ნამდვილი გემრიელი კივის გაზრდა ფანჯრის რაფაზე – მარტივია! აი, როგორ უნდა მოიქცეთ. 

2873

კივის გაზრდა არა მხოლოდ რეალური, არამედ სასიამოვნოა და დიდ ხარჯს არ მოითხოვს. თქვენ უბრალოდ უახლოეს სურსათის მაღაზიაში ყველაზე მწიფე კივი უნდა შეარჩიოთ. ის რბილი და ხარვეზების გარეშე უნდა იყოს. კივის რამდენიმე პოპულარული ჯიში არსებობს, მაგრამ ყველა მათგანის გაზრდა და განვითარება სახლის პირობებში არ შეუძლიათ. 

კივს ძალიან უყვარს სინათლე და სითბო, ამიტომ მის დასარგავად და გასაზრდელად მზიანი ფანჯრის რაფაზე გამოყავით ადგილი, ორპირი ქარის გარეშე. დასათესად საუკეთესო დროა მარტიდან მაისამდე.

როგორ გავზარდოთ კივი სახლის პირობებში

გარეცხეთ ხილი და რამდენიმე ნაწილად დაჭერით. რბილობი დასრისეთ. მიღებული ფაფა თბილი წყლით სავსე ჭიქაში ჩადეთ, აურიეთ და ცოტა გაგრილება აცადეთ. 

კარგად გარეცხეთ, ისე რომ რბილობი მოაშოროთ და თესლები დარჩეს. თესლები სალფეთქზე ან ქაღალდის ხელსახოცზე დადეთ და გააშრეთ. 2-4 საათის შემდეგ კივის თესლები ბინტში ან ნაჭერში გაახვიეთ და თეფშზე დადეთ. დაუმატეთ ცოტა ცხელი წყალი ისე, რომ მან თესლი გაჟღინთოს ისე, რომ თეფშის დახრის დროს წყალი არ გადმოიღვაროს. 

თესლს თხელი ფენა დააფარეთ და თბილ მზიან ადგილას დადგით. ღამით ფენა გადახსენით ან საერთოდ მოაშორეთ. დილით საჭირო რაოდენობის წყალი დაასხით. 7-10 წუთის შემდეგ კივის თესლები გაღვივდება.

აირჩიეთ მცენარის შესაბამისი ქოთანი. უმჯობესია თუ ტროპიკული ლიანისთვის განკუთვნილ გამზადებულ ნიადაგს გამოიყენებთ. წყლის აბანოში ორი საათის განმავლობაში გააჩერეთ. 5-10 მმ-ს დაშორებით 2-3 თესლი დარგეთ. მსუბუქად მიწით დაფარეთ. დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი და ქსოვილით მჭიდროდ შეახვიეთ. ქოთანი თბილ მზიან ადგილას დადეთ. 

3-6 დღის შემდეგ პირველი აღმონაცენი გამოჩნდება. უპერსპექტივო და არასასურველი საწყისები უკვე ამ ეტაპზე მოიშორეთ. მორწყეთ ზომიერად და მხოლოდ მდგრადი წყლით. ზამთარში, კივის ზრდის პროცესი ნელდება და თვეში 2-3-ჯერ მორწყვა საკმარისია. ვეგეტაციის პერიოდში (გაზაფხული და ზაფხული) მცენარეებს უფრო მეტი ტენი სჭირდებათ, ასე რომ თქვენ უფრო ხშირად, კვირაში 2-ჯერ უნდა მორწყათ. გარდა ამისა, ცხელ ზაფხულში კივი უნდა დანამოთ. 

რეგულარულად გამოახშირეთ მცენარე, რომ მათ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. საწყის ეტაპზე შეგიძლიათ უბრალოდ მიწიდან ამოიღოთ. მოგვიანებით უმჯობესია ასე არ მოიქცეთ, რადგან კივის ფესვების სისტემა ძალიან სწრაფად იზრდება. ყველაზე სწორი ვარიანტი არასასურველი წამონაზარდის გადაჭრა იქნება. 

როცა მცენარე 10-12 სმ-ს მიაღწევს, ცალკე ქოთანში გადარგეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, მათი განვითარება შენელდება. კარგ პირობებში ყვავილები და ნაყოფი მე-3 და მე-4 წელს გამოდის.

თავად სცადეთ კივის სახლში გაზრდის მეთოდი და ეს ტროპიკული მცენარე ყოველდღე გულს გაგიხარებთ. რამდენიმე წელში მისი ნაყოფითაც პირს ჩაიტკბარუნებთ!

უამბეთ მეგობრებს, თუ სახლის პირობებში ნამდვილი ტროპიკული მცენარე როგორ გაზარდოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს