
დისბაქტერიოზი, ანუ ნაწლავების მიკროფლორის დარღვევა, ხშირად იწვევს არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის, არამედ მთელი ორგანიზმის პრობლემებს. კომშის თესლის ნახარში, როგორც ნატურალური საშუალება, გვეხმარება ამ დარღვევის მკურნალობასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებაში.
დისბაქტერიოზი, იგივე დისბიოზი, წარმოადგენს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობის დარღვევას. ამ მდგომარეობას ხშირად თან ახლავს სიმძიმე მუცელში, მეტეორიზმი, შეკრულობა ან ფაღარათი. ხშირად ის ვითარდება ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღების შემდეგ ან დაუბალანსებელი კვების ფონზე.
ერთ-ერთი ეფექტური და ბუნებრივი გამოსავალი ამ პრობლემის მოსაგვარებლად სწორედ კომშის თესლის გამოყენებაა. მას დიდი ხანია იყენებენ ხალხურ მედიცინაში როგორც გასტროენტეროლოგიური პრობლემების, ასევე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ
ინგრედიენტები:
- 2 ჩ/კ კომშის კურკები
- 2 ჭ. წყალი
მომზადება და გამოყენების წესი:
- 2 ჩაის კოვზ კომშის კურკებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გადაწურეთ, დადგით 6 საათი.
- სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა ნახარში 3 ჯერ დღეში, ჭამამადე ნახევარი საათით ადრე.
ექიმის კომენტარი: დისბაქტერიოზის დროს განსაკუთერბული მნიშვნელობა აქვს ნაწლავთა ლორწოვანი გარსის მდგომარეობას, ნაწლავის ზედაპირზე ლორწოს რაოდენობას და კონსისტენციას. სწორედ მასში მრავლდება ის სასარგებლო ბაქტერიები, რომელთა ნაკლებობაც ამწვავებს ამ დაავადებას. კომშის თესლი კი დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფს და ამ ლორწოს აქვს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის დამცავი თვისება. ამიტომ კომშის თესლის ნაყენი წარმატებით გამოიყენება გასტროენტერიტების, სპაზმური კოლიტების, მეტეორიზმის, დისბაქტერიოზის დროს. ამ ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ლორწოვანის შემომგარსველი ეფექტიც.
სწორედ ლორწოს შემცველობის გამო კომშის თესლის ნაყენი დადებით შედეგს იძლევა ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს – იგი ათხელებს ნახველს და აადვილებს ამოხველებას.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- შეიძლება თუ არა კომშის თესლის ნაყენის მიღება ბავშვებში?
კი, შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ. მცირე ასაკის ბავშვებში საჭიროა დოზის განსაზღვრა ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით. - რამდენად უსაფრთხოა კომშის თესლის ნაყენი ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში?
კომშის თესლი, როგორც ნატურალური საშუალება, არ ითვლება ტოქსიკურად, თუმცა ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია ექიმთან შეთანხმება. - რამდენ ხანს შეიძლება კომშის თესლის ნაყენის მიღება?
რეკომენდებულია მიღება 10-14 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ საჭიროა შესვენება ან ექიმის რეკომენდაციით გაგრძელება. - შესაძლებელია თუ არა ნაყენის ეფექტის გაძლიერება სხვა ბალახებით?
დიახ, თუმცა კომბინაციები აუცილებლად უნდა შეირჩეს სპეციალისტთან ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ ურთიერთშეწინააღმდეგება და ალერგიული რეაქციები. - შეიცავს თუ არა კომშის თესლი შხამიან ნივთიერებებს?
უმი კომშის თესლი მცირე რაოდენობით შეიცავს ამიგდალინს, რაც დიდი დოზით შეიძლება ტოქსიკური იყოს. თუმცა ნახარში ამ ნივთიერებას არ შეიცავს და უსაფრთხოა რეკომენდებული დოზით გამოყენებისას.
დასკვნა რედაქციისგან: საერთაშორისო კვლევები, მათ შორის Frontiers in Microbiology და World Journal of Gastroenterology, ადასტურებენ, რომ ნაწლავების მიკროფლორის ბალანსის აღდგენა მნიშვნელოვნად აისახება მთლიან იმუნურ ფუნქციონირებაზე. სწორედ ამ მექანიზმს ეფუძნება კომშის თესლის გამოყენება – იგი უზრუნველყოფს ლორწოვანის რეგენერაციას და ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.
გარდა ამისა, კვლევები მიუთითებენ, რომ ბუნებრივი პოლისაქარიდებით მდიდარი მცენარეები, როგორიცაა კომშის თესლი, წარმოადგენს პოტენციურ პრებიოტიკს, რაც აძლიერებს ნაწლავის ფლორის მრავალფეროვნებას და ფუნქციონირებას.
ეს რეცეპტი არამხოლოდ მარტივია, არამედ ხელმისაწვდომი და უსაფრთხო საშუალებაა როგორც დისბაქტერიოზის, ისე ზოგადად საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებისთვის.