თუ ჯერ კიდევ არ იცით, რომელი ხის დარგვა არ არის რეკომენდებული სახლთან ახლოს, ეს მასალა გამოგადგებათ. ბევრი მეაგარაკე ამ საკითხს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ნაკვეთზე ყველაფერს რგავენ, „კომფორტს, სიმშვიდეს და ჩრდილს“ ქმნიან, შემდეგ უკვირთ, როცა იგებენ, რა გააკეთეს სინამდვილეში. უნდა აიღო და სიტუაცია გამოასწორო, მაგრამ ხე სარეველა არაა. ასე მარტივად ვერ ამოძირკვავ. ხე უფრო გლობალურ პრობლემებს ქმნის, ვიდრე სარეველა ბალახი.
ხალხური რწმენა დიდი ხანია ეხება ზოგიერთი ხის სახლთან ახლოს დარგვის დაუშვებლობის თემას. მუხა, ვერხვი, ტუია და სხვები – ასე თუ ისე უბედურებას იზიდავს მათ თავზე, ვინც ისინი საკუთარ სახლთან ახლოს დარგო. დღეს ამ საკითხს ლოგიკის და მეცნიერების თვალსაზრისით განვიხილავთ. მოსაყოლი ნამდვილად გვაქვს!
რომელი ხე არ უნდა დარგოთ სახლთან ახლოს?
კერკეტი კაკალი
სილამაზის და სარგებლის მიუხედავად სახლის გვერდით გაშენებული ნიგოზი უფრო ცუდი ნიშანია, ვიდრე კარგი. ბევრს, განსაკუთრებით ბავშვებს, მოსწონთ გემრიელი კაკლის ხელმისაწვდომობა. მოზრდილებს უყვართ ჯდომა ხის დიდი ხორციანი ფოთლების ჩრდილში, რომელიც ზაფხულის სიცხისგან შესანიშნავად იცავს. თითქოს, სახლთან ახლოს კაკალი დარგე და საქმე ქუდშია. პრაქტიკული და მოსახერხებელი. სინამდვილეში, რამდენიმე ნიუანსი არსებობს. დღეს მათზე ვისაუბრებთ.
ზრდასრული ხის ფესვთა სისტემა ძალიან ძლიერი და განვითარებულია. წლებთან ერთად მხოლოდ ძლიერდება. შესაბამისად, ახლომდებარე კომუნიკაციების და გზების დანგრევა შეუძლია. კერძო სახლის საძირკველიც შეიძლება დააზიანოს. თუ სოფელში ცხოვრობთ და კაკლის ხის გვერდით გაქვთ, მაგალითად, ბეღელი, თქვენთვის უსიამოვნო ამბავი გვაქვს. ერთხელ თქვენი შენობა ბანქოს სახლივით შეიძლება დაიშალოს. მით უმეტეს, თუ კაკალი უკვე ათწლეულები იზრდება.
ნიგვზის ხის ქერქში, ფესვებში და ყველაზე მეტად ფოთლებში გვხვდება ერთი განსაკუთრებული ნივთიერება, იუგლონი. იუგლონი პიგმენტია. მას იყენებენ მელნად ან ქსოვილის საღებავად. ბამბა განსაკუთრებით კარგად იღებება. ასევე იუგლონი ძალიან ძლიერი ბუნებრივი ჰერბიციდია. ასეთი ხდება უშუალოდ მიწაში მოხვედრისას. სწორედ ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, კაკლის ფოთლების გროვის ქვეშ არაფერი იზრდება.
თუ გადაწყვეტთ სახლის გვერდით პატარა კლუმბის მოწყობას და იქვე კაკალიც იზრდება, მოემზადეთ სიზიფის შრომისთვის და დიდი იმედგაცრუებისთვის. ასეთ მეზობელთან ვერ გაიხარებს პომიდორი, კარტოფილი, კროკუსი, კომბოსტო, მუხა, ფიჭვი, ვაშლი, ბარდა და ბეგქონდარა. კაკლის მეზობლობის მიმართ ნეიტრალურია პარკოსანი, ჭარხალი, მიწავაშლა, ალუბალი და მოცხარი. საინტერესოა, რომ კაკალში ნაპოვნი იუგლონი ხელსაყრელია ნესვის თესლის გაღივებისთვის. ასე რომ, თუ ასეთი საჭიროება გაქვთ, სახლთან ახლოს ნესვის მოშენება შეგიძლიათ სცადოთ.
ბიოქიმიური ნივთიერების გარდა, კაკალს აქვს დიდი, მკვრივი გვირგვინი, რომელიც გარშემო ყველაფერს ჩრდილავს. ლოგიკურია, რომ სინათლის მოყვარული სუსტი მცენარეები ასეთ პირობებში ვერ გადარჩება. თქვენი სახლის ფანჯარაც მუდმივად ჩრდილში იქნება. არ დაგავიწყდეთ თავად კაკალიც, რომელიც დროდადრო მიწაზე ცვივა. თუ სახლთან მანქანები გაქვთ გაჩერებული, რამდენიმე ნაყოფი სახურავზე მათაც დაეცემა. ყვავების აქტიური მეზობლობა არ გაგიკვირდეთ. მათ უყვართ ნიგვზის ჭამა და მთელი დღე ფანჯარასთან ჩხავილი.
ზოგადად, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებისთვის კარგად მოემზადებით, კაკალთან თანაარსებობა შეიძლება. მაგრამ ღირს ამად? რიტორიკული კითხვაა. ასევე მოდუნება არ ღირს. კაკალი ერთი, თუმცა ძალიან სახიფათო ხეა. მაგრამ სხვებიც არიან. ამა თუ იმ მიზეზით მათი დარგვა ნაკვეთზე სახლთან ახლოს არ ღირს. აი, რამდენიმე მაგალითი.
არასასურველი ხეები
ცაცხვი ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო ხეა. ზაფხულში ყვავის და ნაზ არომატს აფრქვევს. ცაცხვის გამხმარი ყვავილებისგან შეგიძლიათ მოადუღოთ გემრიელი ჩაი, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. აი, მისი ფესვების სისტემა, როგორც კაკლის, ძალიან აგრესიულია. იგივე პრობლემა ნაკვეთზე ან ეზოში ობიექტებთან დაკავშირებით. ყვავილობისას გამოყოფს წებოვან წვენს, რომელიც იზიდავს ჭიანჭველების ლაშქარს და სხვა მწერებს. სახიფათო არაა, მაგრამ ასეთ „სიროფის“ წვიმაში სკამზე დიდხანს ვერ დაჯდები.
წიფლის გვირგვინი, ასევე მისი ფესვთა სისტემა, კაკლის სიტუაციას იმეორებს. მის მეზობლად სუსტი მცენარეები ვერ გაიხარებს. გარდა ამისა, ახალი პრობლემაც ჩნდება. მისი ფესვები მიწის ზედაპირზე ამოდის. სქელი ფოთლები მიწას საკმარისად გაფხვიერების საშუალებას არ აძლევს. წვიმის წყალი გუბდება და წიფლის გარშემო სველი ატმოსფერო რჩება. ეს კი სოკოს და ობის განვითარებისთვის ყველა პირობას ქმნის. თუ წიფელი სახლთან ახლოს მდებარეობს, ობი შენობაშიც შეიძლება გაიზარდოს.
აი, ივლისის დადგომა ყველას, ვინც ვერხვთან ახლოს ცხოვრობს, ჰპირდება „მშვენიერ“ განწყობას“. დიახ, ალერგიულ ხალხს ამ ხის ცეცხლივით ეშინია. მაშინაც კი, თუ სახლის მობინადრეებს ვერხვის ბუმბულზე პრეტენზია არ აქვთ, სტუმრებს მსგავსი იმუნიტეტი შეიძლება არ ჰქონდეთ. აღარ აღვნიშნავთ, რამდენად სწრაფად იზრდება ვერხვის ფესვები და რას იწვევს. მისი ღეროც სახიფათოა. სწრაფად იზრდება და ვითარდება, მაგრამ შიგნით საკმაოდ მყიფე და თითქმის ღრუა. ნებისმიერ ქარზე შეიძლება გადატყდეს და ვინ იცის, რას დაეცემა. სახლის სახურავს თუ სახლთან ახლოს გაჩერებულ მანქანას.
არყი თავისი გაუმაძღარი ფესვებით ირგვლივ ყველაფერს გამოაშრობს. მასთან ახლოს რომელიმე მცენარის დარგვას აზრი არ აქვს. თუ ახლომახლო არ გაქვთ ჭა და ყოველდღე სირბილი არ გეზარებათ. ან გაქვთ დიდი პრობლემური ჭაობიანი ან ნესტიანი ადგილი. სამწუხაროა, უნდა დაელოდოთ, სანამ საჭირო ზომამდე გაიზრდება.
და ბოლოს, სახლთან ახლოს არ გირჩევთ კვიპაროსის დარგვას. საქმე იმაშია, რომ მისი წიწვები აქტიურად ცვივა და შემდეგ ისევ იზრდება. შემდეგ, ქარის წაღებისას, წყლის ღარებს ჭედავს და ხშირად წყლის გადინების პრობლემებს იწვევს. თუ ამ წიწვებს არ მოიშორებთ, ზოგიერთ ადგილას გახმობას დაიწყებს და როცა ზაფხულში ტემპერატურა საკმაოდ მოიმატებს ხანძარი არ დააყოვნებს. წიწვი დაიწვება, თივაზე უარესად არ იწვის.
კარგად დაფიქრდით, სანამ რომელიმე ხეს თქვენს საცხოვრებელთან ახლოს დარგავთ. რამდენიმე მაგალითი მოგიყვანეთ. დანარჩენს მცენარეების მაღაზიაში კონსულტანტები გირჩევენ. ნებისმიერი მცენარის დარგვამდე მაქსიმალურად დაფიქრდით ადგილმდებარეობაზე, გაითვალისწინეთ სახლის და ბაღის ყველა შესაძლო შედეგი. ასე მომავალში ბევრ პრობლემას თავიდან აიცილებთ.