რა შეიძლება იყოს კიტრის გაყვითლების მიზეზი და როგორ გადავარჩინოთ

342

წელს ბევრი კიტრი მასიურად გაყვითლდა. ზოგიერთ ფორუმზე გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამაში დამნაშავე წელს გაზრდილი რადიაციაა. ასეა? რა თქმა უნდა, ყველა კულტურა არ მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, მაგრამ კიტრი – ნამდვილად. ყველაზე პოპულარული ბოსტნეული (პომიდორთან და ყაბაყთან ერთად), მაგრამ არა სიურპრიზების გარეშე. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოაგვაროთ პრობლემები, რომელთაც ადრე თუ გვიან ყველა მებოსტნე აწყდება. კერძოდ: რით დავამუშაოთ გაყვითლებული კიტრი და ნამდვილად გამოწვეულია თუ არა ეს გაზრდილი რადიაციით?

თუ მცოცავი მცენარის ფოთლები მოღალატურად ყვითლდება, უნდა იჩქაროთ. რაც უფრო სწრაფად ატეხავ განგაშს, მით უკეთესი. ეს ნიშანი სიგნალია, რომ მოსავალი შეიძლება მთლიანად დაიკარგოს. რადიკალი ბოტანიკოსები გვირჩევენ, გაყვითლებული კვლების მოშორებას და ახლის დარგვას. მაგრამ რა საჭიროა, თუ სიტუაციის გამოსწორება შეიძლება? მთავარია, მიზეზი დაადგინოთ.

რით დავამუშაოთ გაყვითლებული კიტრი მოსავლის გადასარჩენად?

პირველ რიგში, საქმე ყოველთვის დამუშავებაში არ არის. გარკვეულ როლს თამაშობს არა მხოლოდ ფოთლების და ნაყოფის ფერი, არამედ ლაქების მდებარეობა. სწორედ ასე შეძლებთ განსაზღვროთ, რა ხდება მცენარეზე.

რა ემართება კიტრს, როდესაც ვერ იღებს საკმარის წყალს?

ნათელი ფაქტი: ყველაზე გაუმაძღარი სტუმარია თქვენს კვლებში. მოხმარებული წყლის რაოდენობით მხოლოდ რამდენიმე კულტურა თუ შეედრება. მაშინაც კი, თუ კიტრის ფოთლები არ ყვითლდება, სათანადოდ უნდა დააფასოთ. არასაკმარისმა მორწყვამ ნაყოფი საკვებად უვარგისი შეიძლება გახადოს, ძალიან მწარე იქნება.

სიცხემ ფოჩები შეიძლება გამოაშროს და ამ შემთხვევაში წესი უნდა დაიცვათ. მშრალ დღეებში კიტრი ყოველ დილით ან გვიან საღამოს მორწყეთ. დამწყებმა მებოსტნემაც იცის, რომ წყალი მზის პირდაპირ შუქზე არ უნდა დარჩეს. მცენარის დაწვის რისკი არსებობს (წვეთები ლინზებივით მოქმედებს), ასევე ნაკლებად ეფექტურია, რადგან წყალი სწრაფად ორთქლდება.

სასუქის დეფიციტი კიტრის მოყვანისას

სინამდვილეში, როგორც წყალთან, ასევე სასუქთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარება მარტივია. სასუქის შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივია: ყვითელი ფერი განიშნებთ, რა აკლია ბოსტნეულს.

  1. თუ კიტრზე მხოლოდ ფოთლების ძარღვები ყვითლდება, გოგირდი და აზოტი აკლია.
  2. თუ ახალგაზრდა ახალი ფოთლებიც წვნიანობას კარგავს და ყვითლდება, მოლიბდენი აკლია.
  3. თუ მთელი ფოჩი ყვითლდება და მისი ბოლოები იხვევა, მაგნიუმი სჭირდება.
  4. თუ მხოლოდ წვერები ყვითლდება, კალციუმის დამატების დროა.

ყვითლდება კიტრი რადიაციისგან?

წელს მოსავალი ნამდვილად მძიმე პერიოდს გადის. ბევრი მებოსტნე ფიქრობს, რომ საქმე გაზრდილ რადიაციაშია. ეკოლოგიური სიტუაცია საუკეთესოს სურვილს ტოვებს. სინამდვილეში, საქმე ანთროპოგენურ გავლენას არ ეხება, ყველაფერი გაცილებით მარტივია.

წელს კლიმატის ცვლილებების და მზის აფეთქებების დიდი რაოდენობის გამო რადიაცია ნამდვილად გაიზარდა. კერძოდ, ულტრაიისფერი გამოსხივება. ასეთ სიცხეში და ნაკლებ ღრუბლებში ფოთლები მზის დამწვრობისგან იტანჯება. ეს კი გაყვითლებას იწვევს. სამწუხაროდ, მხოლოდ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცვა დაგეხმარებათ. გამოგადგებათ ბოსტნის ბადე, რომელიც სინათლეს ნაკლებად ინტენსიურს გახდის.

კიტრისთვის საშიში მავნებლები და ინფექციები

ტკიპების გაჩენის ალბათობა არავის გაუუქმებია. სამწუხაროდ, ერთადერთი უბედურება არ არის, რომლისგანაც კიტრი უნდა დაიცვათ. რა თქმა უნდა, ნერგები შეგიძლიათ დაამუშაოთ. ზოგი ფიქრობს, რომ უმჯობესია დაზიანებული ნაკვეთის განადგურება, ნარჩენების გადაყრა და ტკიპებთან საქმე არ დაიჭიროს. მაშინაც კი, თუ ყველა ნარგავს გაანადგურებთ და არ დაამუშავებთ, მომავალ ნერგებზე სიტუაცია გამეორდება.

სწორედ ამიტომ, ნაკვეთი ინსექტიციდით კარგად უნდა დაამუშაოთ. ასევე მნიშვნელოვანია თავიდან აიცილოთ ზედმეტი სიმშრალე, რომელიც ტკიპებს ძალიან უყვართ.

როგორ მოვუაროთ ყვითელ კიტრს?

არსებობს რამდენიმე ბუნებრივი საშუალება, რომელსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. ნაყიდ ქიმიკატებზე უფრო უსაფრთხოა, ამასთან ეფექტური.

  1. პურის სასუქი იოდით. თეთრი პური წყლით სავსე ვედროში მთელი ღამე გააჩერეთ, დილით რბილობი ხელით მოზილეთ. მიღებულ ფაფას 30 წვეთი იოდი დაუმატეთ. ნარევი საკმარისია 10 ლიტრი ხსნარისთვის, რომლითაც კვლები ფრთხილად უნდა დაამუშაოთ, შესხურების მეთოდით. ორ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  2. ხახვის ნაყენი. 100 გრამ ხახვის ფურცლებს დაასხით 5 ლიტრი წყალი, თავსახური დაახურეთ და რამდენიმე საათი ხარშეთ. მიღებული ნახარში რამდენიმე დღით სიბნელეში გააჩერეთ. შემდეგ ყოველ 5 დღეში ერთხელ კიტრის შესასხურებლად გამოიყენეთ.
  3. მანგანუმის ხსნარი. ხელს უწყობს დაავადებების თავიდან აცილებას. 3 გრამი მანგანუმი 10 ლიტრ წყალში გააზავეთ და ორ კვირაში ერთხელ შესხურებისთვის გამოიყენეთ.

წელს ძლიერი სიცხე და მშრალი ამინდია, ამიტომ ფოთლების გაყვითლების ყველაზე გავრცელებულ მიზეზად მზის დამწვრობა და მორწყვის დეფიციტი რჩება. არ დაგავიწყდეთ, შეამოწმოთ კვლები ტკიპების არსებობაზე. კიტრის გამოკვებაც ზედმეტი არ იქნება, ეს მოსავლიანობას გაზრდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს