მინდა შემოგთავაზოთ რეცეპტი, რომელიც, სხვა თუ არაფერი, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებას გააუმჯოებესებს.
საღამოს აიღეთ 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი. დაუმატეთ 1 ჩ.კ. სორბიტი და 1 ს.კ. ხორბლის ფქვილი. პროცედურა 1 თვის განმავლობაში ტარდება, შემდეგ 1 თვე ისვენებთ. სხვათა შორის, მე ამ საშუალებას რეგულარულად მოვიხმარ, თავს კარგად მაგრძნობინებს, მეხმარება.
ნებისმიერ შემთხვევაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ახლა გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე მანამდე: სცადეთ. ჩემი რეცეპტი არ გავნებთ, დახმარებას კი ნამდვილად აღმოგიჩენთ.
წიწიბურის ფქვილის მომზადება მარტივია. ყავის საფქვავში ან მიქსერში დააფქვიეთ წიწიბურის ფანტელები და ფქვილი მზადაა. რა თქმა უნდა, თავიდან ფანტელი კარგად უნდა გარეცხოთ, გამოაშროთ ტაფაზე ან ღუმელში.
წიწიბურის ფაფა ჯანმრთელობისთვის
წიწიბურა “ბურღულთა მეფეა”, რადგან ვიტამინების, მიკროელემენტების, სრულყოფილი ცილების რეკორდულ მაჩვენებელს შეიცავს. იგი 18 შეუცვლელ ამინომჟავას, რკინას, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, სპილენძს, იოდს, თუთიას, ფტორს, მოლიბდენს, კობალტსა და სხვ., ასევე, В1, В2, В9, PP და E ვიტამინებს.
წიწიბურა – ბურღულთა მეფე
ლიზინისა და მეთიონინის შემცველობით, წიწიბურის ცილები ყველა ბურღულეულ კულტურას უსწრებს: მისთვის დამახასიათებელია მაღალი ათვისენადობა – 80%-მდე.
ფოლიუმის მჟავა ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას, ზრდის ორგანიზმის ამტანობასა და რეზისტენტულობას მრავალი დაავადებისადმი.
წიწიბურის მოსაყვანად არაა საჭირო პესტიციდებისა და სასუქების გამოყენება, ამიტომ ეს ეკოლოგიურად სუფთა მცენარეა, რომელიც არ ექვემდებარება გენმოდიფიკაციას, ამიტომ იგი ამ მხრივაც ეფექტურია.
წიწიბურის მიღება სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების, მათ შორის, სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.
წიწიბურის ყვავილები კურნავს ფილტვების სისუსტეს, ლეიკოზს, საყვითლოს. წიწიბურის რეგულარული მოხმარება ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს, დამხმარე როლს ასრულებს ლეიკემიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებისა და ჰიპერტონიის მკურნალობაში. ზრდის კუნთოვან ძალასა და ამტანობას.
გვეხმარება სისხლძარღვოვანი, რევმატული დაავადებების და ართრიტის დროს. მწვანე (მოუხარშავი) წიწიბურის მოხმარება წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და მძიმე მეტალების იონებისგან.
იგი გვეხმარება სხვა სახეობის პროდუქტის ათვისებაში. როგორც დაავადებულების, ისე ჯანმრთელებისთვისაც სასარგებლოა 20 დღით სრული წიწიბურის დიეტის დაცვა.
გარდა ამისა, წიწიბურა, სხვა ბურღულთან შედარებით, შეიცავს ხუთჯერ მეტ სასარგებლო მინერალურ ნივთიერებას: კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მაგნიუმსა და რკინას. მასში ისეთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტებია თავმოყრილი, როგორიცაა სპილენძი, მარგანეცი, თუთია, ქრომი, იოდი და ფტორი.
წიწიბურის ფაფა შეიცავს ვიტამინებს: PP, B1 და B2, თანაც ბოლო ორი 5-7-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა ფაფებში.
უნდა გახსოვდეთ, რომ თერმული დამუშავებისას, B1-ის რაოდენობა 40%, ხოლო B2-ისა და PP-ს რაოდენობა – 30%-ით მცირდება.
ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ელემენტების დაბალანსებული კომბინაცია წიწიბურას არამხოლოდ მკვებავ საკვებ პროდუქტად, არამედ ეფექტურ სამკურნალო საშუალებად აქცევს.
დიდი რაოდენობით რუტინის (ნივთიერება, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს) შემცველობის წყალობით, წიწიბურა ძალიან სასარგებლოა სისხლძარღვების სხვადასხვა დაავადების, ართრიტის, ღვიძლისა და თირკმლების, რევმატული დაავადებების სამკურნალოდ.
ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის გამოდევნის უნარის წყალობით, ბურღული აუმჯობესებს მდგომარეობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
იგი ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს, მათ შორის, მძიმე მეტალების იონებს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია დიდი ქალაქებისა და რაიონების მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ კარგი საცხოვრებელი პირობები.
წიწიბურა აუცილებელია მათთვის, ვისაც ნერვული სისტემის დაავადებები, სიმსუქნე ან მძიმე დაავადებები აწუხებთ.
ყურადღება! მათ, ვისაც მომატებული მჟავიანობა და წყლულოვანი დაავადებები აწუხებს, წიწიბურა უკიდურესად ფრთხილად უნდა მოიხმარონ.
წიწიბურა გასახდომად
წიწიბურა რთული ნახშირწყალია, რომლის ასათვისებლადაც ორგანიზმს დამატებითი რესურსები ესაჭიროება. შედეგად, წიწიბურის გადასამუშავებლად გამოიყენება დაგროვებული ფენები.
ცხიმებისა და ნახშირწყლების დაბალი და ცილების მაღალი შემცველობა წიწიბურას გასახდომ პროდუქტად აქცევს, რამდენადაც ნახშირწყლები დიდხანს აითვისება, სწრაფად იწვევს დანაყრებას, ხოლო ცილა მონაწილეობს კუნთების და არა ცხიმოვანი ბოჭკოების შენებაში.
წიწიბურის შემადგენლობაში არსებული მცენარეული ცხიმები დადებიად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, არეგულირებს და აჩქარებს მას.
ბურღული მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. E, PP, B1, B2, P ვიტამინების შემცველობით, წიწიბურა ყველა სხვას უსწრებს. ვიტამინი B1 ხელს უწყობს ცხიმების მონელების დაჩქარებას.
წიწიბურაში არსებული ამინომჟავები აუცილებელია ორგანიზმში ცილოვანი უჯრედების, მათ შორის, კუნთების შენების დროს.
ბურღულის შემადგენლობა იდეალურია გასახდომად. წიწიბურით კვება საჭირო რაოდენობით მიკროელემენტებს, ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებს მოგცემთ, თანაც, საკმაოდ დაბალი კალორიებით.