წითელი ხორცი გაფანტული სკლეროზის რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ

0
144
photo by Aga Maszota on Pixabay

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჯანსაღ დიეტასთან ერთად წითელი ხორცის მოხმარებამ შეიძლება გაფანტული სკლეროზის რისკი შეამციროს. მათი კვლევის შედეგები ჟურნალმა Nutrition-მა გამოაქვეყნა.

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც თავის და ზურგის ტვინის ნერვული ბოჭკოების მიელინის გარსი ზიანდება. საწყის სტადიაზე დაავადება ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა, კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის პრობლემები, კოგნიტური ფუნქციების დარღვევა და განწყობის ცვლილება. დროთა განმავლობაში გაფანტულმა სკლეროზმა შეიძლება ნაწილობრივი დამბლა ან ინვალიდობა გამოიწვიოს.

სახიფათო დაავადების განვითარებას წინ უძღვის ცენტრალური ნერვული სისტემის დემიელინიზაციის პროცესი – გაფანტული სკლეროზის გავრცელებული წინამორბედი. ავსტრალიელი მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტამ, რომელიც დაუმუშავებულ წითელ ხორცს შეიცავს, შეიძლება დემიელინიზაციისგან დაგვიცვას.

მათი მონაცემები იმაზე საუბრობს, რომ გაფანტული სკლეროზის განვითარების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის ერთი პორცია (55 გრ) დაუმუშავებული წითელი ხორცის რეგულარულად მიღება შეიძლება სასარგებლო იყოს.

„სრულად ცხადი არაა, თუ ჯანსაღ დიეტასთან ერთად წითელი ხორცის მოხმარება გაფანტული სკლეროზის რისკს რატომ ამცირებს, მაგრამ წითელი ხორცი მნიშვნელოვან მაკრო და მიკროელემენტებს შეიცავს, მათ შორის ცილებს, რკინას, თუთიას, სელენს, კალიუმს, D ვიტამინს და B ჯგუფის რიგ ვიტამინებს. ამ ნივთიერებების უმეტესობა ნევროლოგიური ფუნქციების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია“ – აღნიშნავს კვლევის წამყვანი ავტორი ლუსინდა ბლექი, კერტინის უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლიდან.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი