წყურვილის გრძნობიდან მუცლის შებერილობამდე – როგორც მინიმუმ, სხეულის 6 სიგნალი არსებობს, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან ეს პოტენციური სერიოზული საფრთხის ნიშანი შეიძლება იყოს.
წყურვილი. სისხლში შაქრის მომატებულმა დონემ შეიძლება დაღლილობა, წყურვილის გრძნობა და წყლის უფრო ხშირად მოხმარება, ასევე ხშირი შარდვა გამოიწვიოს. გაძლიერებული წყურვილის გარდა ადამიანს შეიძლება აღენიშნოს ინფექციების მიმართ მგრძნობელობა, ძირმაგარა და წონის შემცირება.
შარდში სისხლი. მაშინაც კი, თუ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, ექიმთან შემოწმებაზე მაინც უნდა მიხვიდეთ. შარდში სისხლი შეიძლება ცისტიტმა ან შარდის ბუშტის სიმსივნემ გამოიწვიოს. შარდის ბუშტის სიმსივნემ ადრეულ სტადიაზე შარდში სისხლი შეიძლება რეგულარულად არ გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, თუ სისხლი გაჩნდა და გაქრა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება.
სისხლჩაქცევები უმიზეზოდ. ასეთი სისხლჩაქცევების გაჩენა შეიძლება ასპირინის ან ანტიკოაგულანტების, როგორიცაა ვარფარინი, მიღებამ გამოიწვიოს. ყველა ვარიანტში სჯობს ექიმთან შემოწმებაზე მიხვიდეთ. უმიზეზო სისხლჩაქცევა შეიძლება სისხლში თრომბოციტების დეფიციტის ან ლეიკემიის ნიშანი იყოს.
ხრინწიანი ხმა. ხრინწი, რომელიც 3 კვირაზე მეტხანს გრძელდება, სხეულის სიგნალია, რომლის დროსაც ექიმს უნდა მიმართოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მწეველია.
ღამით ოფლდენა. ქალებში ღამით ოფლდენა მენოპაუზის დროს ძალიან გავრცელებული სიმპტომია. მიუხედავად ამისა, მუდმივად ღამით ოფლდენა და დაბალი ტემპერატურა შეიძლება ლიმფომას, სისხლის სიმსივნის მანიშნებელი იყოს.
შებერილობის შეგრძნება. დიდი რაოდენობით საკვების მიღების შემდეგ მუცლის შებერილობა ბუნებრივი მოვლენაა. თუ ჭამის შემდეგ მუცლის შებერილობა მუდმივი შეგრძნება გახდა, ამასთან უფრო სწრაფად დანაყრდით და მუცლის და მენჯის არეში ხანგრძლივი პერიოდით ტკივილს გრძნობთ, ექიმს უნდა მიმართოთ. ეს შეიძლება საკვერცხეების სიმსივნის სიგნალი იყოს.