დაწყებით კლასებში გამრავლების შესწავლისას ცხრილის დამახსოვრება საკმარისია, რომ მათემატიკური ამოცანები ადვილად ამოხსნათ. მოგვიანებით დავალებები რთულდება. ზოგჯერ ორნიშნა რიცხვების გამრავლება უფროსებსაც უჭირთ. კალკულატორი კი ყოველთვის ხელთ არ გვაქვს. არსებობს სპეციალური მეთოდი, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს მათემატიკურ მოქმედებებს. გამოადგებათ როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებს.
ხრიკი, როგორ გავამრავლოთ ორნიშნა რიცხვები მარტივად
„პაპარაცი“ გიზიარებთ გამრავლების სპეციალურ მეთოდს, რომელსაც ეწოდება „ხიაზმა“. მაგალითების ამოხსნის ჯვარედინი ალგორითმით სწორ პასუხს სწრაფად და უპრობლემოდ იპოვით. შეამოწმეთ ამ მეთოდის ეფექტურობა პირადი გამოცდილებით და აუცილებლად გაუზიარეთ ცხოვრებისეული ხრიკი შვილებს. გამოადგებათ ტესტების ან საკონტროლოს შესრულებისას, როცა კალკულატორის გამოყენება არ შეიძლება. გაჩვენებთ, როგორ ამოხსნათ ეს მაგალითი „ხიაზმას“ მეთოდით.
როგორ გამოვიყენოთ „ხიაზმას“ მეთოდი?
პირველ რიგში, ორნიშნა რიცხვების ბოლო ციფრები გაამრავლეთ: 8 x 5 = 40. მიღებული პასუხიდან 4 დაიმახსოვრეთ გონებაში (ხაზგასმულია თეთრი ხაზით), ხოლო ნული მაშინვე ტოლობის მეორე მხარეს დაწერეთ. გაითვალისწინეთ, რომ ნული ბოლოში უნდა დაწეროთ.
ამის შემდეგ რიცხვების ნაწილები ჯვარედინად გაამრავლეთ. ჯერ 7 x 5 = 35, შემდეგ 8 x 2 = 16. შეაჯამეთ მიღებული ორი პასუხი: 35 + 16 = 51. მიუმატეთ ის 4, რომელიც დაიმახსოვრეთ წინა მოქმედებაში. 51 + 4 = 55. მიღებული პასუხიდან დაიმახსოვრეთ 5 (ხაზგასმულია ყვითელი ხაზით, ხოლო მეორე ნულის წინ დაწერეთ.
ახლა ორი რიცხვის წინა ციფრები გაამრავლეთ: 7 x 2 = 14. მიუმატეთ 5 წინა პასუხიდან: 14 + 5 = 19. ეს შედეგი მიუწერეთ პასუხს ხუთიანის და ნულიანის წინ.
საბოლოოდ მიიღებთ მაგალითს პასუხით: 78 x 25 = 1950. მზადაა!
ახლა იცით, როგორ შეასრულოთ ორნიშნა რიცხვების გამრავლება სწრაფად და უპრობლემოდ. ეს ხრიკი ნამდვილად სასარგებლო იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის.