მოიშორეთ მუცელი პირსახოცის გამოყენებით

167

ყველამ, ვინც ზრუნავს საკუთარ ფიგურაზე, იცის, რამდენად რთულია პრობლემურ ზონებთან მუშაობა. წონის დაკლებისას, ეს ზონები ყველაზე ბოლოს უბრუნდება ფორმას. მაგრამ როდესაც წონაში იმატებ, პირველ რიგში, ეს ზონები სუქდება. მუცელი ქალების უმეტესობის პრობლემურ ზონად ითვლება. ამიტომ, კითხვა, თუ როგორ მოვიშოროთ მუცელი, ყველაზე ხშირად აწუხებს ქალებს.

სიმართლე გითხრათ, მეც მქონდა იგივე პრობლემა. მოშვებული მუცელი დიდხანს არ მაძლევდა საშუალებას ჩამეცვა მჭიდრო ტანსაცმელი და უბრალოდ დისკომფორტს მიქმნიდა. გამოსავალი მეგობარმა შემომთავაზა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი პირსახოცით შეგიძლიათ გაიმკვრივოთ მუცელი და ამასთანავე ჯანმრთელობისთვის სარგებლის მოტანით. არ მჯეროდა, სანამ თვითონ არ გამოვცადე. ეს მეთოდი ნამდვილად ეფექტურია!

როგორ მოვიშოროთ მუცელი. იაპონური ტექნიკა

ეს ტექნიკა შეიმუშავა იაპონელმა ექიმმა ფუკუცუჯიმ. ამ უჩვეულო ვარჯიშზე მან ისაუბრა წიგნში, რომლის მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ტექნიკა აღწერილია მხოლოდ რამდენიმე წინადადებით.

მეთოდის ეფექტურობა მდგომარეობს ხერხემლის ბუნებრივ მდგომარეობამდე დაჭიმვაში. ვარჯიშის რეგულარულად შესრულებით დაინახავთ, თუ როგორ გაუმჯობესდება თქვენი პოზა, დაიჭიმება მუცელი და სიმაღლეშიც კი მოიმატებთ.

ვარჯიშის შესასრულებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური როლერი. მაგრამ დასაწყისისთვის ჩვეულებრივი პირსახოციც საკმარისი იქნება.

 

ფუკუცუჯის მეთოდი: შესრულების ტექნიკა

1. აიღეთ პირსახოცი და გადაახვიეთ მჭიდრო რულეტად. მისი ოპტიმალური სიგრძე უნდა იყოს 40 სმ ან მეტი. სისქე შეიძლება იწყებოდეს 5 სმ-დან და დროთა განმავლობაში გაიზარდოს 10 სმ-მდე. დაამაგრეთ გორგალი ძაფებით ან რეზინით.

 

2. დაბრძანდით მყარ, ბრტყელ, ჰორიზონტალურ ზედაპირზე. საუკეთესოა ტახტი ან იატაკი. რბილი საწოლი და დივანი არ გამოდგება. თუ ვარჯიშს იატაკზე ასრულებთ, არ დაგავიწყდეთ ტანვარჯიშის ხალიჩის დაფენა.

 

3. მოათავსეთ პირსახოცის გორგალი ზურგს უკან და ნაზად დაწექით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის ზუსტად ჭიპის ქვეშ უნდა იყოს განლაგებული, რადგან შედეგი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

 

4. განათავსეთ ფეხები მხრების სიგანეზე. მოაბრუნეთ ტერფები ისე, რომ დიდი თითები ერთმანეთს შეეხოს. ამ შემთხვევაში ქუსლები იატაკზე უნდა იყოს ერთმანეთისგან 20-25 სმ-ით დაშორებით.

 

5. გაშალეთ ხელები წინ და წაიღეთ თავის უკან, ხელისგულები ქვევით მოაბრუნეთ. ნეკა თითები ერთმანეთს უნდა ეხებოდეს. თუ ხელების გასწორებას თავიდანვე ვერ შეძლებთ, ნუ აიძულებთ თავს. მთავარია, ერთმანეთს ეხებოდეს ნეკა თითები და ფეხების დიდი თითები. დროთა განმავლობაში თქვენი ხერხემალი მიეჩვევა და შეძლებთ ხელების სრულად გაშლას.

 

6. უნდა დარჩეთ ამ მდგომარეობაში 5 წუთის განმავლობაში. მაგრამ თუ ვარჯიშის გაკეთება გაგიჭირდებათ, დაიწყეთ 1-2 წუთით და თანდათან გაზარდეთ დრო. შედეგების გამოჩენას დიდი დრო არ დასჭირდება.

 

სულ რაღაც ერთ თვეში შედეგს თქვენც ნახავთ და თქვენი გარშემომყოფებიც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს