მარწყვის ოთხი რიგის წესი

548

ოთხი რიგის წესი არის მარტივი, მაგრამ ეფექტური მიდგომა მარწყვის მოშენების დაორგანიზებისათვის, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მცენარის მოსავლიანობა და სიჯანსაღე. ამ კულტურას ეს ძალიან სჭირდება. მარწყვის ხანგრძლივმა მოყვანამ ერთ ნაკვეთში შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის გამოფიტვა და მოსავლიანობის შემცირება.

იმისათვის, რომ მცენარე ყოველწლიურად არ გახდეს უფრო მგრძნობიარე სხვადასხვა დაავადებებისა და მავნებლების უარყოფითი ზემოქმედების მიმართ, ის უნდა დაირგოს ოთხი როგის წესის დაცვით. რით არის განსაკუთრებული კენკრის მოყვანის ეს მიდგომა?

მარწყვის ოთხი რიგის წესი

პირველი წელი

აირჩიეთ კარგად განათებული ადგილი. დაყავით იგი ოთხ ცალკეულ რიგად. ნერგების დარგვა დაიწყეთ ზაფხულის ბოლოს. მარწყვი დარგეთ მხოლოდ პირველ რიგში. დარჩენილ რიგებს ამ ეტაპზე ნუ შეეხებით.

მეორე წელი

დარგული მცენარიდან მომავალ შემოდგომაზე შეგიძლიათ მიიღოთ შესანიშნავი ხარისხის ნერგები. შეარჩიეთ საუკეთესო ღეროები და გადარგეთ მეორე რიგში. მოუარეთ მცენარეს და არ დაგავიწყდეთ მისი რეგულარული მორწყვა.

მესამე წელი

უკვე ზაფხულში შეგიძლიათ მიიღოთ შესანიშნავი მოსავალი პირველი რიგიდან და ცოტა ნაკლები მეორედან. ამაზე არ გაჩერდეთ. გადარგეთ ნერგები მეორე რიგიდან წინასწარ მომზადებულ მესამე რიგში.

მეოთხე წელი

სამი წლის შემდეგ საოცარი მოსავალი გექნებათ. მისი აღების შემდეგ პირველი რიგი გაათავისუფლეთ კენკრის ბუჩქებისაგან, რადგან მომავალ წელს ისინი ვეღარ შეძლებენ თქვენ გახარებას მსხვილი მარწყვით. ეცადეთ, მიწა საფუძვლიანად გააფხვიეროთ. აუცილებლად შეიტანეთ ნიადაგში სასუქი. შემოდგომაზე დაიწყეთ ნერგების გადარგვა მესამე რიგიდან მეოთხე რიგში.

მეხუთე წელი

პირველ რიგში, სადაც ადრე მარწყვი იზრდებოდა, დარგეთ პარკოსნები ან შვრია. შემდეგ, ივნისის მეორე ნახევარში (როდესაც ყვავილობა დასრულდება) კვლავ გააფხვიერეთ მიწა. მოცადეთ აგვისტოს მეორე ნახევრამდე და მარწყვის ნერგები მეოთხე რიგიდან პირველ რიგში გადარგეთ.

ამ მარტივი წესის წყალობით, თქვენ გექნებათ ოთხი რიგი, საიდანაც მიიღებთ მსხვილ და ტკბილ კენკრას და ასევე მაღალი ხარისხის ნერგებს. აუცილებლად სცადეთ მოყვანის ეს მეთოდი, თუ გსურთ, რომ მრავალი წლის განმავლობაში იყოთ მარწყვის კარგი მოსავლის მფლობელი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს