დღეს-დღეობით უმაღლესი დონის მეცნიერებიც კი არ გამორიცხავენ პარანორმალური მოვლენების არსებობას… ისტორიას ახსოვს უამრავი შემთხვევა, როდესაც ერთი შეხედვით ყველაზე უბრალო ნივთებიც კი გაუგებრობის, სერიოზული პრობლემებისა და ხშირ შემთხვევებში მათი მფლობელების სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. დღეს ჩვენ გთავაზობთ 25 ნივთს, რომელთა ისტორიის წაკითხვის შემდეგ დაგბურძგლავთ!
20. ბოშური თოჯინა ლეტტა
თოჯინა სახელად ლეტა დაამზადა 200 წლის წინათ რუმინეთში ბოშა ქალმა საკუთარი შვილისთვის, რომელიც მომავალში დაიხრჩო. ითვლება, რომ ბიჭის სული ამ თოჯინაში ჩასახლდა და დღემდე იქ ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ უბედური შემთხვევები ამ თოჯინის გამო არ დაფიქსირებულა, იგი პარანორმალურ აურას ფლობს… მაგალითად, როდესაც თოჯინა გამოაქვთ ქუჩაში, მომენტალურად იწყება წვიმა, ძაღლები ვერ იტანენ მას და მუდმივად ცდილობენ, რომ თავს დაესხან, ხოლო ადამიანები მის გარშემო განიცდიან შიშსა და მოწყენილობას. მეტიც, ეს თოჯინა პერიოდულად დამოუკიდებლად მოძრაობს და პოზებს იცვლის…
