წლების გასვლასთან ერთად, ადამიანის კანი კარგავს თავის პირვანდელ ელასტიურობას და ახალგაზრდულ იერს. ეს ხდება კოლაგენის დაკარგვის გამო. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გაიკეთოთ ბოტოქსის ინიექციები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, ძვირადღირებული და მტკივნეული პროცედურის ნაცვლად, ბევრად უკეთესია სახლური ჟელატინის ნიღბების გამოყენება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ ნიღბების საუკეთესო რეცეპტებს გაგიზიარებთ.
ეფექტური ჟელატინის ნიღბები ნაოჭების საწინააღმდეგოდ
ჩვეულებრივი ჟელატინი სინამდვილეში იგივე კოლაგენისგან შედგება. გარდა ამისა, ეს ნივთიერება შეიცავს სხვა მიკროელემენტებსა და ვიტამინებს, რომლებიც აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას. დღევანდელ სტატიაში გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ სახლური ჟელატინის ნიღბები მაქსიმალური გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მისაღებად.
სახლური ჟელატინის ნიღბების რეცეპტები
ნიღაბი ბანანის პიურესთან ერთად
- 1. ჯერ მოამზადეთ ჟელატინი. ამისთვის ფხვნილი დაალბეთ თბილ წყალში 1:5 პროპორციით. იმისთვის, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს, გამოიყენეთ ორთქლის აბაზანა. ურიეთ ისე, რომ გორგლები არ დარჩეს.
- 2. ამასობაში, სანამ ჟელატინი ლბება, ჩანგლით დაჭყლიტეთ მწიფე ბანანი. 1 ს.კ. ხილის პიურე შეურიეთ ჟელატინს და კარგად აურიეთ, რომ ყველა ინგრედიენტი თანაბრად გადანაწილდეს. წაისვით ნიღაბი გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ უბრალოდ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- 3. ეს საშუალება ხელს შეუწყობს კანის აჭიმვას და საჭირო მიკროელემენტებითა და კოლაგენით გაჯერებას. ნაოჭების გასწორების გარდა, ნიღაბს შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტიც გააჩნია.
ნიღაბი კანის ლიფტინგისთვის 40 წლის შემდეგ (გლიცერინით)
- 1. მოამზადეთ ჟელატინის ბაზა ისევე, როგორც წინა რეცეპტში. უბრალოდ, ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად, გამოიყენეთ მინერალური წყალი. საკმარისი იქნება მხოლოდ 2 ს/კ. ჟელატინის ფხვნილი. ბაზას დაუმატეთ 4 ს/კ. თხევადი გლიცერინი და 2 ს.კ. თაფლი. კომპონენტების ერთგვაროვან მასაში შერევის უზრუნველსაყოფად, ნიღაბი მოათავსეთ ორთქლის აბაზანაში და მუდმივად ურიეთ.
- 2. ამის შემდეგ, აცადეთ ოდნავ გაცივდეს. ნიღაბი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. მის შემადგენლობაში შემავალი გლიცერინი ხელს შეუწყობს კანის დატენიანებას და მას უფრო ელასტიურს გახდის. ამავდროულად, თაფლი და ჟელატინი მოამარაგებს მას საჭირო ვიტამინებით.
ფორთოხლის ნიღაბი
- 1. ეს რეცეპტი ოდნავ განსხვავდება წინა რეცეპტებისგან. ჟელატინისგან სახლური კოსმეტიკური საშუალების მომზადებისას გამოიყენეთ ფორთოხლის წვენი და არა წყალი. 6 ს.კ. ფორთოხლის წვენში დაალბეთ 1 ს/კ ჟელატინი. ამ შემთხვევაში უმჯობესია წვენი თავად გამოწუროთ, რადგან მაღაზიაში ნაყიდი შეიცავს უამრავ შაქარს და მცირე რაოდენობით საკვებ ნივთიერებას. გაათბეთ ნიღაბი წყლის აბაზანაზე, რომ მთლიანად გაიხსნას. წაისვით სახეზე სანამ ჯერ კიდევ თბილია და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. პროცედურის დასასრულს ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- 2. ეს ბუნებრივი საშუალება კვებავს კანს მინერალებით, წვენში შემავალი ვიტამინი C ხელს უწყობს მის გაღიავებას და ტონიზირებას. ციტრუსი ჟელატინთან ერთად ასევე აძლიერებს უჯრედების დამცავ ბარიერს.
როგორც ხედავთ, სახლური ჟელატინის ნიღბის დამზადება საკმაოდ მარტივია. ყველა საჭირო ინგრედიენტი ალბათ უკვე არის თქვენს სამზარეულოში. ხალხური კოსმეტიკური საშუალებები ხელს შეუწყობს ნაოჭების შემცირებას და კანის ელასტიურობის აღდგენას, ძვირადღირებული სალონური პროცედურების გარეშე.