პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნება არამხოლოდ ღრძილების დაავადებას აღკვეთს, არამედ აუმჯობესებს საერთო თვითშეგრძნებასაც. რამდენიმე კვლევა ამტკიცებს, რომ პირის ღრუს ბაქტერიები შეიძლება ნეგატიურად მოქმედებდეს ორგანოების, განსაკუთრებით, გულის ჯანმრთელობაზე. ეს 4 საშუალება თქვენს ღიმილს გაალამაზებს, ხოლო ორგანიზმს – გამოაჯანმრთელებს.
მაგალითად, პირის ღრუს ბაქტერიები და ანთება შეიძლება დაკავშირებული იყოს:
- ენდოკარდიტთან (გულის ლორწოვანი გარსის ანთება);
- გულის დაავადებებთან;
- დაბადებისას მცირე წონასთან;
- ნაადრევ მშობიარობასთან.
4 საშუალება კბილების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
1. გაზარდეთ ვიტამინ D3-ის მოხმარება
D ვიტამინი აძლიერებს ჩვენს ძვლებს და გვეხმარება ჰორმონების დაბალანსებაში. ზოგიერთი კვლევების მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ მზის ვიტამინი, აგრეთვე, ხელს უშლის კბილების განადგურებას. 24 კლინიკური ცდის შედეგებმა აჩვენა, რომ საკმარისი რაოდენობით D3-ის მოხმარება ამცირებს კბილების მოშლის რისკს 50%-ით.
2. მიიღეთ პრობიოტიკები
პრობიოტიკები – ესაა ცოცხალი მიკროორგანიზმები, რომლებსაც პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესება მავნე ბაქტერიების ლიკვიდირების გზით. კარგი ბაქტერიები კლავს Streptococcus-ის სახეობის ბაქტერიებს, რომლებიც კარიესს იწვევს. პრობიოტიკები, აგრეთვე, აღკვეთს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს. შეიძლება მათი, როგორც ფერმენტირებული პროდუქტების, ისე პრობიოტიკული დანამატების მიღება.
3. გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი სავლების ნაცვლად
შეგიძლიათ, ქოქოსის ზეთი პირის ღრუს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ. იმის ნაცვლად, რომ პირის ღრუ ჩვეულებრივი სითხით გამოივლოთ, რომელიც შეიძლება სპირტს შეიცავდეს, გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი, რომელიც თავისი ანტიბაქტერიული თვისებებითაა ცნობილი. ქოქოსის ზეთი ანადგურებს Streptococcus mutans-ებსა და Candida-ს სოკოებს, რომლებსაც შეუძლიათ ანთების, კბილების განადგურებისა და მეორადი ინფექციების გამოწვევა.
4. შეცვალეთ შაქარი ქსილიტით
ქსილიტი არამხოლოდ შაქრის ჯანსაღი ალტერნატივაა, არამედ გვეხმარება კბილების დაცვაშიც. იგი ხელს უშლის Streptococcus-ის ბაქტერიებისა და სხვა მიკრობების გამრავლებას პირის ღრუში.