შეიძლება თუ არა ალერგიული რინიტის სამუდამოდ მოშორება

1560
photo by BruceBlaus on commons.wikimedia.org

ალერგიული რინიტი უსიამოვნო მოვლენაა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. მისი გამომწვევი წყარო შეიძლება იყოს მტვერი, შინაური ცხოველის ბეწვი, ყვავილი – სია შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ. შეიძლება თუ არა ალერგიული რინიტის სამუდამოდ მოშორება, ამ კითხვას ექსპერტი პასუხობს.

სამწუხაროდ, პრობლემის სამუდამოდ მოშორებას სამკურნალოდ საშუალებებით ვერ შეძლებთ. როგორც მინიმუმ, ამ დრომდე ექიმებისთვის ამ პრობლემის გადაჭრის მეთოდი უცნობია. ამის შესახებ პროგრამის „ყველაზე მთავარის შესახებ“ წამყვანი, ექიმი ტატიანა შაპოვალენკომ განაცხადა.

„ალერგიული დაავადებების ძირითადი მკურნალობა ალერგენის გამოვლენას და მასთან კონტაქტის შეზღუდვას მოიცავს. სამწუხაროდ, ალერგიის სამუდამოდ მოშორება შეუძლებელია“ – აცხადებს სპეციალისტი.

შაპოვალენკო ამატებს, რომ სამკურნალო საშუალება დროებით აქრობს ალერგიის სიმპტომებს, რომელიც პაციენტს აწუხებს: ქავილი, შეშუპება, გაჭედილი ცხვირი და ა.შ., გვიზიარებს გამოცემა „არგუმენტები და ფაქტები“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს