გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პრობლემის გამკლავებაა შესაძლებელი, თუკი ამას თქვენ მოინდომებთ… უძილობის დამარცხება ძალზედ მარტივია, თუ იცით მისი გამომწვევი მიზეზები. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ღრმა, ტკბილი ძილი გარანტირებული გაქვთ.
1. ნათელი შუქი
თუ თქვენ დაიძინებთ ოთახში, რომელშიც ბევრი სინათლეა, თქვენი ორგანიზმი უბრალოდ ვერ განეწყობა დასაძინებლად. უკეთესი იქნება, თუ მაქსიმალურად ჩააბნელებთ საძინებელ ოთახს და ასევე გაითვალისწინეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ოთახში ჩართული კომპიუტერის ეკრანი!
2. ალკოჰოლი
ალკოჰოლური სასმელების ხშირად მიღება ხელს უშლის ორგანიზმს ძილის ჰორმონის, მელატონინის გამომუშავებაში. შეზღუდეთ მიღებული ალკოჰოლური სასმლის დოზა და შედეგს ძალიან მალე იგრძნობთ…
3. კოფეინი
ყავისა და ძლიერი ჩაის დალევა მიზანშეწონილია მხოლოდ დილით. საღამოს პერიოდში ერთი ფინჯანი ყავის დალევა შესაძლოა სანანებელი გაგიხდეთ და ტკბილი, მშვიდი ძილი რამდენიმე საათით გადაიდოს… ჩვენი რჩევა იქნება მოერიდოთ გვიან კოფეინის შემცველი სასმელების მიღებას.
4. დღე დაძინება
არსებობს ადამიანების ის კატეგორია, რომელთაც დღის მანძილზე გამოძინება უყვართ, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს ძალზედ მავნებელია თქვენი ორგანიზმისთვის. ამ ფაქტმა შესაძლებელია ინსომიამდე, ქრონიკულ უძილობამდე მიგვიყვანოს. ასე, რომ ჩვენი რჩევა იქნება გაეშუროთ დასაძინენებლად დროულად და ადგეთ დილით თავის დროზე…
5. სპორტი
არ არსებობს ორი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სპორტი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ თქვენ უძილობა გჭირთ, მაშინ გირჩევთ მოერიდოთ საღამოს საათებში ვარჯიშს, რადგან ამ დროს მთელი ორგანიზმი აქტივირდება და იგი სიფხიზლის რეჟიმზე გადადის.
6. ცხელი ოთახი
როდესაც გცხელათ, დაძინება გაცილებით რთულია. სწორედ ამიტომ გირჩევთ დაძინებიდან რამდენიმე წუთით ადრე გაანიავოთ თქვენი საძინებელი ოთახი და აკონტროლოთ ტემპერატურა. მოერიდეთ თბილ ღამის საცვლებსა და საბნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე ეს შესაძლებელია თქვენი უძილობის მიზეზად იქცეს.
7. ღამის ცხოვრება
თუ თქვენ ცხოვრობთ ღამის ცხოვრებით, რაშიც იგულისხმება გვიან დაძინება და შუადღეს გვიან გაღვიძება, თქვენ გიქვეითდებათ ბიორიტმები. ეს პროცესი თქვენს ორგანიზმს ხელს უშლის კარგად გამოძინებაში და მთელი დღის მანძილზე არაფხიზლად გრძნობთ თავს. ღამის ცხოვრების სტილმა შესაძლოა საბოლოოდ ქრონიკულ უძილობამდეც კი მიგვიყვანოს.
8. ხმაური
დაძინებისას თქვენს ორგანიზმს აუცილებლად ესაჭიროება სიმშვიდე და სიწყნარე… ხმაური და აურზაური დიდი შანსია თქვენი უძილობის მიზეზად იქცეს.
9. ინტერნეტზე დამოკიდებულება
სოციალურ ქსელში მუდმივად შეტყობინებების შემოწმებამ დიდი შანსია უძილობამდე მიგვიყვანოს. მიეჩვიეთ ხელში მობილური ტელეფონის ჭერის გარეშე ჩაძინებას. საერთოდ ეცადეთ თქვენს საძინებელ ოთახში რაც შეიძლება ნაკლები ელექტრონული მოწყობილობა იყოს.
10. მკვრივი საკვები
ნუ შეჭამთ ღამით. რთულად მოსანელებელი საკვების გადამუშავება ორგანიზმის ყველა სხა საჭირო პროცესს სწყვიტავს, მათ შორის ძილსაც.
11. აღგზნებული მდგომარეობა
გაღიზიანება, სტრესი, დეპრესია, შფოთვა და ა.შ. ყოველივე ეს ძალიან კარგად ესმის თანამედროვე ადამიანს. თუ გრძნობთ, რომ თქვენი ნერვული სისტემა გადატვირთულია, აუცილებლად მიმართედ გარკვეულ ზომებს იმისათვის, რომ დაიძინოთ მშვიდად. აბაზანა სპეციალური ბალახებით, ვალერიანი ან მცენარეული დამამშვიდებლები აუცილებლად შეძლებენ თქვენს დახმარებას…
გისურვებთ წარმატებებს!