ანისულის ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი, სპაზმოლიტური, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი და ანტისეპტიკური მოქმედება.
იგი აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ხელს უწყობს სისველის გათხელებასა და გამოდევნას, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ცხოველქმედებას, აღაგზნებს მადას, ხსნის ნაწლავის გლუვი მუსკულატურის სპაზმებს, აუმჯობესებს თირკმლების ფუნქციონირებას, შლის კენჭებს შარდის ბუშტსა და თირკმლებში, ხსნის თირკმლის კოლიკებს, აძლიერებს ლაქტაციას ძუძუთი კვების დროს.
ანისულის ზეთი ამშვიდებს, ხსნის დეპრესიას, ამშვიდებს მტირალა ბავშვს, ეფექტურია ნერვული ანორექსიის მკურნალობის დროს.
შარდკენჭოვანი დაავადებები
შარდკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ რეკომენდებულია დილით, საუზმის დროს, ასევე, საღამოს, დალიოთ 2-3 წვეთი ანისულის ზეთი, გაზავებული 1 ჭიქა თბილ წყალში. დაავადების მკურნალობა 1-1.5 თვე გაგრძელდება.
ნაწლავების დაავადებები
ანისულის ზეთი ძველი დროიდან გამოიყენება, როგორც საშუალება მადის მოსამატებლად და საწმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად. მას მიზანმიმართულად იღებენ ნაწლავების ცხოველქმედების დარღვევისას.
აღნიშნული ზეთი წყვეტს დიარეას, ნაწლავურ სისხლდენას, გულისრევას, ასევე, ახშობს მუცლის შებერილობას.
ანისულის პრეპარატები ეფექტური ნატურალური სიცხისდამწევი საშუალებებია, რომლებიც ნაწლავებში ანთებით პროცესებს ამცირებს.
ანისულის ზეთის მიღება რეკომენდებულია დღეში 2-3-ჯერ, 3-4 წვეთი. ზუსტი დოზა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ექიმმა უნდა დაადგინოს. ანისულის ზეთს შაქარყინულის ნატეხზე ასხამენ.
კუჭის დაავადებები
კუჭის დაავადებების სამკურნალოდ, ხშირად, რეკომენდებულია ანისულისა და პიტნის ზეთების ხსნარი 75%-იან სპირტში. აღნიშნული ხსნარისა და ასკილის სიროფისგან მზადდება მიქსტურა, რომელიც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ცხოველქმედებას.
ამისთვის, შეურიეთ 30 მლ პიტნის და 15 გ ანისულის ზეთი შეურიეთ 40 მლ ასკილის სიროფს.
ასევე, დაასხით 1 ს.კ. ცაცხვის ყვავილებს 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით, გადაწურეთ და შეურიეთ მომზადებულ ზეთებს.
რევმატიზმი
რევმატიზმის დროს სახსრების ტკივილის შესამცირებლად, წაისვით ცოტაოდენი ჟოჟობასა და ანისულის ზეთი მტკივან ადგილზე, ოდნავ შეიზილეთ და შეიხვიეთ შალის ქსოვილით.
გაციება
გაციების დროს დღეში 1-2 ანისულის ინჰალაცია შემდეგნაირად უნდა გაკეთდეს: ქვაბში აადუღეთ წყალი, დაუმატეთ თითო წვეთი ანისულის, ლიმონისა და ევკალიპტის ზეთები. დაიხარეთ არომატულ ორთქლზე და თავზე დაიფარეთ სქელი პირსახოცი. ისუნთქეთ ორთქლი 10 წუთით.
ანგინა, ლარინგიტი, ტონზილიტი
1 ს.კ. ანისულის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით, თბილად შეხვეული. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში არაუმეტეს ექვსჯერ ან გამოივლეთ ყელი მაქსიმალურად ხშირად.
საშვილოსნოს დაავადებები
ანისულის ზეთის გამოყენება ამცირებს თეთრი გამონადენის რაოდენობას. ანისულის ზეთი ინიშნება საშვილოსნოს დაავადებების დროსაც, საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის სპაზმების მოსახსნელად, მტკივნეული მენსტრუაციის შემთხვევაში, ასევე, ფალოპეური მილების ანთებისა და სალპინგიტის მკურნალობის დროს.
აღნიშნული დაავადებების მოსაშორებლად, ყოველდღიურად მიიღეთ 5 მლ ანისულის ზეთი, 2-3-ჯერ. მკურნალობა ხანგრძლივია – არანაკლებ 2-თვიანი.
პედიკულოზი
ანისულის ზეთი ეფექტურად გამოიყენება ტილებთან ბრძოლაში. იგი უნდა დაიტანოთ თავის კანსა და ნამიან თმაზე, გაიჩეროთ 30 წუთით და ჩამოიბანოთ გამდინარე წყლით, შემდეგ ისევ დაიბანოთ შამპუნით და დაივარცხნოთ წვრილი სავარცხლით.
ყველაზე ხშირად, აღნიშნული საშუალება გამოიყენება ბავშვებში, რადგან ზეთი უსაფრთხოა, არ იწვევს წვას, მკვეთრი სუნი კი პარაზიტებს სპობს. გარდა ამისა, იგი დადებითად მოქმედებს თავის კანსა და თმაზე.
როგორ შევარჩიოთ ზეთი სწორად
მნიშვნელოვანია ზეთის სწორად შერჩევა, უნდა შეიძინოთ ჩვეულებრივი ანისულის ზეთი და არა ვარსკვლავისებრის, რადგან პირველს უფრო ძლიერად გამოხატული სასარგებლო თვისებები და აქტივობა აქვს.
ასევე, ფრთხილად იყავით, რომ სინთეტიკური შემცვლელები, მაგალითად, ანეტოლი, არ შემოგაპარონ. განსაკუთრებულად მოხერხებული გამყიდველები, ანისულის სახელით, ყიდიან ცერეცოს, რომელიც სასარგებლო კია, თუმცა გამოყენების სფეროთი განსხვავდება.
შენახვის პირობები
შეინახეთ ზეთი მჭიდროდ დაცულ, მუქშუშიან ფლაკონებში, ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომ ადგილას. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
უკუჩვენებები
სპეციალისტები ანისულის პრეპარატებს არ ურჩევენ ფეხმძიმე ქალებს.
არ შეიძლება ზეთის გამოყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ანისულის ზეტის არასწორი დოზირება, შინაგანი მიღების დროს, შეიძლება თავბრუსხვევისა და კუჭის გაღიზიანების მიზეზი გახდეს.
ეს ძლიერმოქმედი ზეთი ძლიერი მასტიმულირებელი საშუალებაა.
მასაჟისა და აბაზანებისთვის მაღალი დოზების გამოყენებას შეუძლია კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და თავბრუსხვევის გამოწვევა, მაღალი დოზების ხანგრძლივ გამოყენებას კი საერთო მოწამლვა, კუნთოვანი ჭრილობები და სისხლის მიმოქცევის, მათ შორის, ტვინშიც, დარღვევა შეუძლია.
შეზღუდეთ მოხმარება სისხლის მომატებული შედედებადობის დროს.
არასწორი გამოყენების შემთხვევაში, ზეთმა შეიძლება კანისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და გაწითლება, ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. დიდი რაოდენობით ზეთს ორგანიზმის ინტოქსიკაციაც შეუძლია. ამიტომ, გამოიყენეთ ზეთი ფრთხილად, არაუმეტეს 2-4 წვეთი დღეში. ზეთის მიღების შემდეგ, დააყოლეთ დიდი რაოდენობით წყალი, თაფლის დამატებით.
ანისულით მკურნალობის ხანგრძლივობა ერთბაშად 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
ზეთის მაღალკონცეკტრირებული სახით გამოყენებას შეუძლია თავბრუსხვევის, კანის გაღიზიანების, ქავილისა და სიწითლის გამოწვევა.