სპეციალისტის რჩევები: როგორ მოვიშოროთ შავი წრეები თვალქვეშ

424
photo by Biswarup Ganguly on commons.wikimedia.org

თვალქვეშა კანის შავი წრეებისგან დასაცავად, აუცილებელია საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების მირთმევა. – ამტკიცებს გერმანელი პლასტიკური და ესთერიკური ქირურგიის სპეციალისტი, პეიმან ბამდადი.

რაციონი

ექსპერტის თქმით, მიზეზი, რომლის გამოც თვალქვეშ მუქი წრეები ჩნდება, დაკავშირებულია იმასთან, რომ კანი იქ განსაკუთრებით თხელია, არ აქვს გამოხატული ცხიმოვანი ფენა, – კანქვეშ ჩანს არასასურველი სისხლძარღვები. თუმცა, ჩვევებისა და ცხოვრების წესის თავისებურებების გამო შეიძლება თვალქვეშა წრეები ნაადრევად გაჩნდეს და განსაკუთრებით ღრმა ჩანდეს.

-“კანის გარეგნობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი საკუთარი ცხოვრების წესი. კანის მთავარი მტერია ჭარბი მზე, სითხის უკმარისობა, მოწევა, სტრესი და ცუდი კვება.” – ხსნის პეიმანი.

ექსპერტის თქმით, ადამიანი, რომელიც საკმარისი რაოდენობით წყალს სვამს, არ ეწევა და მიირთმევს ვიტამინებით მდიდარ და მარილით ღარიბ პროდუქტებს, ეხმარება ორგანიზმს სიბერის ნიშნების პროფილაქტიკაში, მათ შორის კი ღრმა თვალქვეშა წრეებიცაა.

მოვლა

სპციალისტი ხაზს  უსვამს, რომ თვალქვეშა კანის პრობლემებს ხშირად აწყდებიან ისინი, ვინც კონტაქტურ ლინზებს იყენებს. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თვალებს დასვენების შესაძლებლობა მისცენ და არასდროს დაიძინონ კონტაქტური ლინზებით. ასევე, შავი წრეების გაჩენისას, მიმართეთ გაჯერებულ ცხიმიან კრემს, რომელიც კანზე თვალის ფოსოების ზოლზე, დაკვრითი, მსუბუქი მოძრაობებით უნდა წაისვათ – ეს ასტიმულირებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას.

ძალიანს ასარგებლოა გაგრილებული ჩაის ან ყავის პაკეტები. დაყენების შემდეგ, ისინი უნდა გააგრილოთ და დაიდოთ თვალის არეებზე – ასეთი აპლიკაციები ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და თვალებზე შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს