ცხოვრებაში თითოეულს გვაქვს ისეთი მომენტი, როცა ყველაფრის მიტოვება და სადღაც შორს წასვლა გვსურს, სადაც ცივილიზაცია არ არსებობს, ხოლო საუკეთესო მეგობრები – ჩიტებია, რომლებიც ყოველდღე ჭიკჭიკით გვხვდებიან. ჩვეულებრივ, ასეთი სურვილი ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ ქრება, მაგრამ არსებობს ხალხი, რომელსაც წლების განმავლობაში განმარტოებით ცხოვრება მოსწონს.
დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ მამაკაცის შესახებ, რომელიც თითქმის 30 წელი საზოგადოებას ემალებოდა. როცა ბოლოს ხალხი მას შეხვდა, ამ ისტორიის დაჯერება გაუჭირდათ.
კრისტოფერ ნაიტი ალბიონში, მენის შტატში დაიბადა. ის ადეკვატურად აღზარდეს და ერთი შეხედვით სავსებით ნორმალური ბიჭი ჩანდა.
თუმცა სხვა ხალხთან, მათ შორის თანატოლებთან საერთო ენის პოვნა უჭირდათ. ჩაკეტილობის მიუხედავად კრისტოფერი ძალიან ჭკვიანი იყო, ამიტომ ბევრს ეგონა, რომ მას დიდი მომავალი ელოდა.
1986 წელს კრისტოფერი მოულოდნელად გაიქცა. ახლობლებს და ოჯახის წევრებს არც კი უთხრა, თუ რის გაკეთებას აპირებდა. მამაკაცი უბრალოდ მანქანაში დაჯდა და შორს წავიდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ თავისი მანქანა გასაღებიანად მიატოვა. მხოლოდ კარვით და ზურგჩანთით შეიარაღდა და თავგადასავლებისთვის გაეშურა. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო: კრისტოფერს გადარჩენის უნარი საერთოდ არ ჰქონდა.
პირველი ორი კვირა მენის შტატის ტყეებში მოგზაურობდა და მიხვდა, რომ კარგად ვერ ცხოვრობდა. სანადიროდ იარაღი არ ჰქონდა, ამიტომ კენკრის ჭამა უწევდა, რომლის პოვნაც მარტივი არ იყო.
საბოლოოდ კრისტოფერი მიხვდა, რომ ახლომდებარე მცხოვრები ხალხის პირად სივრცეში შეჭრა მოუწევდა. როცა ისინი სახლში არ იყვნენ, საკვებს იპარავდა. თავიდან საკვებს მხოლოდ ბაღიდან და ბოსტნიდან იპარავდა და იმედოვნებდა, რომ დიასახლისი რომელიმე ცხოველზე იფიქრებდა.
ასევე, მამაკაცს მშობლიური შტატის მკაცრი პირობები არ მოსწონდა. ერთხელ ერთ ცარიელ ქოხში ღამის გასათევად შევიდა, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა რომ მფლობელები დაბრუნდებოდნენ. იმ მომენტიდან გადაწყვიტა, რომ ამინდის მიუხედავად ღამეს ყოველთვის ქუჩაში გაათენებდა.
კრისტოფერმა მუდმივი ადგილი იპოვა, სადაც თავისი ბანაკი გაშალა. ის გზიდან იმდენად მოშორებით იყო, რომ განდეგილი მისი სახლის ხელშეუხებლობაზე დარწმუნებული იყო.
საცხოვრებლის მოწყობის შემდეგ მამაკაცი ცდილობდა რომ ნაკლები ეხმაურა. ეშინოდა, რომ ვინმე დაინახავდა. პარალელურად კრისტოფერი სხვადასხვა სახლს სტუმრობდა, საიდანაც საკვები და სასმელი მოჰქონდა.
დროთა განმავლობაში შესანიშნავი ქურდი გახდა. სახლში სიგნალიზაციაც კი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ადრე ამ დაცვის სისტემებს თავად აყენებდა. როცა 100%-ით რწმუნდებოდა, რომ ახლომახლო არავინ იყო, სახლში შედიოდა. ზოგჯერ სათადარიგო გასაღები მიჰქონდა, რომ მეორე დღეს უფრო მარტივად შესულიყო.
კრისტოფერი ყოველთვის ყველაზე აუცილებელი ნივთებს იპარავდა, რომ გაუფრთხილებელ ნაბიჯს არ გაემხილა. მამაკაცი იპარავდა სასუსნავს, შოკოლადს და გაზიან სასმელს. ეს ეხმარებოდა, რომ წონაში არ დაეკლო და ვიტამინების დეფიციტი აღედგინა.
საკვები ერთადერთი მიზანი არ იყო. სახლის კარგი მდგომარეობა ხომ უნდა შეენარჩუნებინა, ამიტომ პერიოდულად იპარავდა ბრეზენტს, ტანსაცმელს, ჟურნალ-გაზეთებს, რომელსაც არავინ კითხულობდა და მიწაზე აფარებდა.
მამაკაცი ცდილობდა, რომ ქურდობის რაც შეიძლება ნაკლები კვალი დაეტოვებინა: ფანჯარას და კარს არასდროს ამტვრევდა. გასაოცარია, მაგრამ ასე თითქმის 30 წელი იცხოვრა.
დროთა განმავლობაში ხალხმა დაკარგული ნივთების შემჩნევა დაიწყეს. შემდეგ ამბობდნენ, რომ რაღაც ხმაური ესმოდათ, მაგრამ ქურდს ვერასდროს იჭერდნენ. დილით კი პოულობდნენ, რომ სხვადასხვა ნივთი დაკარგული იყო: შარვალი, ბატარეა, გაზეთი, წიგნი და ა.შ.
პოლიციამ იდუმალი ქურდის მოძებნა დაიწყო. საინტერესოა, რომ ქალაქის ყველა მაცხოვრებელმა სათვალთვალო კამერა დააყენა, მაგრამ გარკვეული ხნით მამაკაცი მაინც უჩინრად ყოფნას ახერხებდა.
ის საზაფხულო ბანაკის ქურდობის დროს დაიჭირეს. არჩევანი ცხადი იყო: აქ ყველაფრის პოვნა შეიძლებოდა და დანაკლისს ვერც კი შეამჩნევდნენ. კრისტოფერმა არ იცოდა, რომ პოლიცია მის კვალს მიჰყვებოდა და ასეთი სიტუაციისთვის მზად იყო.
როცა 2013 წლის 4 აპრილს სერჟანტმა ჰიუზმა კრისტოფერი დანაშაულის ადგილას დაიჭირა, ის არც შეწინააღმდეგებია. განყოფილებაში სწრაფად გადაიყვანეს, სადაც 2 საათი გახდა საჭირო, რომ მისგან რაიმე სიტყვა გაეგონათ.
ყველა გააოგნა იმ ფაქტმა, რომ კრისტოფერი ასე 27 წელი ცხოვრობდა. ერთ-ერთ საუბარში მან აღიარა, რომ ამ დროში მხოლოდ ერთ მოგზაურს გაესაუბრა, რომელიც ტყეში ძალიან შორს მოხვდა. თუმცა, ურთიერთობა მხოლოდ უბრალო მისალმებით დასრულდა.
2013 წლის 28 ოქტომბერს კრისტოფერი 13 ქურდობაში დამნაშავედ ცნეს, თუმცა დანაშაულის ზუსტი რაოდენობა 1000-ს სცდება. ყველას გაოცების მიუხედავად მამაკაცს მხოლოდ 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
გარდა ამისა, მთელი 3 წლის განმავლობაში ყოველ კვირას სასამართლოში მისვლა და მსხვერპლისთვის 1500$-ის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დაჟინებით მოითხოვა, რომ კრისტოფერი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ხალხისთვის განკუთვნილ პროგრამაში ჩაერთოთ.
ამ ისტორიის შესახებ წიგნი დაიწერა, რომელსაც ეწოდა „უცნობი ტყეში“. მისი ავტორი გახდა ჟურნალისტი მაიკლ ფინკელი, რომელმაც ციხეში ყოფნის დროს კრისტოფერთან ინტერვიუ აიღო.
გათავისუფლების შემდეგ მამაკაცი ოჯახს დაუკავშირდა და მისმა ძმამ მას სამსახური შესთავაზა. ალბათ, ვერასდროს გავიგებთ, თუ რატომ გადაწყვიტა კრისტოფერმა ასეთი საქციელი, მაგრამ მისი ისტორია ნამდვილად გასაოცარია.