მიზნით, არ არის საჭირო ჯადოსნური „ახალგაზრდობის აბის“ ძებნა, რომელიც 20 წლის ადამიანის გონების სიცხადეს დაგიბრუნებთ – ის უბრალოდ არ არსებობს. მხოლოდ კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უჯრედების შემდგომი განადგურება და ტვინის ფუნქციის შენელება.
ეს წესები, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვანია მუდმივ რეჟიმში, დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ტვინის ახალგაზრდობა რაც შეიძლება დიდხანს.
1.სწორი კვება ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ახალი ბოსტნეულის სიმრავლე, საკმარისი ცილა და ცხიმოვანი მჟავეები, რომელსაც საკვებიდან ვიღებთ, ხელს უწყობს ტვინის კარგ ფორმაში შენარჩუნებას. საქმე ისაა, რომ ჯანსაღი რაციონი ფაქტიურად „კვებავს“ ნაწლავის მიკრობიოტას, რაც გავლენას ახდენს ტვინის აქტივობასა და ქცევაზე. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი რაციონი შაქრისა და ტრანს ცხიმების გარეშე, მით უკეთესად იმუშავებს თქვენი ტვინი მოწიფულ ასაკში.
2.რეგულარული ფიზიკური აქტივობა. სპორტი დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ ჩვენი სხეულის, არამედ ტვინის მდგომარეობაზეც. აქტივობის დროს იზრდება ორგანოს სისხლით მომარაგება და მისი ქსოვილების ჟანგბადით გაჯერება. შედეგად, უჯრედების განადგურება ნელდება, ყურადღების კონცენტრაცია ძლიერდება და იზრდება შრომისუნარიანობა.
3.ჯანსაღი ძილი არის ის, რასაც თანამედროვე ადამიანები ძალიან მცირე ყურადღებას აქცევენ, ამჯობინებენ კიდევ რამდენიმე სამუშაო დავალების შესრულებას, ვიდრე დასვენებას, რითაც მათი ტვინი „ცვდება“. ძილის ნაკლებობა იწვევს მუდმივ დაღლილობას, ემოციური მდგომარეობის არასტაბილურობას და მეხსიერების გაუარესებას.
ჯანსაღი და ახალგაზრდა ტვინისთვის ძილი აუცილებლობაა. იძინეთ დღეში მინიმუმ 8 საათი და იზრუნეთ თქვენი ძილის ხარისხზე. თუ გაწუხებთ ხშირი ღამის გაღვიძება და უძილობა, მაშინ ეს ექიმთან კონსულტაციის მიზეზია.
4.მუდმივად ისწავლეთ ახალი რამ. თუ ყოველდღიურად ტვირთავთ ტვინს ინტელექტუალური აქტივობით, მაგალითად, რეგულარულად კითხულობთ წიგნებს, სწავლობთ უცხო ენებს, მაშინ ეს დაგეხმარებათ თქვენი ტვინის კარგ ფორმაში შენარჩუნებაში.
5.იყავით სოციალურად ადაპტირებული. ადამიანი არა მხოლოდ ბიოლოგიური არსებაა, არამედ სოციალურიც, რომელსაც სჭირდება ცოცხალი კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან. ტვინის დაბერების გადადების მიზნით, რაც შეიძლება ხშირად შეხვდით მეგობრებსა და ახლობლებს, მიიღეთ პოზიტიური ემოციები ერთად მოგზაურობით და შეეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა სიტუაციის მიუხედავად.
6.ჩართეთ თქვენს რაციონში სუპერსაკვები. სუპერსაკვები არის უნიკალური საკვები პროდუქტი, რომლის ქიმიურ შემადგენლობას შეუძლია სასარგებლო გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე. მაგალითად, ნუში, მწვანე ჩაი, ჩიას მარცვლები, ზეითუნის ზეთი და მრავალი სხვა საკვები – სუპერსაკვებია. ისინი რეკორდსმენებია ანტიოქსიდანტების შემცველობით, რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, რითაც ანელებენ თავის ტვინის დაბერებას.
7.შეავსეთ D ვიტამინის დეფიციტი. D ვიტამინის დეფიციტი ხელს უწყობს მეხსიერების დაქვეითებას და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას, ასევე ამცირებს ნაცრისფერი ნივთიერების მასას, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის ძირითადი კომპონენტია. ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი ნორმალურ დონეზე შენარჩუნება დანამატების დახმარებით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცხოვრობს ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მზიანი დღეები ნაკლებია და ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს ნივთიერებას საჭირო რაოდენობით.
8.ამოხსენით თავსატეხები. ლოგიკური ამოცანების ამოხსნა აუმჯობესებს ყურადღებას და მეხსიერებას, ასევე ზრდის კონცენტრაციის დონეს. რეგულარული აქტივობები გეხმარებათ ტვინის „განტვირთვაში“, ყურადღების გადატანაში და სტრესის მოხსნაში.
9.დაუკარით მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. ინსტრუმენტებზე დაკვრა შესანიშნავი ვარჯიშია კონცენტრაციისა და ყურადღებისთვის. ასევე დაკვრის დროს ორივე ნახევარსფერო ერთვება, რაც სასარგებლოა ტვინის განვითარებისთვის და მისი დაბერების შენელებისთვის.
10.ისწავლეთ ლექსები. ლექსების დაზეპირება სულაც არ არის მოსაწყენი აქტივობა სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ სასარგებლო გზაა – ტვინის ფუნქციონირების სტიმულირებისთვის. შეეცადეთ ყოველდღე ისწავლოთ რამდენიმე ახალი სტრიქონი არა მხოლოდ კოგნიტური ფუნქციების გასაუმჯობესებლად, არამედ თქვენი სიტყვათა მარაგის გასამდიდრებლადაც.