
ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილის მიზანი წონის დაკლება და ბრტყელი მუცლის მოპოვებაა. დღეს პაპარაცის რედაქციას თქვენთვის საინტერესო სიახლე აქვს! ჩვენ გთავაზობთ ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ დიეტურ ჩაის, რომელიც წონის კლების პროცესს სტიმულირებს და აბსოლიტურად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ექსპერტების რწმუნებით, ამ ჩაისთვის, რომლის მთავარ ინგრედიენტსაც კურკუმა წარმოადგენს, ანთების საწინააღმდეგო თვისებებია დამახასიათებელი და ის სულ რაღაც 2 დღეში ბრტყელი მუცლის მოპოვებაში გვეხმარება. მიირთვით რეგულარულად ეს ჩაი და თქვენ 1 კვირაში 5 კილოგრამის დაკლებას შეძლებთ. კურკუმას ჩაის ეფექტურობის საიდუმლო მის თერმოგენულობაშია, რაც ნიშნავს, რომ ის აჩქარებს მეტაბოლიზმს, წვავს ცხიმს და გვეხმარება წონის შემცირებაში.
ინგრედიენტები:
- 1 ლიტრი წყალი;
- 1 ლიმონის წვენი;
- 1/2 ს.კ კურკუმას ფხვნილი;
- 1/2 ს.კ ჯანჯაფილის ფხვნილი;
- 1 მწკივი კაიენის წიწაკა;
ინსტრუქცია:
- მიიყვანეთ წყალი დუღილამდე.
- ჩაამატეთ მასში მოცემული ინგრედიენტები და განაგრძეთ დუღილი ორიოდე წუთის განმავლობაში.
- გადმოდგით ცეცხლიდან და დააყოვნეთ რამდენიმე წუთით.
მიღების წესი:
მიირთვით ეს საშუალება დილით უზმოზე, საღამოს და დაძინების წინ 250 მილილიტრის ოდენობით. თქვენ ყოველდღიურად მოგიწევთ ახალი პორციის მომზადება.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, შეიკავეთ თავი ამ ჩაის მიღებისგან ან გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- მართლა შესაძლებელია კურკუმას ჩაით 1 კვირაში 5 კილოგრამის დაკლება?
დიახ, კურკუმას ჩაის ინგრედიენტები აჩქარებენ მეტაბოლიზმს და უზრუნველყოფენ ცხიმის სწრაფ წვას. თუმცა შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ცხოვრების წესზე და კვების ჩვევებზე. - როგორ მოქმედებს კურკუმა წონის კლებაზე?
კურკუმა მდიდარია თერმოგენული თვისებებით – ეს ნიშნავს, რომ ის ზრდის სხეულის ტემპერატურას, რაც ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გააქტიურებას და ცხიმის წვას. - ვის არ შეუძლია ამ ჩაის მიღება?
თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ. წყლული, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი), ჩაის მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არის რეკომენდებული.
რედაქციისგან: კურკუმას ჩაი არა მხოლოდ წონის დაკლებაში გვეხმარება, არამედ დეტოქსიკაციის, ანთების შემცირების და იმუნური სისტემის გაძლიერების შესანიშნავი საშუალებაა. კვლევა, გამოქვეყნებული Journal of Medicinal Food-ში (2019), ადასტურებს კურკუმინში (კურკუმას აქტიურ კომპონენტში) ანთების საწინააღმდეგო და ცხიმის წვის უნარებს.
ასევე, European Journal of Nutrition-ის კვლევა მიუთითებს, რომ კურკუმა ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას და მეტაბოლიზმის გააქტიურებას, რაც გავლენას ახდენს წონის კლებაზე.
ამასთანავე, კომბინაცია ჯანჯაფილთან, კაიენის წიწაკასთან და ლიმონთან ქმნის მეტაბოლიზმის სტიმულატორთა ნამდვილ სინერგიას, რაც ამ ჩაის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ბუნებრივ საშუალებად აქცევს.