წვრილმანი ნივთების შენახვა. რაში შეიძლება დაგვჭირდეს სველი ხელსახოცის პლასტმასის თავსახური

110

პლასტმასის ხელახალი გამოყენება შესანიშნავი ინიციატივაა, რომლის შესახებაც ადრეც დავწერეთ. პირველ რიგში, ამ გზით არ დააზიანებთ გარემოს. მეორეც, თქვენ მიიღებთ ხელნაკეთ ნივთს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ შესანიშნავ ხრიკს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაამარტივოთ წვრილმანი ნივთების შენახვა სველი ხელსახოცების პლასტმასის თავსახურის გამოყენებით.

წვრილმანი ნივთების შენახვა: ხელნაკეთი ნივთი ხელსახოცების თავსახურისგან

ყველა ქალი დამეთანხმება, რომ ზოგჯერ ჩანთაში თითქოს “შავი ხვრელი” ჩნდება. იქ რაიმე წვრილმანის პოვნა თითქმის შეუძლებელია. მცირე ზომის ნივთების შენახვის პრობლემის გადასაჭრელად, გააკეთეთ სპეციალური ორგანაიზერი. ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე ხელმისაწვდომი ნივთი.

რა დაგჭირდებათ:

  • 2 თავსახური (სველი ხელსახოცების შეფუთვის);
  • თექის ქსოვილი;
  • მაკრატელი;
  • ცხელი წებო;
  • დეკორი სურვილისამებრ (ბრჭყვიალა ქვები).

როგორ დავამზადოთ

1. უპირველეს ყოვლისა, აიღეთ ერთი თავსახური და მოათავსეთ თექის შიდა მხარეს. შემდეგ დაჭერით ქსოვილის ნაჭერი სახურავის ფორმის შესაფერისად.

2. ცხელი წებოს გამოყენებით მოჭრილი ქსოვილი იქვე მიაწებეთ, თავსახურის შიგნიდან.

3. შემდეგ, გაიმეორეთ იგივე თექის ნაჭრის მეორე მხარეს. ხელსახოცის თავსახური შიგნიდან მიაკარით წებოთი. ახლა თქვენ უკვე გაქვთ ორმხრივი ორგანაიზერი პატარა ნივთების შესანახად.

4. უკეთ რომ გამოიყურებოდეს, დაამშვენეთ რაიმე სახის დეკორით. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დარჩენილი თექა ან ნებისმიერი სხვა ქსოვილი. უბრალოდ მიაწებეთ ორივე სახურავის გარედან და მოაჭერით ზედმეტი.

5. გამოიყენეთ დამატებითი დეკორაციები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ბრჭყვიალა ქვები, მძივები ან ლენტები. შედეგად, ვერავინ მიხვდება, რომ ასეთი ნივთი საკუთარი ხელით გააკეთეთ.

ეს ორგანაიზერი მაქსიმალურად მოსახერხებელს გახდის პატარა ნივთების შენახვას. შეგიძლიათ, მაგალითად, შეინახოთ ქინძისთავები ან აბები. ამ ხელნაკეთი მოწყობილობის წყალობით, თქვენ არ მოგიწევთ ერთი საათის დახარჯვა თქვენს ჩანთაში საჭირო ნივთის მოსაძებნად. დაზოგეთ თქვენი დრო და ფული, საჭირო ნივთის მომზადებით, არასაჭირო პლასტმასისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს