ერთი წლის წინ
კარზე დააკაკუნეს და მარი მოულოდნელობისგან შეხტა.
ირაკლი მშვიდად იყო:
-მიდი გააღე. მამაშენი მოვიდა.
მარი კართან მივიდა, ჭუჭრუტანაში გაიხედა და მხოლოდ ამის შემდეგ გააღო კარი.
-გამარჯობა, რატომ არ მიღებდი? მეგონა, გეძინათ, – გაიღიმა ივანემ.
-ტორტი მოგიტანეთ.
-შემოდი, მამა, – გადაკოცნა ქალიშვილმა მამა. – ტორტს ჩვენ არ ვჭამთ. სწორ კვებაზე ვართ.
-რაღაც სისულელე მოიგონეს, – ჩაილაპარაკა მამამ. – მაშინ მაცივარში შედგი და წავიღებ. მე და დედაშენი შევჭამთ.
მარიმ გაიღიმა – მამამისს ასეთი ხუმრობა უყვარდა.
დერეფანში ირაკლი გამოჩნდა.
-გამარჯობა, ბატონო ივანე.
მამაკაცებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
-ჩაი მაინც არის ამ სახლში?
-რა თქმა უნდა, მისაღებ ოთახში შედი, მე მოგიმზადებ.
ირაკლი და ივანე მისაღებ ოთახში გავიდნენ და ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ.
-როგორ ხართ? – დაიწყო ირაკლიმ.
-როგორც ყოველთვის, საუკეთესოდ. შენი სამსახურის საქმეები როგორ არის?
-არაუშავს. მპირდებიან, რომ სამი თვის შემდეგ დამაწინაურებენ.
-დაწინაურება კარგია. ბინაში როგორ გრძნობ თავს, ჭერი დაბალი ხომ არ არის?
-სრულებით არა, – გაიღიმა ირაკლიმ. – მთელი ცხოვრება ასეთ ჭერს ვუყურებდი.
-მშვენიერია, – თავი დაუქნია მარის მამამ.
მარი ჩაის ლანგართან ერთად გამოჩნდა.
ცხელი სასმლის მოსმის შემდეგ, ივანე მაშინვე საქმეზე გადავიდა.
-აბა, მომიყევით.
-გვინდოდა, რომ ორივესთვის ერთად გვეთქვა, შენთვის და დედასათვის… – დაიწყო მარიმ.
-მარი, მაშინ ეს ყველაფერი ერთი კვირით ადრე უნდა შეგეთანხმებინა. ხომ იცი, რომ დედაშენს ხშირად აქვს მივლინებები. ეს მე ვარ პენსიონერი. სახლში მე ვარ. ასე რომ, მითხარით და შემდეგ მე გადავცემ.
-ბატონო ივანე, ვფიქრობ, ეს ჩემი სათქმელია. ჩვენ დაქორწინება გადავწყვიტეთ.
მარის მამა დუმდა. თითქოს გაგრძელებას ელოდა.
-და შენ არაფერს იტყვი? – გაუკვირდა ქალიშვილს.
-და რა უნდა ვთქვა? თუ ჩემს თანხმობას ელოდებით, აი, ჩემი პასუხი: „საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“. მარი უკვე 24 წლის არის. თავად უნდა გადაწყვიტოს.
მარიმ გაიღიმა და საქმროს შეხედა.
-ბინაზე რას იტყვი? – კვლავ იკითხა ქალიშვილმა.
-რადგან დაგპირდი, ესე იგი, შევასრულებ.
-ვაშა, მამა! გმადლობ! – ჩაეხუტა ქალიშვილი მამას.
-ახლა დამახრჩობ. საკმარისია, გამიშვი.
როდესაც ქალიშვილის პირველი ემოციები დაცხრა, ივანემ დაკითხვა დაიწყო:
-ქორწილს როდის გეგმავთ?
-ერთი წლის შემდეგ.
-ოჰო. განცხადება უკვე შეიტანეთ?
-დიახ, 11 თვე და 2 კვირაა დარჩენილი.
-სად უნდა აღნიშნოთ?
-ვნახოთ, – საუბარში ჩაერთო სასიძო. – ყველაფერი უნდა გავთვალოთ, ვნახოთ, რა თანხა გვჭირდება და ასე შემდეგ. მოკლედ, დრო გვაქვს, რომ ყველაფერი გონივრულად გავაკეთოთ.
-მართალია! კარგი, თუ სათქმელი აღარაფერი გაქვთ, მაშინ წავალ. უამრავი საქმე მაქვს!
-მამა, შენ ხომ პენსიონერი ხარ!
-სტატუსით ვარ პენსიონერი. ისე კი, ახალგაზრდა ვარ, სულითაც და სხეულითაც. სულს კი ბევრი რამ სურს. კარგი, გილოცავთ! ვფიქრობ, რომ დედას შეგიძლიათ თავად დაურეკოთ და გაახაროთ.
ექვსი თვის წინ
ივანემ ქალიშვილს ყურადღებით მოუსმინა და ჩვეულებისამებრ, დუმდა.
მას უკვე დიდი ხანია ჰქონდა პასუხები მარის ყველა კითხვაზე. მაგრამ მთავარი კითხვა – საჭიროა თუ არა, რომ მან ეს ყველაფერი იცოდეს, ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩებოდა.
ბოლოს, მამამ ჩაახველა და დაიწყო:
-მარი, ჩემგან რა გინდა? ეს თქვენი ცხოვრებაა. ცუდია, რომ ყველაფერის გამო ერთმანეთის შორდებით. და არა უბრალოდ შორდებით, არამედ ირაკლის თავისი ნივთები დედამისთან მიაქვს. ნამდვილი საბავშვო ბაღია.
-მამა, ხომ გითხარი: ირაკლი შეიცვალა. როგორც კი დააწინაურეს, სხვანაირი გახდა. ისე მექცევა, თითქოს მისი მოსამსახურე ვიყო. მეუბნება, რომ ყველამ თავისი შესაძლებლობების მიხედვით უნდა მიიღოს.
-მერე?
-ის, რომ ის ახლა ჩემზე სამჯერ მეტს გამოიმუშავებს, მაგრამ პროდუქტებისთვის და სხვა დანარჩენი რამეებისთვის ფულს იმდენსვე მაძლევს, რამდენსაც ადრე. არავითარი საჩუქრები. რესტორანში თვეებია არ ვყოფილვართ!
-ეს ირაკლის უნდა უთხრა და არა მე. და თუ ვერ მოშველდებით, მაშინ უნდა დაშორდეთ.
-როგორ თუ დავშორდეთ? – გაშრა მარი. – ხომ არ გაგიჟდი? მე ის მიყვარს! 6 თვის შემდეგ ქორწილი გვაქვს.
-მაშინ კომპრომისი მოძებნე. მე რა შუაში ვარ?
ქალიშვილმა უცებ წასასვლელად მზადება დაიწყო:
-გასაგებია. ამაოდ მოვედი გულის გადასაშლელად. უკეთესი იქნებოდა, დედასთან დამერეკა.
-მარი, სად მიდიხარ? გაჩერდი! მარი!
ბინის კარი დაიხურა.
მამამ გაციებული ყავა ბოლომდე დალია.
-ტყუილად გავენთავისუფლე, ასე გამოვიდა.
ჩვენი დღეები
ივანემ მანქანა გააჩერა და სწრაფად გადმოვიდა. გაქცევას აზრი არ ჰქონდა, რადგან იცოდა, რომ მარი კარგად იყო. თუმცა ნაბიჯის აჩქარება ცუდი არ იქნებოდა.
ზარი არ დაურეკავს. კარი თავისი გასაღებით გააღო. როგორც კი კარი გააღო, მაშინვე კამათის ნაწყვეტები გაიგონა:
-მე ასეთი ძუნწი არ შემყვარებია! შენი ფულით სრულიად დაკარგე რეალობის შეგრძნება.
-ეს შენ დაკარგე, როდესაც ფიქრობდი, რომ შენს ყველა ახირებას შევასრულებდი! შენ ფიქრობ, რომ გიჟივით ამდენს იმიტომ ვმუშაობ, რომ მორგი სისულელე გიყიდო?!
-ბოლო ექვსი თვეა ჩემთვის არაფერი გიყიდია. ლარიც კი არ დაგიხარჯავს ჩემზე!
-შენ უბრალოდ ვერ ხედავ, რამდენს ვხარჯავ ჩვენთვის!
-ვერ ვხედავ, რადგან ასე არ არის.
-გასაგებია. რატომ არ გინდა, რომ თავად გაზარდო საკუთარი შემოსავალი?
-საკუთარი თავის გახარებას თავად თუ შევძლებ, შენ რაში მჭირდები?
-გამოდის, რომ ჩემი საფულის გამო ხარ ჩემთან. ფიქრობ, რომ რადგან მამამ ბინა გაჩუქა, შესაშური საცოლე ხარ? ოჯახში ფული შენც უნდა შემოიტანო!
-მე შემომაქვს!
-ჩანს, როგორც შემოგაქვს! მე მთხოვ!
ამ დროს ივანე პირდაპირ მისაღები ოთახის კარში გამოჩნდა.
-ახალგაზრდებო, ახლა მე მომისმინეთ. სანამ ჩაის მოვიმზადებ, თქვენ დამშვიდდით. ამის შემდეგ კი – მე დაგელაპარაკებით.
-აქ როგორ გაჩნდით? – გაოცდა ირაკლი.
-მარიმ მომწერა.
-აა, გასაგებია, – ბოროტად ჩაიცინა ირაკლიმ. შემეძლო, თავად მივმხდარიყავი.
-მორჩა, 5 წუთი გაქვთ.
ივანე ჩაის სვამდა და ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს.
-დაიწყეთ.
-მამა, გვიშველე.
-გვიშველე? – გაბრაზდა ირაკლი. – მე შველა არ მჭირდება.
-გაჩუმდი, -რბილად შეაწყვეტინა მარის მამამ. – მითხარი, შვილო!
-მამა, მიშველე. არ ვიცი, რა გავაკეთო. ის უბრალოდ ძალიან ძუნწი გახდა. ყოველთვის და ყველაფერში.
-მერე?
-მე დავიღალე. ის 24 საათი მუშაობს, მხოლოდ უქმეებზე ისვენებს. და ეს ყველაფერი რისთვის?! მე არაფერს ვღებულობ ამისგან. სახლის საქმეები მთლიანად ჩემზეა. ოჯახში ფული არ მოგვმატებია.
-გასაგებია, – შეაჯამა ივანემ. – შენ რას იტყვი?
-მე არაფერს არ ვიტყვი! ეს ჩვენი საქმეა. არ მესმის, თქვენ რა შუაში ხართ.
-მართალს ამბობ: თქვენი საქმეა. და მე აქ არ ვიქნებოდი, რომ არა ორი გარემოება. პირველი: თქვენ მალე ქორწილი გაქვთ. და მეორე: თქვენ ჩემ ბინაში ხართ. ასე რომ, გისმენ.
-არ მესმის, რატომ უნდა მივცე მას ფული, თუ ამ ფულს მე გამოვიმუშავებ! მეც მაქვს ოცნებები და მათი რეალიზება მინდა.
-ეს თქვენი საერთო ოცნებებია?
-არა. ჩემი.
-და როგორ აპირებთ ერთად ცხოვრებას, როდესაც საერთო ოცნებაც კი არ გაქვთ?
-ყველას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი ოცნება!
-რა თქმა უნდა! მაგრამ ჯერ საერთო ოცნებები უნდა აიხდინოთ. და თუ საერთო ოცნებები არ გაქვთ, რა საჭიროა ქორწინება?
-ქორწილი რა შუაშია! – აღშფოთდა ირაკლი. – მე საკუთარი ფული უნდა მქონდეს. და მექნება! დაქორწინებულები ვიქნებით, თუ არა.
-შენ რას იტყვი ამაზე? – მშვიდად ჰკითხა ირაკლიმ ქალიშვილს.
ქალიშვილი ტიროდა.
მამამ მძიმედ ამოისუნთქა და სავარძლიდან წამოდგა:
-ნამდვილი საბავშვო ბაღი მოაწყეთ. კიდევ კარგი, რომ ქორწილამდე. ახლა ყველაფრის მოგვარება მაინც შეგვიძლია!
ქალიშვილმა როგორც იქნა, ხმა ამოიღო:
-მამა, რის მოგვარებას აპირებ და როგორ?
მამა სამზარეულოში გავიდა, ჭიქა გარეცხა და დაბრუნდა.
-მარტივად. ჯერ-ჯერობით ყველა მოშორდით ჩემი ბინიდან.
-რა? თქვენ ხომ ეს ბინა გვაჩუქეთ! – აღშფოთდა ირაკლი.
-დიახ, თუ ქორწილი იქნებოდა. და არა თქვენ, არამედ – მას. მაგრამ ქორწილი ხომ არ იქნება?
-ეს ვინ თქვა? ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს!
-შეხედე, როგორ დაიწყო ლაპარაკი! ჩემმა ქალიშვილმა კი ახლახან სულ სხვა რამ თქვა. მე მისი მჯერა. შენი – არა.
-ბატონო ივანე! ეს ყველაფერი წვრილმანებია! – წამოიძახა ირაკლიმ. – თქვენ ხომ იცით, რომ დროთა განმავლობაში, ყველაფერი მოგვარდება. ისე კი, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს! ხომ ასეა, მარი?
გოგონა ტიროდა, ამიტომ რას ამბობდა, გაუგებარი იყო.
-გიყვართ თუ არა ერთმანეთი, ბინას მაინც ვერ მიიღებთ! მარისთვის გათხოვება ჯერ ადრეა, რადგან ასეთი საქმრო იპოვა.
-მის მაგიერ თქვენ წყვეტთ?
-არა, მაგრამ ბინას არ ვიძლევი.
-მაგრამ ეს სამართლიანი არ არის! თქვენ დაგვპირდით!
-და ასე რატომ შეწუხდი? ჩემს ქალიშვილზე ქორწინდები თუ ბინაზე?
-ქალიშვილზე, მაგრამ…
-ხოდა მორჩა, ესე იგი, ბინის გარეშეც გეყვარება. ეს მერე. ახლა კი მოშორდი ჩემი ბინიდან.
-მაგრამ მუშები მყავს გამოძახებული. საღამოსთვის, – დაბნეულად ჩაილაპარაკა ირაკლიმ.
-ისევ გქონდა ნივთები წაღებული?
-არა, უბრალოდ ჩემი ავეჯის წამოღება მინდოდა, ჩემი მშობლების სახლიდან.
ივანემ გაიღიმა:
-ნამდვილად იჩქარე. ასე რომ, ეს ჩემი პრობლემა არ არის. კარგად იყავი.
ქალიშვილმაც დაიწყო მზადება, მაგრამ მამამ შეაჩერა:
-მარი, დარჩი ცოტა ხანს.
როდესაც ირაკლი წავიდა და მარი ცოტა დამშვიდდა, ივანემ უთხრა:
-ესე იგი, მომისმინე. შენ ამ ბინაში დაგტოვებ, თუ გინდა. მაგრამ ბინას არ გაჩუქებ, სხვა საქმროც რომ გაიჩინო. ეჭვი გამიჩნდა, რომ შენს თაყვანისმცემლებს ნამდვილად უყვარხარ. ასე კი, ნამდვილად გეცოდინება, რომ შენი თავი უყვართ და არა ჩემი ბინა. გასაგებია?
მარიმ თავი დაუქნია.
-ძალიან კარგი. ახლა კი დაფიქრდი, გაჰყვე თუ არა ირაკლის ცოლად. თუ გაჰყვები, ამ ბინის დატოვება მოგიწევს. თქვენ უკვე ოჯახი იქნებით და თავად უნდა მოაგვაროთ საკუთარი საცხოვრებლის საკითხი. მე კი, ამ ბინას გავაქირავებ. თუ არ გაჰყვები, მაშინ აქ იცხოვრე. შენთვის არ მენანება. საღამოს საკეტს გამოვცვლი, გასაღები არავის მისცე.
ივანე წამოდგა და მხოლოდ დერეფანში წარმოსთქვა ბოლო სიტყვები:
-და თუ შეგიძლია, ნორმალური მამაკაცები აირჩიე, თორემ მალე შენი ცრემლებისგან აქ ხავსი გაჩნდება.
მარი ძველებურად მამამისის ბინაში ცხოვრობს. მან დღემდე არ იცი, როგორ მოახერხა მამამ ქორწინებაში ბინის ყიდვა და მხოლოდ საკუთარ სახელზე დარეგისტრირება.
მაგრამ ერთ რამეს მიხვდა – გათხოვება არ უნდა იჩქაროს. მამაკაცი ქორწილამდე უნდა გაიცნოს კარგად, რომ მერე ყველაფერი ნორმალურად იყოს. ამისთვის კი, მამის ბინა საუკეთესო ვარიანტია.