200 წლის ძველი სახლი, რომელიც ლენი კრავიცმა მოაწყო

442

მსოფლიოში ცნობილი ქალაქი ახალი ორლეანი დამსახურებულად ითვლება ჯაზის აკვნად. აქ დაიბადა ადამიანი-ლეგენდა ლუი არმსტრონგი, ხოლო ყოველ წელს, ზამთრის მიწურულს, აქ თავს იყრიან ადამიანები, რომლებსაც მარდი გრას კარნავალზე გართობა სურთ. ოდესღაც, ახალ ორლეანს ახალი სამყაროს პარიზს უწოდებდნენ, პარიზული უდარდელობის ატმოსფერო კი მის ქუჩებში დღემდე ტრიალებს.

ქალაქის ისტორიული ცენტრი მუდმივად სავსეა ტურისტებით. თუმცა, შეუხედავი, ძველი სახლი, რომელიც ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე დგას, ადამიანებს განიზიდავს. ცოტამ თუ იცის, რომ რეალურად, ამ ნანგრევების მიღმა მდიდრული სახლი იმალება!

ოდესღაც, ყოფილი მაღაზია ნამდვილად მიტოვებული იყო. თუმცა, შემდეგ შენობა ცნობილმა როკერმა, ლენი კრავიცმა შეიძინა. ჭორების მიხედვით, მუსიკოსს დიზაინერის მომსახურებისთვის არ მიუმართავს. უაღრესად ექსტრავაგანტული ინტერიერი თავად ლენის დამსახურებაა!

კრავიცი აღიარებს, რომ თავის დროზე ინტერიერების დიზაინერობა სურდა. თუმცა, ამისთვის მუსიკალური კარიერის მიტოვებას, რა თქმა უნდა, არ აპირებდა. თვითონ ლენი ამბობს, რომ დიზაინის სფეროში მხოლოდ მოყვარულის რანგზეა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი ძალისხმევის შედეგი ნამდვილად ღირსეულია.

ოდესღაც, 200 წლის შენობა დიდვიტრინებიანი, ძვირადღირებული მაღაზია იყო. ფასადი კრავიცმა შეგნებულად არ შეცვალა, ამიტომაც გვეჩვენება, რომ შიგნით ვიზიტორს მხოლოდ უკაცრიელობა და ნანგრევები ელის. თუმცა, როგორც კი მძიმე კარს შეაღებთ და მის უკან დამალულ აჟურულ გისოსებს დაინახავთ, მიხვდებით, რომ სახლი გარემონტებულია და ახალი მაცხოვრებლებისთვის ემზადება.

მისაღები და სამზარეულო-სტუდიო აქ ერთსა და იმავე უდიდეს ოთახშია მოთავსებული. შენობაში ძალიან დიდი სივრცეა – ლენის, რომელმაც ეს სახლი დიდი ხნის წინ გაყიდა, არ უყვარდა საზღვრები. როკ-მუსიკოსისთვის საცხოვრებლის მსგავსი დაგეგმარება იდეალური იყო.

ლენიმ სხვენი საძინებლად აქცია. აქ, სახურავის ქვეშ, დახვეული კიბე ამოდის, დაკვეთით გაკეთებული მოაჯირებით, ხოლო მეტალის ბადეები სტუმრებისა და მფლობელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გალაქული ხის შავი იატაკი შესანიშნავ კონტრასტს ქმნის ქათქათა საძინებელთან.

სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი ჭაღის ქვეშ მეგობრებთან ერთად ჯდომა ნამდვილად არ იქნებოდა ჩემთვის კომფორტული. მსგავსი სანათი საკონცერტო დარბაზს ან თეატრს თუ უხდება, ოღონდ არა საცხოვრებელ სახლს. სამაგიეროდ, ახლა გასაგებია, თუ რის გამო განადიდებენ მაკლერები ლენი კრავიცის სახლს და მას ნამდვილ სასახლეს უწოდებენ.

ხოლო სახლის უკანა ეზოს ნამდვილად მყუდრო იერი აქვს. მდიდრული, თუმცა ცივი ინტერიერის შემდეგ, მოსახერხებელი მრგვალი მაგიდა და რბილი სავარძლები კომფორტის წყაროდ გვეჩვენება. შეიძლება, სწორედ აქ განმარტოვდებოდა ლენი, როცა როკის სასახლით იღლებოდა.

დღეს უკვე მუსიკოსი აქ აღარ ცხოვრობს. მან სახლი 900 ათას დოლარად გაყიდა, ახლა კი სახლის ფასმა მილიონნახევარს მიაღწია. მყიდველებისთვის მთავარი სატყუარა არა ინტერიერი, არამედ ისაა, რომ ამ ინტერიერის მოწყობაზე თავად ლენიმ იზრუნა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს