
ადამიანების ერთ ნაწილს ეს ქმედება ჩვევაში აქვს გადაზრდილი, მეორე ნაწილი ასე თითების გახურების მიზნით იქცევა, ხოლო მესამე ნაწილი ამას საქმიანი შეხვედრის წინ აკეთებს… მიზეზი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც შედეგი: შვების განცდა თითებში ძალზედ სასიამოვნოა…
ჩვენთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ თითების ტკაცუნის ჩვევა ასაკის მატებასთან ერთად ართრიტამდე მიგვიყვანს, რაც ლოგიკასთან საკმაოდ ახლოსაა… პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ერთად გავარკვიოთ, თუ რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება რეალობას.
ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილის მოსაზრებით, თითების გახურების დროს ტკაცუნის ხმა სახსრების ერთმანეთზე ხახუნითაა გამოწვეული. ჩვენ თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს: ხახუნი აქ არაფერ შუაშია!
თითების სახსრებს შორის მდებარეობს სინოვიალური სითხე, რომელსაც კვერცხის ცილის კონსისტენცია აქვს. მას საპოხის ფუნქცია ეკისრება, რომელიც სახსრების მოძრაობას განაპირობებს. ადრე ითვლებოდა, რომ ტკაცუნის ხმის წყაროს გაზის ბუშტუკების გასკდომა წარმოადგენდა, რომლებიც ამ სითხეში წარმოიქმნება.
რენტგენის თანამედროვე აპარატის გამოყენებით ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს ხმა წარმოიქმნება სინოვალურ სითხის ვაკუუმში სახსრების უცაბედი გადაადგილების შედეგად.
5 წლიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თითების ტკაცუნსა და ართრიტს შორის კავშირი არ არსებობს. მეცნიერების მტკიცებით, ეს დაავადება თავს იჩენს დიდი ფიზიკური დატვირთვისა და რეგულარულად განმეორებადი მოძრაობების შედეგად.
რა თქმა უნდა, არ მოიძებნება მავნე ჩვევა, რომლისთვისაც საშინელი შედეგები არ არის დამახასიათებელი. ამ ქმედებით საკმაოდ დიდ ზიანს ვაყენებთ თითების სახსრებს.
გარდა ამისა, უამრავი ადამიანისთვის ეს ხმა საკმაოდ გამაღიზიანებელია… ცნობისთვის, არსებობს თითების გახურების უამრავი ალტერნატიული მეთოდი, რომელიც მოგგვრით შვების განცდას სახსრებში, თანაც ისე, რომ არ მოუტანთ ზიანს მათ.
რედაქციისგან:თითების ტკაცუნის ჩვევას ართრიტის გამოწვევასთან კავშირი არ აქვს, თუმცა რეგულარულმა გაჭიმვამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების დროთა განმავლობაში დეფორმირება და მოტორული ფუნქციის დაქვეითება (Kawchuk et al., 2015). ტკაცუნის ხმა სინოვიალური სითხის ვაკუუმური ეფექტის შედეგად წარმოიქმნება და არა გაზის ბუშტუკების გასკდომით, როგორც ადრე ეგონათ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი სახსრების ანთებით დაავადებებს არ იწვევს, ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ხანგრძლივი ჩვევა სახსრების სტრუქტურის მოდუნებას და მსუბუქ სისუსტეს უკავშირდება (Unsworth et al., 1971). ამიტომ, გონივრული ალტერნატივებია თითების მსუბუქი გაჭიმვა, მაჯის როტაციული მოძრაობები და ხელების მასაჟი, რაც სახსრების მოდუნებასა და მოქნილობას ხელს უწყობს, ზიანის მიყენების გარეშე.