5 ოთახის მცენარე, რომელიც ატენიანებს ჰაერს ბინაში

590

ზამთრის დადგომასთან ერთად კანს დამატებითი მოვლა სჭირდება. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. ესაა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, ვიტამინების დეფიციტი და, რა თქმა უნდა, გათბობის სეზონი. ჰაერი შრება, მასთან ერთად კანსაც სჭირდება დამატებითი დატენიანება. ძვირადღირებული ტექნიკის ყიდვა საჭირო არ არის. გიამბობთ, რომელი მცენარე ატენიანებს ჰაერს ოთახში.

მშრალი კანი ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელსაც არასაკმარისად დატენიანებული ჰაერი იწვევს. სუსტი სისხლძარღვების მქონე ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ თავბრუსხვევა ან ცხვირიდან სისხლდენა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური დამატენიანებელი, მაგრამ რა საჭიროა ფულის დახარჯვა, თუ არსებობს მცენარე, რომელიც ჰაერს ატენიანებს. ეს ნატურალური და ლამაზი მეთოდია მშრალი ჰაერის საწინააღმდეგოდ.

რომელი მცენარე ატენიანებს ჰაერს სახლში: 5 ნატურალური დამატენიანებელი

3. სანსევიერია


ეს მცენარე აქტიურად გამოყოფს ტენს ღამით. არ შეგაშინოთ სანსევიერიას სხვა სახელებმა: „სიდედრის ენა“, „მგლის კუდი“, „ქარიყლაპიას კუდი“, „გველის ტყავი“. მცენარეს ასე შეარქვეს ფოთლების გარეგანი ფორმის და ფერის გამო. მცენარე ძალიან საინტერესოდ და შთამბეჭდავად გამოიყურება ინტერიერში. რამდენიმე ასეთი მცენარე სახლის სხვადასხვა კუთხეში ადვილად ჩაანაცვლებს ჰაერის დამატენიანებელს.


დაგვეთანხმეთ, რამდენიმე ოთახის მცენარის ყიდვა უფრო ჯანსაღი და ლამაზი მეთოდია ბინაში მშრალი ჰაერის პრობლემის მოსაგვარებლად. გარდა ამისა, ზაფხულში კარადაში ან საკუჭნაოში შენახვა არ მოგიწევთ, როგორც ჰაერის დამატენიანებლის შემთხვევაში. მთელი წელი თვალს გაახარებს.