2015 წლის 25 აპრილს ნეპალში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი მიწისძვრა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 3000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სპეციალისტების პროგნოზებით უახლოეს მომავალში ნეპალის მოსახლეობას კლვავ მოუწევს რამდენიმე ბიძგის გადატანა… სწორედ ამ ფაქტან დაკავშირებით ჩვენ შევკრიბეთ ცნობები კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე მძლავრი და გამანადგურებელი მიძისძვრების შესახებ. მაშ ასე დავიწყოთ:
8. სიჩუანი, ჩინეთი
2008 წლის 8 მაისს ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მოხტა 8 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა. ეს სეისმური აქტივობა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი მოქმედება იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებზეც კი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით დაღუპული ადამიანების რიცხვი შეადგენს 69 197 ადამიანს. ძლიერ დაშავდა 374 176 და უკვალოდ დაიკარგა 18 222 ადამიანი. ჩინეთის მთავრობამ გამოყო 1 ტრილიონი იუნი, რაც 146,5 მილიარდი ამერიკული დოლარის ექვივალენტია, რათა სრულიად აღედგინათ რაიონები, რომლებიც დაზარალდნენ ამ მიწისძვრის შედეგად.