
ყველამ კარგად ვიცით, რომ სტაფილო სასარგებლო ბოსტნეულია, B-კაროტინის და A-ვიტამინის მაღალი შემცველობით, რომელთაც ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ, კონკრეტულად კი თვალებისათვის. სტაფილო ასევე წარმოადგენს ისეთი ვიტამინების წყაროს როგორებიაა C,K,B ჯგუფის ვიტამინები, ის ასევე შეიცავს მრავალ მინერალებს,მათ შორის კი მანგანუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, კალიუმის, კალციუმის და რკინის.
სტაფილო სასარგებლოა ჩვენი თვალებისათვის, ის ასევე სასიკეთო გავლენას ახდენს დაზიანებულ ნაწლავებზე და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის გვეხმარება ასთმასთან, ხველასთან, ბრონქიტთან, გაცივებასთან და ნებისმიერი რესპირატორული ხასიათის დაავადებასთან ბრძოლაში.
ქვემოთ შეგიძლიათ წაიკითხოთ პაპარაცისს რედაქციის მიერ შემოთავაზებული რეცეპტი, რომელიც როგორც უფროსებისთვის ასევე ბავშვებისთვისაც მისაღებია. თქვენ შეძლებთ მოირჩინოთ ხველა და გამოდევნოთ ფილტვებიდან სისველე.
ინგრედიენტები:
- 0,5 კგ სტაფილო
- 3-4 სუფრის კოვზი თაფლი
მომზადების წესი:
- დაჭერით სტაფილო კუბებად
- შემდეგ ცოტათი მოხარშეთ, დარბილებამდე
- კარგად დააბლენდერეთ
- ის წყალი რომელშიც სტაფილოს ხარშავდით არ გადაღვაროთ. ის უნდა გააცივოთ და თაფლი დაამატოთ მასში.
- შემდეგ კი ეს სითხე სტაფილოს პიურეს დაუმატოთ.
ამის შემდეგ თქვენი ნატურალური საშუალება მზად არის! შეინახეთ ის ცივ ადგილას ან მაცივარში (8-10 გრადუს ცელსიუსზე / 46-50 ფარენგეიტით)
გამოყენების წესი:
ეს ნატურალური საშუალება აბსოლიტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მისი დალევა შეგიძლიათ ხშირად. კარგი ეფექტის მისაღებად საკმარისია 3-4 სუფრის კოვზი დღის განმავლობაში. შედეგს ხილული გახდება ერთი ან ორი დღის შემდეგ. ის დაგეხმარებათ ორგანიზმიდან სისველის გამოდევნაში და მოგირჩენთ ხველას.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- რა სარგებლობა მოაქვს სტაფილოს თვალებისთვის?
სტაფილო მდიდარია B-კაროტინით, რომელიც ორგანიზმში A-ვიტამინად გარდაიქმნება და ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას. - შეიძლება თუ არა სტაფილოს სიროფი ბავშვებისთვის?
დიახ, ეს ბუნებრივი საშუალება უსაფრთხოა როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, რადგან არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს. - რამდენ ხანში გამოჩნდება შედეგი?
ხველის საწინააღმდეგო ეფექტი შესამჩნევი ხდება 1-2 დღის განმავლობაში რეგულარული მიღების შემთხვევაში.
რჩევა რედაქციისგან:სტაფილო არა მხოლოდ ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი წყაროა, არამედ შესანიშნავი ნატურალური საშუალებაცაა რესპირატორული დაავადებების წინააღმდეგ. კვლევების მიხედვით, B-კაროტინი და A-ვიტამინი აძლიერებენ იმუნიტეტს და ხელს უწყობენ ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით მექანიზმებს (Harvard T.H. Chan School of Public Health, 2023). გარდა ამისა, თაფლს აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც დამატებით ეხმარება ფილტვებისა და სასუნთქი გზების გაწმენდაში (National Center for Biotechnology Information, 2022). ამ მარტივი რეცეპტის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გაძლიეროთ იმუნიტეტი და სწრაფად დაამარცხოთ ხველა!