ენდოკრინოლოგმა ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად და წონაში დასაკლებად 5 საუკეთესო მეთოდი დაასახელა

2384
Photo by: Airman 1st Class Savannah Waters

ნელი მეტაბოლიზმი წონაში დაკლებას ხელს უშლის, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება. მაგალითად, ამერიკელი ექიმი-ენდოკრინოლოგის, ელიზაბეთ ლოუდენის თქმით, შეგიძლიათ ნივთიერებათა ცვლა ვარჯიშის და კვების ცვლილების ხარჯზე დააჩქაროთ – იუწყება Focus.de

აშშ-ში მეტაბოლური ჯანმრთელობის და გასახდომი ცენტრის წარმომადგენლის, ელიზაბეთ ლოუდენის თქმით, ნაკლებად აქტიური მეტაბოლიზმი წონაში დაკლების პროცესს ართულებს. ამ დროს ჭარბი ცხიმის წვა ძალიან ნელა ხდება და მცდელობის მიუხედავად სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ.

ექიმი ენდოკრინოლოგი საუკეთესო, ხელმისაწვდომ მეთოდებს ასახელებს, რომელთა დახმარებით ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებთ და წონაში დაკლებას დაიწყებთ. პირველ რიგში, ექსპერტი ძალოვანი ვარჯიშებით დაკავებას გირჩევთ, რომელიც კუნთოვანი მასის გაძლიერებას და გაზრდას ხელს შეუწყობს. შედეგად, კუნთები იზრდება და ცხიმი იწვება.

კიდევ ერთი გამოცდილი მეთოდი – ნაკლები კალორია მიიღეთ, განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა ფიზიკური აქტივობის დონე ძალიან დაბალია.

ასევე ლოუდენი ნუტრიენტებით მდიდარი საკვების მიღებას გირჩევთ, რომელიც ნივთიერებათა ცვლის მექანიზმის გააქტიურებას ხელს უწყობს. მაღალი ფიზიკური აქტივობის და სპორტის დღეებში სჯობს ბევრი ცილა მიიღოთ. ამის გარდა, რაციონი სასარგებლო ცხიმებით უნდა გაამდიდროთ – ავოკადო, კაკალი, არარაფინირებული მცენარეული ზეთი.

ენდოკრინოლოგი შეგახსენებთ, თუ ნივთიერებათა ცვლის პრობლემები როგორ გამოიცნოთ. ის განმარტავს, რომ ნელი ნივთიერებათა ცვლის დროს ძლიერი დაღლილობა იგრძნობა.

„როცა მიღებული საკვები ძალიან ნელა იწვება, ადამიანი დაღლილობას, ძილიანობას და მოთენთილობას გრძნობს. სხვა გამაფრთხილებელი სიგნალებია – თმის ცვენა, ხშირი თავის ტკივილი და ჩვეულებრივი პორცია საკვების მიღების დროს წონის მოულოდნელი მატება“ – ამბობს სპეციალისტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს