თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა. იყავით ფრთხილად და ყურადღებით!

50

სისხლის მიმოქცევის შენელებას მივყავართ შინაგანი ორგანოების ჟანგბადის დეფიციტამდე, რაც დიდი ალბათობით თრომბების წარმოქმნას განაპირობებს.

თრომბი – სერიოზული პრობლემა, რომელმაც შეიძლება საბედისწრე განაჩენი გამოგვიტანოს. როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ სისხლმა თავისუფლად იმოძრაოს? გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომელიც ამ ურთულესი პრობლემის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.

თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა

1. მიირთვით დიდი რაოდენობით სუფთა წყალი.

ადამიანების 90% მიირთმევს არასაკმარისი რაოდენობით წყალს. საუბარი გვაქვს სუფთა წყალზე და არა სხვადასხვა გაზირებულ ან ნატურალურ სასმელებზე. მოზრდილი ადამიანისთვის სუფთა სასმელი წყლის დღიური დოზა მინიმუმ 2-2,5 ლიტრია. აიძულეთ საკუთარ თავს და შვილებს დიდი რაოდენობით წყლის მიღება! წყალი – პირველი და უმთავრესი საშუალება თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის.

2. მიირთვით ისეთი პროდუქტები, რომლებიც სისხლის გათხევადებას განაპირობებს. ესენია:

  • ზეითუნის და ლავანდის ზეთი;
  • ვაშლის ძმარი;
  • ნიორი და ხახვი;
  • ლიმონი;
  • მზესუმზირის თესლები;
  • ჭარხალი;
  • თევზი და თევზის ქონი;
  • პომიდორი, პომიდვრის წვენი;
  • შვრიის ფაფა;
  • მალინა, მოცვი, მარწყვი, ბალი, ალუბალი;
  • ჯანჯაფილი;

თქვენს ყოველდღიურ კვების რაციონში უნდა იყოს მინიმუმ 2-3 პროდუქტი ამ ჩამონათვალიდან.

3. შეიამცირეთ ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც სისხლის შედედებას, გასქელებას განაპირობებს. ესენია:

  • ხორცის ბულიონები;
  • ძეხვი;
  • შებოლილი საკვები;
  • თეთრი პური;
  • კრემი;
  • ოსპი;
  • ასკილი;
  • ბანანი და მანგო;
  • სხვადასხვა ბალახეული;

4. მავნე ჩვევები, რომლებიც ხელს უწყობს თრომბების ჩამოყალიბებას:

  • მოწევა;
  • ალკოჰოლი;
  • დიდი რაოდენობით მარილი;
  • სხვადასხვა ჰორმონალური და ანტიჩასახვითი პრეპარატები, ”ვიაგრა”.

5. იმოძრავეთ მაქსიმალურად ბევრი, დაიტვირთეთ ფიზიკურათ და ისეირნეთ ბევრი სუფთა ჰაერზე!

გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!

რედაქციისგან:სისხლის მიმოქცევის შენელება და თრომბების წარმოქმნა სერიოზული პრობლემაა, რომლის პროფილაქტიკა სწორი კვებისა და ცხოვრების წესის ცვლილებით შესაძლებელია. კვლევები მიუთითებს, რომ სუფთა წყლის მიღება სისხლის სიბლანტეს ამცირებს (Popkin et al., 2010), ხოლო ზოგიერთი პროდუქტი, მათ შორის, ზეითუნის ზეთი, ნიორი და თევზის ქონი, თრომბოზის რისკს ამცირებს (Estruch et al., 2013). ამასთან, ბოსტნეულისა და ხილის რეგულარული მიღება სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას უწყობს ხელს (Mann et al., 2015).

თუმცა, პროფილაქტიკა მხოლოდ კვებას არ უნდა დაეფუძნოს. ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში და თრომბების თავიდან აცილებაში (Pahor et al., 2014). მოწევა, ალკოჰოლი და ჰორმონალური პრეპარატები კი ზრდის სისხლის შედედების რისკს (Hansson et al., 2011). ამიტომ, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს სწორი კვების, რეგულარული მოძრაობისა და მავნე ფაქტორების თავიდან არიდებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს