დღესდღეობით ზოგიერთი ექიმი ცხიმოვანი ღვიძლის ეპიდემიაზე საუბრობს: მსგავსი დარღვევა სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში სულ უფრო მეტ ზრდასრულ ადამიანს აწუხებს. თუ ცხიმოვან ღვიძლს არ უმკურნალებთ და ის პროგრესირებას გააგრძელებს, შეიძლება ძალიან სერიოზული და სახიფათო გამწვავება გამოიწვიოს.
ცხიმიანი ღვიძლი ხშირად არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია, მაგრამ მასზე გავლენას მედიკამენტები ან დაავადებებიც ახდენს. მსგავსი პათოლოგია ძალიან ხშირად შეუმჩნევლად ვითარდება, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში ღვიძლში დაგროვებული ცხიმოვანი წვეთები შეიძლება ცხიმოვან გროვად შეიკრას და უფრო მსხვილი ზომები მიიღოს.
ღვიძლში ცხიმის დაგროვების ფაქტი იმას არ ნიშნავს, რომ ორგანო ძლიერ დაზიანებულია. დროული აღმოჩენით და მკურნალობით ორგანოში ცხიმის დაგროვება შეიძლება შეამციროთ. მთავარია – საჭირო ზომები მიიღოთ.
რით არის სახიფათო ცხიმიანი ღვიძლი?
დაგროვებული ცხიმი ღვიძლის უჯრედებზე გავლენას ახდენს და ანთებით პროცესებს იწვევს. თუ პათოლოგიური პროცესის გამოსწორებაზე არ იზრუნებთ, სერიოზული დაავადებები, მაგალითად ღვიძლის ციროზი, შეიძლება განვითარდეს.
ცხიმიანი ღვიძლის სიმპტომები
როგორც წესი, ღვიძლი უსიამოვნების შესახებ მკაფიო გამაფრთხილებელ ნიშნებს არ აგზავნის, თუმცა ანთებითი პროცესების დროს შეიძლება ზომაში გაიზარდოს. ამავდროულად ამით ელენთა შეიძლება გაიზარდოს და ასეთი ზრდის შემჩნევა ექიმს სავსებით შეუძლია.
ცხიმოვანი ღვიძლის დროს შეიძლება შემდეგი სიმპტომები შეამჩნიოთ:
- მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი;
- ნეკნების ქვეშ დიფუზური ტკივილი;
- დაღლილობა;
- ანორექსია;
- გულისრევა და ღებინება;
- მუცლის შებერილობა;
ცხიმოვანი ღვიძლი: ალკოჰოლური და უალკოჰოლო
ცხიმიანი ღვიძლის მთავარი მიზეზს ალკოჰოლი წარმოადგენს. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება ალკოჰოლურ ცხიმოვან ღვიძლს იწვევს.
ალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის სიმპტომები:
- სიყვითლე;
- წონის დაკლება;
- ციებ-ცხელება
უალკოჰოლო ცხიმოვანი ღვიძლის განვითარება ხშირად ჭარბ წონას და შაქრიან დიაბეტს უკავშირდება
უალკოჰოლო ცხიმოვანი ღვიძლის სხვა შესაძლო მიზეზები მოიცავს:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება, მაგალითად ქრონიკული პანკრეატიტი ან ნაწლავების ანთებითი დაავადება;
- მედიკამენტების მიღება – ღვიძლის გაცხიმოვნება შეიძლება აცეტილსალიცილის მჟავის, ამიოდარონის, სტეროიდული ჰორმონების, ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების, ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებამ გამოიწვიოს.
- ვირუსული ინფექციები და აუტოიმუნური დაავადება;
- ორსულობა;