თუ სერიოზულად ზრუნავთ საკუთარ ჯანმრთლობაზე, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შემოწმდეთ გინეკოლოგთან, ჩააბაროთ აუცილებელი სისხლისა და ნაცხის ანალიზები. ასევე, კარგი იქნება იმის ცოდნაც, თუ რას გვეტყოდნენ ეს ექიმები, რომ არ რცხვენოდეთ.
1. ნუ იდარდებთ ეპილაციაზე ვიზიტის წინ
მეან-გინეკოლოგი, საშუალოდ, ერთი პაციენტის დათვალიერებაზე 7-11 წუთს ხარჯავს და ინტიმური ადგილის გარშემო წამოზრდილი თმა ბოლოა, რაც მას აინტერესებს. აი, ეპილაციის ზედმეტი სეანსი კი შეიძლება უსიამოვნებით დასრულდეს: მიკროტრავმები და ნახეთქები, რომლებიც ყველაზე ნაზი პროცედურის შემდეგაც კი წარმოიქმნება, შეიძლება ინფექციის კერად იქცეს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ნუ დააყენებთ ჯანმრთელობას გაუმართლებელი რისკის ქვეშ.
2. ნუ გააუქმებთ ექიმთან ვიზიტს მენსტრუაციის გამო
ქალების უმეტესობა ვიზიტს გააუქმებენ და არ წავლენ გინეკოლოგიურ შემოწმებაზე უეცრად დაწყებული მენსტრუაციის პირველ დღეს, რაც უაზრობაა. რეალურად, მენსტრუაცია ხელს არ უშლის დატვალიერებას და არ მოქმედებს ნაცხის შედეგებზე, პრაქტიკულად ყველა გინეკოლოგს აქვს მშობიარობის მიღების გამოცდილება და უფრო სერიოზული რამაც უნახავთ, ვიდრე რამდენიმე წვეთი სისხლია. აი დროული შემოქმება და თავიდანვე დასმული დიაგნოზი კი გაცილებით მნიშვნელოვანია.
3. არასდროს დაინიშნოთ მკურნალობა დამოუკიდებლად
კანდიდოზი, სოკოვანი ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია – მათი სიმპტომები მსგავსია, თუმცა, სწორი მკურნალობის შერჩევა მხოლოდ ექიმს შეუძლია. ხოლო თუ არასწორ პრეპარატებს მიიღებთ, დაავადების მიმდინარეობა გაუარესდება და სერიოზულ გართულებებსაც გამოიწვევს, შესაძლოა, შეუქცევადსაც კი. არ გარისკოთ.
4. უთხარით ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ
მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ანტიდეპრესანტები ან გუშინ მიღებული ასპირინი არ მოქმედებს რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობაზე, მაინც უთხარით ექიმს, რომელ აბებს იღებთ რეგულარულად თუ პერიოდულად. ნებისმიერი პრეპარატი ახდენს გავლენას კონტრაცეპტივების, ანტიბიოტიკების მოქმედებასა და თქვენი ანალიზების შედეგებზეც კი, შედეგად, ექიმი გამრუდებულ სურათს იღებს და ვერ ნიშანვს სწორ მკურნალობას.
5. ნუ ეძებთ თქვენს სიმპტომებს ინტერნეტში
ექიმებს არაფერი სძულთ “ექიმ გუგლზე” მეტად. არამგონია შეძლოთ სწორი დიაგნოზის დასმა და, მითუმეტეს, მკურნალობის დანიშნვა დამოუკიდებლად, აი, შეშინებით კი ნამდვილად შეგეშინდებათ. გახსოვდეთ, რომ ერთი და იგივე სიმპტომი შეიძლება ათობით სხვადასხვა მდგომარეობისთვის იყოს დამახასიათებელი – იქნება ეს ყველაზე უწყინარი თუ ყველაზე სერიოზული მდგომარეობა.
6. არ გამოიყენოთ ინტიმიური ჰიგიენის არომატიზებული საშუალებები
არომატიზებული საფენები, დეზოდორანტი სპრეები და სხვა საშუალებები, რომლებიც “იქ” სასიამოვნო არომატს გპირდებათ – ძალიან შორს გადადეთ და აღარასდროს შეიძინოთ. ასეთი საშუალებების გამოყენებას სერიოზული ინფექციის გამოწვევა და ბუნებრივი მიკროფლორის ბალანსის დარღვევა შეუძლია.