ანანასს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებელი მოაქვს: იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და სისხლის მიმოქცევას, გვეხმარება ხველის დროს, აძლიერებს ძვლებს, იცავს ორგანიზმს კიბოს გაჩენისგან. ჩვენი რედაქცია დღეს ამ ხილის თვისებებს გაგაცნობთ.
- საჭმლის მონელების გაუმჯობესება
ანანასი მდიდარია ხსნადი და უხსნელი ბოჭკოებით, რომლებიც ასტიმულირებს საკვების მოძრაობას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, გვიცავს ყაბზობის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და დიარეისგან. გარდა ამისა, საჭმლის მომნელებელი ფერმენტი ბრომელაინი, რომელსაც ანანასი შეიცავს, გვეხმარება ცილების დაშლაში, რათა ისინი მარტივად აითვისოს ორგანიზმმა.
- ხველის შემსუბუქება
ხველის საწინააღმდეგო სიროფის ნაცვლად, გამოიყენეთ ანანასი, როგორც ბუნებრივი საშუალება. იმის წყალობით, რომ ანანასი მდიდარია C ვიტამინით, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, და ბრომელაინით, რომელიც აზავებს ლორწოს და ხელს უშლის სისველის წარმოქმნას – ეს ხილი და მისი წვენი შესანიშნავად ანაცვლებს ხველის სამკურნალო პრეპარატებს.
- ძვლების გაძლიერება
ცოტამ თუ იცის, რომ ანანასი ძალიან ეფექტურია ძვლების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მეცნიერები მის ამ თვისებას მარგანეცის მაღალ შემცველობას უკავშირებენ.
- კიბოს პროფილაქტიკა
ანანასის შემცველობაში არსებულ სხვადასხვა ნაერთს შორის, მარგანეცი განსაკუთრებით სასარგებლოა კიბოს პროფილაქტიკისთვის. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ხსენებული ნივთიერება საკვანძო როლს ასრულებს ანტიოქსიდანტურ ფერმენტ სუპეროქსიდდისმუტაზის წარმოებაში.
- პირის ღრუს გაჯანსაღება
ანანასი აუმჯობესებს პირის ღრუს მდგომარეობას, თანაც ფტორისა და სხვა მავნე ინგრედიენტების გარეშე, რომლებსაც პირის ღრუს ჰიგიენის პროდუქტებში იყენებენ. ამ ხილს ძლირი მკუმშავი და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, რომლებიც გვეხმარება ღრძილების გაძლიერებაში და იცავს პირის ღრუს კიბოსგან.
- სისხლის აქტიური მიმოქცევა
კიდევ ერთი მინერალი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მოცემული ხილი, გახლავთ სპილენძი, რომელიც აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისთვის. ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი სისხლის უჯრედების არსებობა, რადგან სწორედ მათ გადააქვათ ჟანგბადი მის სხვადასხვა ნაწილისა და ქსოვილებისკენ.
- კანის მდგომარეობის გაუმჯობესება
ვიტამინ C-თი გაჯერებულობის წყალობით, ანანასი ხელს უწყობს კოლაგენის აქტიურ გამომუშავებას და, ამასთან დაკავშირებით, კანის სწრაფ რეგენერაციას მისი დაზიანების დროს, ასევე, აუმჯობესებს მის გარეგნობასა და მდგომარეობას.
- ართრიტის სიმპტომების შემცირება
პაციენტები, რომლებსაც ართრიტი აწუხებს, ზოგიერთ სიმპტომს შიმსუბუქებენ ანანასით, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ხილის ეს უპირატესობა ისევ ფერმენტ ბრომელაინთანაა დაკავშირებული.
- სისხლის წნევის რეგულაცია
კალიუმი მნიშვნელოვანი მინერალია, როცა სისხლის წნევის შემცირებაზე ვსაუბრობთ, რამდენადაც იგი ნატრიუმის მოქმედებას ეწინააღმდეგება. ანანასის მოხმარებით, თქვენ კალიუმის დონეს ბუნებრივად აამაღლებთ.