„ჩემთვის თავისუფლებაა მნიშვნელოვანი და არა იპოთეკა!“ უნდა იოცნებო, მაგრამ არ უნდა დაივიწყო საკუთარი პასუხისმგებლობები

149

სამი წლის წინ

-რა ბინა, თიკა? 30 წლის გათხოვილი ქალივით რატომ საუბრობ? 22 წლის ვარ, მე თავისუფლება მჭირდება!

-და თავისუფლებაში მანქანას გულისხმობ?

-მათ შორის მანქანასაც! იპოთეკა კი მოსაწყენია!

თიკა წამით გაჩუმდა და შემდეგ ჰკითხა:

-ანუ ჩემთან ერთად ბინის ყიდვა არ გინდა?

-არა! ფულს მანქანისთვის ვაგროვებდი.

გოგონამ მხრები აიჩეჩა:

-კარგი. ბოლოს და ბოლოს, შენ ჩემი ქმარი არ ხარ, შეგიძლია გააკეთო ის, რაც გსურს.

-და ესეც თავისუფლებაა! – გაიცინა აკაკიმ.

თიკას არ გაუცინია. მანქანაში ამდენი ფულის გადაყრა მისთვის ყველაზე სულელური გადაწყვეტილება იყო მსოფლიოში. სულ სხვა საქმეა საკუთარი ბინა, თანაც დაბალ ფასში.

ცოტა ხნის შემდეგ

-ეს რა არის? – მძიმე შეფუთვა გამოართვა თიკამ აკაკის.

-საბანი მომცა დედამ.

-რისთვის? საბანი გვაქვს.

-იყოს კიდევ ერთი! – მხრები აიჩეჩა მამაკაცმა. – უარს ხომ არ ვეტყოდი?

-ნამდვილად, არა. რა გითხრა დედამ მანქანაზე? გაუხარდა?

-რა თქმა უნდა! მას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის!

-კარგია.

-შენ როგორი დრო გაატარე შენს მშობლებთან?

-ძალიან კარგი. იპოთეკის ნაწილის ვადამდე ადრე დაფარვისთვის ფულს დამპირდნენ.

-ვაუ! ყოჩაღ შენს მშობლებს.

სამი კვირის შემდეგ

შემოსასვლელი კარის საკეტში გასაღები დატრიალდა და თიკა დერეფანში გავარდა.

აკაკი ჩუმად შევიდა. სახეზე ფერი არ ედო.

-სად იყავი? რა მოხდა? რატომ ხარ ჩუმად? სად არის შენი ტელეფონი? რატომ არ პასუხობდი ზარებს და შეტყობინებებს?

-თიკა, ყველაფერი კარგადაა. ხომ ხედავ, რომ ცოცხალი ვარ?

-მაგრამ სახეზე ფერი არ გადევს. რა მოხდა?

-ავარია მომივიდა.

თიკა გაიყინა:

-როგორ? სად?

-რა მნიშვნელობა აქვს? – ხელი გიქნია აკაკიმ. – მე ცოცხალი ვარ.

-და მანქანა?

კაცმა ამოიოხრა:

-ის იღარ არის…

-როგორ?

-თითქმის განადგურებულია. შესაძლოა, სათადარიგო ნაწილებისთვის გამოდგეს.

თიკა ავარიაში მოხვედრილ საყვარელ მამაკაცს ჩაეხუტა:

-კარგია, რომ ცოცხალი გადარჩი.

-კი, მაგრამ ახლა რა უნდა ვქნა?

-იცხოვრო, იმუშაო. დედას დაურეკე?

-არა, რას ამბობ?

-იქნებ, მართალი ხარ.

-ახლა ბორბლების გარეშე ისე ვარ, თითქოს ფეხების გარეშე ვიყო.

-ეს მხოლოდ გეჩვენება.

ერთი კვირის შემდეგ, მანქანის ნარჩენები ავტოფარეხში გადაიტანეს.

პატრონი კი ზომბივით დადიოდა.

როდესაც თიკამ კიდევ ერთხელ მოინდომა განეხილა, თუ რას აპირებდა აკაკი მანქანაში მაქსიმალური თანხის მისაღებად, უცებ გაიგო:

-არავითარი ფული არ იქნება.

-რატომ? სადაზღვევო კომპანია ხომ გადაიხდის? და ის ნაწილებიც, რომლებიც გადარჩა, ალბათ გარკვეული თანხა ღირს.

-ყველაფერი ბანკში წავა!

-ბანკში? – გაუკვირდა თიკას. -რომელ ბანკი?

-იქ, სადაც ვალი მაქვს. თიკა, მე ვალები მაქვს!

-როგორ თუ ვალები? რა ვალები?

-ჩვეულებრივი ვალები. სესხი ავიღე მანქანისთვის!

-რამდენი?

-თითქმის 30 ათასი!

თიკა ჩაფიქრდა:

-ვერ გავიგე… სესხზე არაფერი გითქვამს, რაღაც დანაზოგზე საუბრობდი.

-ისიც მანქანის ყიდვას მოხმარდა, ყველაფერი მანქანას მოხმარდა.

-ანუ ახლა 30 ათასი გმართებს? და თან ჩემთვის არაფერი გითქვამს?

-ამ ვალს გავისტუმრებდი, მაგრამ მანქანის გარეშე… მოტივაცია არ მაქვს.

-ვალის გასტუმრების მოტივაცია? მთლად გაგიჟდი?

-არა, მაგრამ შენც უნდა გამიგო. ახლა ძალიან მიჭირს.

-გიჭირს? აკაკი, შენ ბინის ღირებულების 3/4 ისეთ რამეზე დახარჯე, რაც ახლა შეიძლება ნული ღირდეს. კი არ გიჭრის, ბავშვივით იქცევი. არადა, 25 წლის ხარ!

-შეურაცხყოფას ნუ მაყენებ! ისედაც ცუდად ვგრძნობ თავს!

-როგორ აპირებ ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას?

-ვაპირებ? თუ ვაპირებთ?

-ჩვენ? სამი წლის წინ მითხარი, რომ გიყვარვარ, მაგრამ ცალკე ბიუჯეტი უნდა გვქონოდა. სესხი, უჩემოდ აიღე. და დაბრუნებით, „ჩვენ“ უნდა დავაბრუნოთ?

-ანუ არ გინდა, რომ დამეხმარო?

-ეს როგორ წარმოგიდგენია?

-კრედიტის დასაფარი ფული მაინც მომეცი.

თიკა გაკვირვებული ჩამოჯდა დივანზე:

-ჩემი ფული? შენ?

-დიახ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. მე დაგიბრუნებ. თანდათან!

-აჰ! – ესე იგი, გამოდის, რომ თურმე ტყუილად გითხარი დედაჩემის ფულზე.

-ვალს დავაბრუნებ! მაგრამ უბრალოდ, სანამ გადავიხდი, პროცენტი დაერიცხება. ასე კი…

-ანუ შენ ჩემგან უპროცენტო კრედიტი გინდა, მე კი ჩემი იპოთეკა პროცენტით უნდა გადავიხადო? ამის თქმა გინდოდა?

-რა პროცენტები? შენ ხომ ფასდაკლების პროგრამით იყიდე!

-ცუდად ყოფილხარ ინფორმირებული ჩემს კრედიტთან დაკავშირებით.

-თიკა, უბრალოდ ფული მომეცი.

– არა.

-არა? -ფული გაქვს და არ გინდა, რომ დამეხმარო?

– არა.

-რატომ?

– იმიტომ, რომ ეს შენი პრობლემებია.

-ჰო, მაგრამ ჩვენ თითქმის სამი წელია ერთად ვართ!

-და მთელი ამ ხნის განმავლობაში შენ აკეთებდი იმას, რაც გინდოდა. და როცა გაგიჭირდა, მაშინვე ფულის სათხოვნელად ჩემთან მოხვედი.

-იცი, რაა? მაშინ რა აზრი აქვს ერთად ყოფნას, თუ არ მეხმარები!

თიკა უკვე ადგა:

-მართალი ხარ, ასე უკეთესი იქნება. თხუთმეტი წუთი საკმარისი იქნება შენთვის?

-რისთვის?

-ნივთების ჩასალაგებლად და ჩემი ბინის დასატოვებლად.

-სერიოზულად ამბობ? მაგდებ? ჩემთვის ასეთ რთულ პერიოდში…

-როგორც ჩანს, არაფერი გესმის. მე არ მაინტერესებს შენი პრობლემები.

-მაგრამ სად წავიდე? – თქვა დაბნეულმა აკაკიმ.

-მეგობრებთან, სასტუმროში, სადაც გინდა!

-თიკა, რას აკეთებ? რა სასტუმრო? სად ვიშოვო ფული? რა მეგობრები? ჩემი სახლი აქ არის!

-ეს შენი სახლი აღარ არის.

-ყურებს არ ვუჯერებ!

-ოჰ, კინაღამ დამავიწყდა! დამელოდე! – წამით დაფიქრდა თიკა.

ერთი წუთის შემდეგ მან აკაკის რაღაც შეფუთვა გამოუტანა. – აი!

-ეს რა არის?

-როგორ თუ, რა? თბილი საბანი. დედაშენმა რომ მოგცა, გახსოვს? აიღე, ჯერ კიდევ გაუხსნელია!

-რატომ?

-წასასვლელი არსად გაქვს, ფული არ გაქვს. ღამეს გაათევ ავტოფარეხში ან მანქანაში. სწორედ ამისთვის გამოგადგება საბანი.

-გასაგებია, – უპასუხა დამწუხრებულმა აკაკიმ. – ყველაფერი გავიგე. კარგად იყავი.

შეფუთვა იატაკზე დაეცა.

თიკამ აიღო, სამზარეულოში გავიდა და სანაგვე ურნის გვერდით დადო.

-სხვისი არაფერი გვჭირდება, – ჩაილაპარაკა თითქმის თავისთვის.

ასე დაშორდნენ ისინი, ვინც ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ განსხვავებული ცხოვრებისეული მიზნები ჰქონდათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს