ნატურალური მეთოდები თმის შესაღებად: დაიცავით თმა ქიმიური ზემოქმედებისგან.

15

თმების შეღებვა ქალბატონების უმრავლესობის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა, თუ როგორ დავიცვათ საკუთარი თმა ქიმიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენისგან…

პაპარაცის რედაქცია გიზიარებთ ნატურალურ მეთოდს თმების შესაღებად, რომლის ეფექტიც სულ რაღაც რამდენიმე კვირას გრძელდება, თუმცა განსხვავებით ქიმიური საღებავებისა, მას არ მოაქვს ზიანი ჩვენი თმისთვის, არამედ პირიქით – ჰმატებს მას სიმყარესა და სიჯანსაღეს.

თმის ნატურალური საღებავები

1. 1. კაკალი ყავისფერი თმისთვის

დანაყეთ 15-20 კაკლის მწვანე კანი და დაასხით მას მდუღარე წყალი (კანი მთლიანად უნდა დაიფაროს მდუღარე წყლით). მიღებული ნარევი დააყოვნეთ რამდენიმე წუთით.

მოიმარჯვეთ საღებავი ფუნჯი, ჩაალბეთ მიღებულ სითხეში და გაინაწილეთ ის მთელ თმაზე თანაბრად. გაიჩერეთ ეს ბუნებრივი საღებავი თმაზე 15-20 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ის წყლით და შემდეგ გაიპრიალეთ ვაშლის ძმრის ნაზავით (გახსენით ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ძმარი და წყალი).

თმის მუქი ფერის მისაღებად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კაკლის ნაჭუჭი. დანაყეთ ერთი მუჭა ნაჭუჭი, დაასხით მას 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყოვნეთ სამი დღით. მიღებული ბუნებრივი საღებავი დაიტანეთ თმაზე და მოითმინეთ მის გაშრობამდე.

თითოეული ზემოთ მოცემული საშუალება ძალზედ ეფექტურია და არ მოაქვს ზიანი ჩვენი თმის ჯანმრთელობისთვის. არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება, ისინი აღფრთოვანებულები დარჩებიან.

რედაქციისგან:ნატურალური მეთოდები თმის შეღებვისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ბევრი ადამიანი ეძებს ალტერნატივებს, რომლებიც ნაკლებად ზიანს აყენებს თმის სტრუქტურას. ქიმიური საღებავები ხშირად შეიცავს საზიანო ნივთიერებებს, როგორიცაა ამონია და პარაბენები, რომლებიც მას ძირს უთხრის და შეიძლება თმა შესუსტდეს. ამ საკითხზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ნატურალური საღებავები, როგორიცაა ჰენა ან ინდიგო, უფრო ჯანმრთელ ვარიანტად ითვლება, რადგან ისინი არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს (Gul et al., 2019).

თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ნატურალური მეთოდები შეიძლება საჭიროებდეს უფრო დიდ დროს და ყურადღებას, ვიდრე ქიმიური საღებავები. თმის შეღებვის პროცესში ნატურალური საღებავების გამოყენება უზრუნველყოფს არამარტო თმის ჯანმრთელობას, არამედ მას იცავს გარე ფაქტორებისგან, როგორიცაა ზედმეტი სიცხე და სიმშრალე.

რას ფიქრობთ, ამ მეთოდების გამოყენება გამოსადეგია თმისთვის? გააზიარეთ თქვენი აზრები და გამოცდილება კომენტარებში.