7 პრობლემა, რომელსაც ძალიან მარტივად გადაჭრით ყავის დახმარებით

52

ყავა ნამდვილად შეუდარებელი საშუალებაა დღის ენერგიულად დასაწყებად, თუმცა მისი ჯადოსნური თვისებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება…

1. უსიამოვნო სუნი მაცივარში

ყავის დახმარებით შეგიძლიათ გააქროთ მაცივარში არსებული უსიამოვნო სუნი. ამისთვის საჭიროა გადაიტანოთ ყავა მარგანინის ან კარაქის ყუთში, გაუკეთოთ მას ხვრელები და მოათავსოთ ის მაცივარში. ყავა მთელ უსიამოვნო სუნს შეიწოვს.

2. სასუქი მცენარეებისთვის

ყავის ნალექი სავსეა ისეთი მკვებავი ნივთიერებებით, როგორიც აზოტია, რის გამოც მას სასუქად ხშირად გამოიყენებენ. უბრალოდ წაუსვით ფოთლებს ყავის ნალექი, ან მოათავსეთ იგი ქოთანში და დააკვირდით, თუ როგორ იზრდება თქვენი მცენარე.

3. არომატული საპონი

თუ თქვენ სახლის პირობებში ხშირად ამზადებთ საპონს, გაურიეთ მასში ყავის ნალექი. მისი არომატი განუმეორებელი იქნება.

4. ნივრის სუნი

ყველა დიასახლისისთვის ნაცნობია ხელზე ნივრის აუტანელი სუნი. დაიბანეთ ხელი ყავის ნალექით და უსიამოვნო სუნი მომენტალურად გაქრება.

5. კატა ბაღში

კატებს ძალიან უყვართ ბაღში სეირნობა და მცენარეების დაზიანება. აურიეთ ყავის ნალექი და ფორთოხლის კანი ერთმანეთში, მოათავსეთ მიღებული ნარევი მიწაზე, მცენარეების მახლობლად და თქვენი კატა მას 10 მეტრის რადიუსითაც კი არ მიუახლოვდება.

6. ბუხრის გაწმენდა

ბუხრიდან ნაცრის გამოღებამდე მოაბნიეთ მასში ოდნავ დასველებული ნალექიანი ყავა. ასე თქვენი საცხოვრებელი დაცული იქნება მტვრისგან.

7. ჭურჭლის გასუფთავება

ყავის ნალექი – არაჩვეულებრივი საშუალება, რომლის დახმარებითაც ძალზედ მარტივად შეძლებთ ჭურჭლიდან ჭუჭყის მოშორებას.

რედაქციისგან:
ყავა არა მხოლოდ სასმელია, არამედ შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა მრავალი სახლის პრობლემის მოსაგვარებლად. მისი სუნის აღმოფხვრისა და სასუქის სახით გამოყენების ეფექტურობა დადასტურებულია რამდენიმე კვლევით, რომლებიც ხაზს უსვამს ყავის ნალექის მდგრადობას და სასარგებლო მინერალებს, როგორიცაა აზოტი, ფოსფორი და კალიუმი.

ყავის ნალექი ასევე იდეალური საშუალებაა ჭურჭლის დასუფთავებისას, რადგან მისი მშრალი ნატურალური სკრაბი ეფექტურად გატანს ჭუჭყსა და ცხიმებს.

დარწმუნდით, რომ იყენებთ ყავის ნალექს ბუნებრივად და უპრობლემოდ, თუმცა, ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ყოველგვარი ნატურალური საშუალების გამოყენებამდე საჭიროა მათი შესაბამისი ტესტირება და სიფრთხილე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს