ფასი ნაკლებია, ეფექტი საოცარი – აფთიაქში ნაპოვნი იაფი საშუალება თმის სწრაფი ზრდისთვის!

12

თმის ზრდა ხშირად ბუნებრივად ხდება ნელი ტემპით, რაც განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა მტკივნეული, ვინც ცდილობს გრძელი, სქელი და ჯანსაღი თმის მიღწევას. საბედნიეროდ, არსებობს იაფი და ეფექტური აფთიაქური საშუალება – ნიკოტინის მჟავა (ვიტამინი B3), რომელსაც საოცარი შედეგების მოტანა შეუძლია სულ რაღაც ერთ თვეში! თმის ძირებში მისი რეგულარული წასმა აჩქარებს ზრდას, აჩერებს ცვენას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის კანში.

რა არის ნიკოტინის მჟავა?

ნიკოტინის მჟავა, იგივე ნიაცინი (ვიტამინი B3), წარმოადგენს ვიტამინურ ნაერთს, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს კაპილარული სისხლის მიმოქცევას. როცა მას ვისვამთ თავის კანზე, ის ხელს უწყობს ფოლიკულების აქტივაციას და თმის ზრდის დაჩქარებას.

გსურთ, რომ თქვენი თმები 2-4 სანტიმეტრით იზრდებოდენ თვის მანძილზე. თქვენ უნდა წახვიდეთ აფთიაქში და შეიძინოთ ნიკოტინის მჟავა 1%, ის საკმაოდ იაფიც ღირს, ამიტომ ნუ იძუნწებთ შენაძენზე და ყოველ საღამოს მშრალ თმაზე 1-2 ამპულა (დამოკიდებულია თმის სიხშირეზე) შეიზილეთ ძირებში. აღანიშნავია, რომ თუკი თმაზე რაიმნე გაქვთ წასმული ის თავდაპირველად უნდა ჩამოიბანოთ.

ეს პროცედურა უნდა განაგრძოთ ერთი თვის მანძილზე, შემდეგ კი იგივე პერიოდით შეისვენოთ და გაიმეოროთ პროცედურა.თმები არ ცხიმიანდება რადგან ეს მჟავა წყალივითაა, პირიქით მცირედით მოცულობასაც კი სძენს თმას.
იმის ხარჯზე, რომ ეს საშუალება აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თმა საკმაოდ კარგად იწყებს ზრდას, ასევე შეჩერდება თმის ცვენაც.
გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ ეს საშუალება სახის კანზე არ მოგხვდეთ – მან შესაძლოა გაწითლება გამოიწვიოს.
ამ საშუალების გამოყენება აკრძალულია მათვის ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს!

უკუჩვენებები

ნიკოტინის მჟავა არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:

  • მაღალი არტერიული წნევის დროს
  • ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი კანი
  • ვერ უნდა მოხვდეს სახის კანზე – შესაძლებელია გაწითლება ან წვის შეგრძნება

ხშირად დასმული კითხვები:

  1. ნიკოტინის მჟავა ასქელებს თუ არა თმას?
    პირდაპირ არ ასქელებს, მაგრამ აუმჯობესებს ფოლიკულების მუშაობას, რაც საბოლოოდ უფრო ჯანმრთელ და ძლიერი თმას ნიშნავს.
  2. შეიძლება თუ არა ყოველდღიური გამოყენება?
    დიახ, თმის ძირებში ყოველდღიური წასმა რეკომენდებულია მხოლოდ ერთთვიანი კურსის განმავლობაში, შემდეგ აუცილებელია შესვენება.
  3. როგორ გავიგო რომ პროდუქტი მუშაობს?
    10-14 დღეში შეამჩნევთ ახალი „ბუჩქუკების“ გაჩენას თავის კანზე – ეს არის პირველი ნიშანი, რომ ფოლიკულები აქტიურდება.
  4. შეიძლება თუ არა თმის ცვენა დასაწყისში?
    ზოგჯერ, პროდუქტის პირველ დღეებში მოსალოდნელია მსუბუქი ცვენა – ეს ნიშნავს, რომ დასუსტებული თმა გამოიფრქვევა, რათა ახალმა, ძლიერმა ამოსვლას დაიწყოს.

დასკვნა რედაქციისგან:თმის ზრდის სტიმულაცია ბუნებრივი გზით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თემა გახდა ბიუჯეტურ სილამაზის სამყაროში. ნიკოტინის მჟავა სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს – იაფი, მარტივად ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება, რომელიც ვიტამინ B3-ის მეშვეობით აუმჯობესებს თავის კანის მიკროცირკულაციას და ასტიმულირებს ფოლიკულებს.

Dermatology Research and Practice (2020)-ის თანახმად, ნიაცინის ადგილობრივი გამოყენება თმის ზრდას მნიშვნელოვნად აჩქარებს და დადებითად მოქმედებს ფოლიკულურ რეგენერაციაზე. ამასთანავე, International Journal of Trichology (2022) აღნიშნავს, რომ ნიკოტინის მჟავა მცირედით აუმჯობესებს თმის მოცულობას და ბზინვარებასაც კი.

თუ გსურთ სწრაფად გაზარდოთ თმა, შეამციროთ ცვენა და გააუმჯობესოთ თმის ხარისხი – ნიკოტინის მჟავა შესაძლოა თქვენი იდეალური პასუხი იყოს.