6 თვის წინ
თამუნა და ლაშა გამოვიდნენ სახლიდან, სადაც ლაშას მშობლები ცხოვრობდნენ.
ლაშა შებრუნდა და მშობლებს ხელი დაუქნია სადღაც ზევით.
-მათ არ ვუყვარვარ, – ამასობაში აღნიშნა თამუნამ.
-რას ამბობს, ისინი თითქმის ოთხი წელია გიცნობენ. 6 თვის შემდეგ ქორწილი გვაქვს. რატომ არ უნდა უყვარდე?
-საიდან ვიცი? – მხრები აიჩეჩა თამუნამ. სხვათა შორის, ვერ მივხვდი, რა ხდება ბინასთან დაკავშირებით? შენს სახელზე როდის დაარეგისტრირებენ?
-ყველაფერი დროულად იქნება, თამუნა! მათ ხომ თქვეს: როგორც კი ცოლს მოიყვან, ბინას მაშინვე შენს სახელზე დავარეგისტრირებთო!
-აქამდე რატომ არ გააკეთეს ეს? ქორწინება ხომ ვერანაირად ვერ იმოქმედებს იმაზე, რომ ბინის მესაკუთრე შენ ხარ!
-ასეთები არიან.
-ჰო, ეს უკვე მოსმენილი მაქვს: „ათასნაირი გოგონები არსებობენ!“ – ჰაჰ, გოგონები, შენ 31-ის ხარ, მე 30-ის.
-მოვრჩეთ ამაზე საუბარს. ყველაფერი კარგად იქნება.
ერთი თვის წინ
-თამუნა, რაღაც საკითხი უნდა გადავწყვიტოთ რემონტთან დაკავშირებით. როგორ უნდა გავაკეთოთ?
-გავაკეთოთ? – გაუკვირდა გოგონას. – მხოლოდ შენ თუ გააკეთებ. ბინა მამაშენისაა და რემონტი შენ უნდა გააკეთო.
-კი მაგრამ, ქორწილის შემდეგ საერთო ბიუჯეტი გვექნება.
-მაგრამ ბინა ხომ ჯერ კიდევ ქორწილამდე უნდა გახდეს შენი? ხმა ამოიღე, ლაშა.
მამაკაცმა თავი დაუქნია:
-კი, კი.
-და ეგ როდის მოხდება?
-მე… არ ვიცი. მაგრამ ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ, რომ ჩემს ბინაში უნდა ვიცხოვროთ! შენი ბინა ერთოთახიანია, ჩემი – ორიანი.
-მამაშენის ბინა ჯერ უნდა გარემონტდეს. მაგრამ იქამდე, შენს სახელზე უნდა დარეგისტრირდეს.
-რას გადაეკიდე, ვის სახელზეა ბინა! ხომ შეიძლება რემონტის გაკეთება და პარალელურად ბინის ჩემს სახელზე დარეგისტრირება!
თამუნამ თავი გააქნია:
-ლაშა, ახლიდან რატომ იწყებ? ჩვენ ხომ ამ ყველაფერზე უკვე ვისაუბრეთ. რატომ უნდა გავარემონტო მე შენი მშობლების ბინა? შენი რომ ყოფილიყო, სხვა საქმეა.
-ბინა ჩემია!
-კი, როგორ არა, შენს ოცნებებში. ჯერ-ჯერობით მამაშენის არის. და მისი საუბრიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ის ამ ბინის შენთვის გადმოცემას არ აპირებს.
-შენ ხომ გესმის, რომ ეს უბრალო ფორმალობაა!
-ფორმალობაა? სამაგიეროდ, ბინის რემონტზე დახარჯული ჩემი ფული სულაც არ არის ფორმალობა.
-რატომ არ გჯერა ჩემი? მამამ ხომ თქვა, რომ ბინა ჩემი გახდება, როგორც კი დავქორწინდები.
-მაგრამ ლაშა. ჯერ გაგიფორმონ და მერე ვიქორწინოთ. მე მინდა ვიცოდე, რა ქონებას ფლობ ქორწინებამდე.
-კარგი, მამაჩემს დავურეკავ.
-არა, ერთად წავიდეთ და დაველაპარაკოთ შენს მშობლებს. გამოვარკვიოთ სიტუაცია.
სამი დღის შემდეგ
მამამ ყურადღებით მოუსმინა ლაშას და მერე თამუნას შეხედა:
-ეს შენ ასწავლე?
-მე თვითონ, მამა. გვინდა, რომ ქორწილამდე ყველაფერი გარკვეული გვქონდეს.
-რა უნდა გავარკვიოთ? – ჩაერია ლაშას დედა. – ბინა შენია. გაარემონტეთ და იცხოვრეთ.
-მაგრამ ჩემს სახელზე როდის დაარეგისტრირებთ?
-რისთვის? – იკითხა მამამ. – ბინა ისედაც შენი იქნება.
-ანუ ბინის ლაშას სახელზე დარეგისტრირებას არ აპირებთ?
-ეს ჩვენი ოჯახის საქმეა, – რბილად უპასუხა მომავალმა დედამთილმა.
-თუ ვიქორწინებთ, ეს ჩემი საქმეც იქნება. ამიტომ მინდა ვიცოდე, გავაკეთოთ თუ არა რემონტი თქვენი ოჯახის ბინაში.
-რა თქმა უნდა, უნდა გააკეთოთ! ის უკვე რამდენი წელია ასეა, რემონტი დაუსრულებელია!
-და ვინ დაასრულებს? – დააზუსტა თამუნამ.
-რა თქმა უნდა, თქვენ. ძალიან ცოტაა დარჩენილი.
-ცოტა?!
-კი! შეგიძლიათ გადახვიდეთ და პარალელურად გაარემონტოთ.
-რატომ? ჩვენ მთელი ეს პერიოდია ჩემს ბინაში ვცხოვრობთ.
-შენი ბინა უნდა გააქირავოთ, – ეს ხომ ცხადია, – დაამატა მამამ. – ქირის ფული კი რემონტს უნდა მოახმაროთ. სულ ესაა.
-არა, სულ ეს არ არის! – შეხედა თამუნამ ლაშას. – მე ამას ნამდვილად არ ვიზამ. ჩემი ბინა არ გაქირავდება. თუნდაც გარემონტებულ ბინაში რომ გადავსულიყავით. და თუ გინდათ, რომ იმ ბინის რემონტი დავასრულოთ, მაშინ ბინა ლაშას უნდა აჩუქოთ.
-უნდა ვაჩუქოთ? – გაიცინა დედამ. – თამუნა, ხომ გითხარით, რომ ბინა ჩვენი ოჯახის საქმეა. შენ ჯერ არ ხარ ჩვენი ოჯახი.
-არც გავხდები, თუ ბინას ლაშას არ გადასცემთ.
-რა? ანუ ლაშას ბინის გამო მიჰყვები?
-მე ის მიყვარს, მაგრამ რაში მჭირდება ქმარი, რომელსაც არაფერი აქვს?
-აი, რატომ არ გვინდა ბინის შენთვის გადმოცემა, – მიუბრუნდა მამა ლაშას. – იმიტომ, რომ ქალებს ბინის გამო არ უყვარდე.
-ჰაჰ, რა თვალთმაქცები ხართ! – უცებ წამოდგა თამუნა. – ჩემი ბინის თქვენი ბინის გასარემონტებლად გამოყენება, კარგად გინდათ. და ბინის თქვენი ვაჟისთვის გადაცემა, რომელსაც 5 წლის განმავლობაში პირდებოდით, არ გინდათ! რა მერკანტილური აზრები გაქვთ!
-თავს რის უფლებას აძლევ? – გაბრაზდა ლაშას მამა.
-სწორედ ისე ვიქცევი, როგორც თქვენ. მოკლედ, ან ბინას ლაშას ჩუქნით, ან ქორწილი არ იქნება. მორჩა.
-ხედავ, რას აკეთებს? ხედავ, ლაშა? მას შენი ბინა უნდა.
-ლაშა, – მიუბრუნდა თამუნა თავის საქმროს. – შენი გადასაწყვეტია. თუ შენი მშობლების ამ ტყუილს გადაყლაპავ, ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდება.
-თქვენს შორის ისედაც ყველაფერი დასრულებულია! – გამომწვევად შეხედა ლაშას მამამ თამუნას. – ჩვენ ასეთი მერკანტილური რძალი არ გვჭირდება.
-მშვენიერია. მეც არ მჭირდება ასეთი დედამთილ-მამამთილი. ჩემს ხარჯზე სამოთხეში შესვლა, არ გამოგივათ. არავითარი ქორწილი აღარ იქნება!
-შენ კი, – გახედა ლაშას თამუნამ. – ხვალ შენი ნივთები წაიღე! შენ თუ შენს მშობლებს ვერ უმკლავდები და ვერ აკეთებინებ იმას, რასაც დაგპირდნენ, მაშინ ხვალ რა იქნება? მე მათ დაკრულზე არ ვიცეკვებ.
თამუნამ ამაყად დატოვა მათი ბინა.
დედამ ლაშას შეხედა:
-წავიდეს. ჩვენ ის არასოდეს მოგვწონდა. სხვას მოვნახავთ. ვინც ყველაფერს დააფასებს, რასაც მისთვის გავაკეთებთ.
თამუნა სამი წლის შემდეგ გათხოვდა. ეს იყო არ მხოლოდ სიყვარული, არამედ ცივი გათვლაც. მეუღლეებმა მაშინვე შეიძინეს იპოთეკით ერთობლივი ბინა.
ლაშა დღემდე აკეთებს რემონტს მშობლების ბინაში, საკუთარი ხარჯით.