რჩევები გამოცდილი მებოსტნისგან, რომელიც კიტრის მოსავლით ამაყობს

187

ამინდის მიუხედავად, მებოსტნე ყოველთვის დაინტერესდება თემით, როგორ დარგოს რამდენიმე ახალი მცენარე სწორად და მომგებიანად. ნამდვილი ფურორია მოსალოდნელი, თუ საკითხი კიტრის მორწყვას ეხება. რომელია უკეთესია, წვეთოვანი თუ ჭავლური მორწყვა, ქიმია გამოვიყენოთ თუ თავი შევიკავოთ? ფესვებთან მოვრწყოთ თუ ფოთლებზე შევჩერდეთ?

უფროსი თაობა დარწმუნებულია, რომ კიტრის მოვლა სარეველას გაზრდას ჰგავს. საკმარისია, დათესოთ, ცოტა წყალი დაასხათ და თავისით გაიზრდება. თუ მოსავალი არ იქნება, ვერაფერს გახდებით, ხდება ხოლმე. გამოდის, ასეთი წელი იყო. ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი. „პაპარაცი“ გთავაზობთ აქტუალურ ინფორმაციას, როგორ უნდა გაზარდოთ კიტრი უხვი და ჯანსაღი მოსავლის მისაღებად, მეცნიერული მეთოდების გამოყენებით. შეცდომების და წარუმატებლობის თავიდან აცილებით. თუ აპირებთ, რამე გააკეთოთ, სწორად გააკეთეთ!

კიტრის დამუშავება

რატომღაც მოყვარულ მებოსტნეებს შორის გავრცელებულია არასწორი მოსაზრება, რომ კიტრი უპრეტენზიო და ძალიან გამძლე მცენარეა. თითქოს ნებისმიერ შემთხვევაში იძლევა ნაყოფს, უბრალოდ რამდენიმე ძირითადი მოქმედება უნდა შევასრულოთ. თითქოს კიტრი ყაბაყის მსგავსი იყოს. აი ეს ყველაფერი სისულელეა.

დიახ, მასში სიმართლის მარცვალი არის. კიტრი ნამდვილად გაიზრდება, მაგრამ იცით, რამდენი ნაყოფი უნდა იყოს ერთ ბუჩქზე? გიპასუხებთ. ერთი ბუჩქიდან მინიმუმ 8 კგ მოსავალი უნდა აიღოთ. მაგალითად, ერთ სეზონზე ათი ბუჩქიდან უნდა მიიღოთ მინიმუმ 80 კგ მოსავალი! გამოცდილი მებოსტნეები სეზონზე 10 ბუჩქიდან 120 კგ მოსავალსაც იღებენ! სხვათა შორის, მათთან სეზონი დაახლოებით 60 დღე გრძელდება. თქვენც იღებთ ასეთ მოსავალს? გილოცავთ, პროფესიონალი ხართ.

სხვებს კი ვურჩევთ, ცოდნა გაიღრმავონ და საქმეს სერიოზულად მიუდგნენ. ეს არ არის კვანტური ფიზიკა, საჭიროა ცოტა თეორია და მეტი პრაქტიკა. კიტრს ისევ სჭირდება მოვლა, როგორც სხვა ნაყოფიერ მცენარეს. თუ ყურადღებას მოაკლებთ, რეაგირებას მოახდენს. სხვათა შორის, კიტრის გარეგნობა ერთ საათზე ნაკლებ დროში შეიძლება შეიცვალოს. საშინლად ჟღერს, მაგრამ გამოცდილმა მებოსტნემ კარგად იცის, რომ მცენარე, რომელმაც სტრესი გადაიტანა, კარგ მოსავალს ვერ გამოიღებს.

რაც შეეხება, კიტრის ჯიშებს. ძველისძველი კითხვა, რომელი ჯიშის კიტრი არის საუკეთესო. მოცლილ ხალხს ამ თემაზე დისკუსია ძალიან უყვარს. სამწუხაროა, რომ არავინ ითვალისწინებს ტერიტორიის ტემპერატურას, ნიადაგის თავისებურებებს, მორწყვის შესაძლებლობას და ა.შ. სამაგიეროდ, საკამათოდ ყოველთვის მზად არიან. არადა არსებობს ადრეული, გვიანი ჯიშები, ვიზუალურად განსხვავებული ჯიშები, საკონსერვო, სასალათე, გვალვაგამძლე, ყინვაგამძლე ჯიშები და ისეთი ჯიშიც, რომელიც დიდხანს იძლევა ნაყოფს. მაშ, რომელია საუკეთესო?!

მოყვარული მებოსტნეების კიდევ ერთი შეცდომაა კიტრთან ექიმბაშობა. იმ ექიმის გაგებით, რომელიც სვამს დიაგნოზს გარეგნობის მიხედვით. „გაყვითლებული ფოთლები? ის ხომ დაიწვა!“ არა, კიტრი ძირითადად წყლისგან შედგება. ხოლო სათბურებში ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე ჰაერში, მაგრამ არაფერია, იზრდებიან, მწვანდებიან. იქნებ, პრობლემა რაიმე სახის დაავადებაშია? უნდა გაარკვიოთ და არა იმკითხაოთ.

თუ მცენარის გამოკვებას აპირებთ, გონივრულად უნდა იმოქმედოთ. უნდა იცოდეთ, რა უნდა შეასხუროთ კიტრს და როდის. ჯერ გაარკვიეთ მიწის მჟავიანობა, ანალიზები ჩაატარეთ. მიღებული მონაცემების საფუძველზე აირჩიეთ, რა მოუხდება კიტრს ყველაზე მეტად. კიტრისთვის კვება და ქიმია იგივეა, როგორც ჩვენთვის წამალი აფთიაქიდან. თუ არ იცით, რა სჭირს პაციენტს, სურდოს მქონე ადამიანს ჩასახვის საწინააღმდეგო აბი შეიძლება მისცეთ. ასე რომ, უნდა დაფიქრდეთ, სანამ მცენარის გამოკვებას გადაწყვეტთ.

კიტრი სწორად უნდა მორწყოთ. საინტერესო ფაქტი: ზრდასრულ ბუჩქს დაახლოებით 10 ლიტრი წყალი სჭირდება კილოგრამი კიტრის მოსაყვანად. საინტერესოა, რომ მცენარეს ურჩევნია ბევრი სითხის მიღება არა ფესვებიდან, არამედ ზედაპირულად. ფოთლებიდან და ღეროებიდან. გამოდის, რომ მცენარის დანამვა და ზემოდან მორწყვა ხშირად მოგიწევთ. თუ ხარისხიანი მოსავლის მიღება გსურთ, ასე უნდა გააკეთოთ. მიწაც ჰაერს უნდა ატარებდეს. კიდევ ერთი მიზეზია, რომ ბუჩქის ქვეშ „ჭაობი“ არ გააკეთოთ.

ისწავლეთ ბუჩქის ფორმირება. მხოლოდ სილამაზეზე არ უნდა იზრუნოთ, რომ წარმატებული ფოტო გადაიღოთ. მაქსიმალურად ვერტიკალურად მოაწყვეთ, რომ მეტი დაეტიოს. ამის გაკეთების მრავალი გზა არსებობს. გირჩევთ, ამ თემაზე შესაფერისი ვიდეო მოძებნოთ, ასე უფრო თვალსაჩინო იქნება.

კიდევ რამდენიმე რჩევა წვრილმან საკითხზე. კიტრისთვის ყველა „ინსტრუმენტი“ წინასწარ შეიძინეთ. მოგვიანებით არ მოგიწევთ სირბილი და იაფი შემცვლელის ძებნა. ბოძები, თოკები, ბადეები, ნიჩბები და სხვა ნივთები ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეს. ასე კიტრის გაზრდა ნამდვილ სიამოვნებას მოგიტანთ. მის გარეშე კი აგარაკზე საქმიანობა შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში, მოგიწევთ დაფიქრება, ხომ არ ღირს კიტრის ყიდვა მაღაზიაში?

კიტრის მოყვანა დიდ ყურადღებას და ზრუნვას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ძალისხმევად ღირს. ნიადაგის სწორად მომზადება, დროულად დათესვა, რეგულარული მოვლა, მორწყვა და შესხურება ჯანსაღი და გემრიელი ნაყოფის მიღებაში დაგეხმარებათ. უნდა იცოდეთ, რა შეასხუროთ კიტრს და როდის. ამ რეკომენდაციების დაცვით, გაზრდით კიტრის მდიდარ მოსავალს და მთელი სეზონი ახალი კიტრით ისიამოვნებთ. მცენარე რეგულარულად შეამოწმეთ, რომ მავნებლის ან დაავადების გამოჩენაზე დროულად იმოქმედოთ. ასე თქვენი ბოსტანი ყოველთვის გაგახარებთ უხვი მოსავლით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს