ცნობილი კარდიოქირურგი, რომელმაც 2019 წლის 22 დეკემბერს 80 წლის იუბილე აღნიშნა, გიამბობთ, თუ რომელი ჩვევები დაგეხმარებათ ღრმა სიბერემდე ჯანსაღი გულის შენარჩუნებაში. მისი თქმით, სრულყოფილი ძილი, ზომიერი კვება და საყვარელი საქმე უმთავრესია.
„პირველი ჩვევა კარგი განწყობა, ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებაა. ჩემი ღრმა რწმენით ამის გარეშე არაფერი გამოვა. მეორე, ჩემი აზრით ადამიანს საინტერესო საქმე უნდა ჰქონდეს, რომ რაღაცის გაკეთება, შექმნა შეძლოს. მას შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება რაღაცას ქმნიან, უფრო დიდხანს ცხოვრობენ, თუ მათ რაიმე სერიოზული დაავადება არ აწუხებთ. რა თქმა უნდა, შემდეგი ელემენტი ჯანსაღი ცხოვრების წესია“ – ირწმუნება ლეო ბოკერია TACC-თან ინტერვიუში.
გარდა ამისა, ქირურგი აღნიშნავს, რომ მედიკამენტების დახმარების გარეშე სრულყოფილი ძილი აუცილებელია. ასე ორგანიზმს ძალების აღდგენასა და საათივით სწორად მუშაობაში დაეხმარებით. საკვების ჭარბად მიღება კარგს არაფერს მოგიტანთ. სწორედ ამიტომ, ზომიერი კვება და ფიზიკური აქტივობა თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს.
ლეო ბოკერიას შესახებ
ლეო ბოკერიამ პარკუჭის ნაადრევი აღგზნების სინდრომის, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის და სიცოცხლისთვის სახიფათო პარკუჭის არითმიის დროს ქირურგიული ოპერაციების ახალი მეთოდები შეიმუშავა. კარიერის განმავლობაში ღია გულზე რამდენიმე ათასი ოპერაცია ჩაატარა. საზღვარგარეთ რამდენიმე სადემონსტრაციო ოპერაცია არაერთხელ ჩაატარა. 1976 წელს ლენინის პრემიის, 1986 წელს სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის, ხოლო 2020 წელს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.