ყველაზე ეფექტური ანტიცელულიტური კრემები, რომელთა მომზადებაც თავად შეგიძლიათ

4

ცელულიტი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და შემაწუხებელი ესთეტიკური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი აღმოფხვრა ხშირად ძვირადღირებულ პროცედურებთან ასოცირდება, არსებობს ეფექტური და ბუნებრივი გზებიც. პაპარაცის რედაქცია წარმოგიდგენთ ოთხ ხელმისაწვდომ ანტიცელულიტურ რეცეპტს, რომელთა გამოყენება სახლის პირობებში მარტივად შეგიძლიათ.

ცელულიტის მოსაშორებლად დღეს სხვადასხვა მეთოდები და საშუალებები გამოიყენება, მაგრამ მათგან ბევრი საკმაოდ ძვირადღირებულია. საბედნიეროდ, ბუნებრივი პროდუქტებით დამზადებული კრემები ხელმისაწვდომი და ეფექტური ალტერნატივაა. ამ სტატიაში დეტალურად გაეცნობით შემდეგ ანტიცელულიტურ რეცეპტებს:

ყავაზე დამზადებული კრემი დაამარცხებს ცელულიტს

ყავა უკვე დიდი ხანია ჩვეულ ინგრედიენტად იქცა სილამაზის ინდუსტრიის მრავალ საშუალებაში, რადგან დამტკიცებულია მისი მრავალი დადებითი თვისება კანის იერისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საკითხში. დღეს ჩვენ გთავაზობთ ყავის ბუნებრივი სახით გამოყენების ხერხს ცელულიტთან საბრძოლველად. ეს კოფეინის შემცველი სიკეთე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამსუბუქებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.
ინგრედიენტები:

  • 1/4 ჭიქა ყავა
  • 3/4 ჭიქა სეითუნის ზეთი (170 გრამი)
  • 1,5 ჭიქა შაქარი (300 გრამი)

მომზადების და გამოყენების წესი :

  1. აიღეთ სუფთა ჭურჭელი და შეურიეთ მასში ყველა ინგრედიენტი, თქვენ უნდა მიიღოთ საკმაოდ სქელი და წებოვანი მასა.
  2. შემდეგ კი დაიტანეთ მიღებული პასთან სხეულის პრობლემურ ზონებზე, დაიმასაჟეთ და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.
  3. საუკეთესო შედეგების მისაღწევად, მოცემული პროცედურა უნდა გაიმეოროთ ჯვირაში მინიმუმ 3 ჯერ.

ქოქოსის ზეთზე დამზადებული ანტიცელულიტური კრემი

ქოქოსის ზეთმა პოპულარობა მოიპოვა როგორც ნატურალურმა დამატენიანებელმა საშუალებამ, რაც კანის სტრუქტურის აღდგენის და მისი საჭირო ნესტით უზრუნველყოფით შეძლო.
ანტიცელულიტური საშუალება, რომელიც ჩვენ გვსურს წარმოგიდგინოთ საკუთარ თავში შეიცავს ასევე ორი ციტრუსის თვისებებსაც, რომლებიც მდიდარი არიან ანიოქსიდანტებით და ლიმფური სისტემის მასტიმულირებელი თვისებებით. ის დაგეხამრებათ მოიშოროთ ტოქსინები და გააუმჯობესოთ კანის მდგომარეობა.
ინგრედიენტები:

  • 7 წვეთი ლიმონის ექსტრაქტი
  • 1 სუფრის კოვზი გრეიფრუტის წვენი (15 მლ)
  • 6 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი (90გ)

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი სუფთა ჭურჭელში ერთგვაროვან მასის მიღებამდე.
  2. მისი სხეულზე წასმის წინ კარგად დაიბანეთ პრობლემური ზონა, რომ კრემმა კანის სტრუქტურაში ღრმად შეღწევა მოახერხოს.
  3. შემდეგ აიღეთ კრემის საჭირო რაოდენობა და წაივით ის მსუბუქი წრიული მოძრაობებით.
  4. შეეცადეთ ეს პროცედურა კვირაში 3-4 ჯერ ჩაიტაროთ.

როზმარინზე და ავოკადოს კურკაზე დამზადებული ანტიცელულიტური კრემი

როზმარინის ზეთი ასევე მიეკუთვნება ინგრედიენტებს რომლებიც სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას ახდენენ, ის კი თავისმხრივ ამცირებს ცელულიტს.
მოცემული რეცეპტი გულისხმობს როზმარინის ზეთისა და ავოკადოს კურკის შერწყმას, რადგან მწვანე ხილის სწორედ ამ ნაწილშია თავმოყრილი დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტები და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები. შედეგად თქვენ მიიღებთ ნატურალურ ანტიცელულიტურ საშუალებას, რომელიც გააძლიერებს კანს და მას უფრო თანაბარს გახდის.

ინგრედიენტები:

  • როზმარინის ზეთი
  • 1 ავოკადოს კურკა
  • 2 სუფრის კოვზი წყალი (30მლ)

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. ჩაქუჩის ან ქვასანაყის დახმარებით დაფხვენით ავოკადოს კურკა ისე რომ გრანულების ზომის ნატეხები მიიღოთ(შემდეგ კი დაფქვით ყავის საფქვავში)
  2. შემდეგ შეურიეთ წყალი და როზმარინის ზეთი სქელი მასის მიღებამდე.
  3. ამის შემდეგ შეგიძლიათ ის წაისვათ დუნდულებზე და ბარძაყებზე მსუბუქი მასირებადი მოძრაობებით, ზეთი კარგად უნდა შეიწოვოს კანმა.

ალოე ვერაზე დამზადებული ანტიცელულიტური კრემი

ალოე ვერა წარმოადგენს ნატურალურ ინგრედიენტს, რომელიც კვებავს, ატონიზირებს და აღადგენს კანს, სწრაფად აუმჯოესებს მის მდგომარეობას და იერს.
ეს ანტიცელულიტური კრემი ეფექტურად ებრძვის “ფორთოხლის ქერქის”-ს მზგავს კანს და კანს მეტ ელასტიურობას სძენს.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ალოე ვერას გელი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი (15 გრამი)
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ( 75 გრამი)

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. გამოწურეთ საკმარისი რაოდენობის წვენი ალოე ვერას ფოთლებიდან და შეურიეთ ის შაქარსა და ზეითუნის ზეთს.
  2. თქვენ მიიღებთ კრემს, რომელიც მსუბუქი მასირებადი მოძრაობებით უნდა შეიზილოთ სუფთა კანში.
  3. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში მინიმუმ 3 ჯერ.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

Q1: რამდენ ხანში იქნება შესამჩნევი შედეგი?
A1: რეგულარული გამოყენების შემთხვევაში შედეგები ჩანს დაახლოებით 3-4 კვირაში.

Q2: შეიძლება თუ არა ამ რეცეპტების კომბინირება?
A2: დიახ, შეგიძლიათ კვირაში სხვადასხვა კრემი გამოიყენოთ, მაგრამ ერთდროულად არა.

Q3: რომელი რეცეპტი გამოდგება მგრძნობიარე კანისთვის?
A3: ალოე ვერასა და ქოქოსის ზეთზე დამზადებული კრემები იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის.

დასკვნა რედაქციისგან: ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ანტიცელულიტური კრემები ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა ცელულიტის წინააღმდეგ საბრძოლველად. კვლევების მიხედვით, კოფეინი და ციტრუსის ექსტრაქტები კანის მიკროცირკულაციას აუმჯობესებენ და ხელს უწყობენ ცხიმოვანი გროვების დაშლას (International Journal of Cosmetic Science, 2019). სხვა კვლევები კი აჩვენებენ, რომ ალოე ვერა და ქოქოსის ზეთი მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ კანის სტრუქტურას და ელასტიურობას (Journal of Ethnopharmacology, 2020).

სწორად შერჩეული ბუნებრივი ინგრედიენტებითა და რეგულარული გამოყენებით, თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი კანის მდგომარეობა და დააღწიოთ თავი ცელულიტს სახლიდან გაუსვლელად.