იმ პროდუქციის უმრავლესობა, რომელსაც ჩვენ სისტემატიურად ვიყენებთ, მცენარეულ გლიცერინს შეიცავს. ამათგან ზოგი სილამაზის პროდუქტია, ზოგი საკვები, ზოგიც კი მედიკამენტი. სიმართლე ის არის, რომ მათ აქვთ ფართოდ აღიარებული ღირებულებები, რომელიც ჩვენს სხეულს მრავალი თვალსაზრისით სჭირდება.
მცენარეული გლიცერინი – მცენარეული ზეთებისგან მიღებული გამჭვირვალე, უსუნო სითხეა. ჩვეულებრივ პალმის, სოიოს ან ქოქოსის ზეთისგან მზადდება.
პალმის და ქოქოსის ზეთი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ნაზავია. თითოეული ტრიგლიცერიდი შედგება სამი ცხიმოვანი მჟავისაგან და ეთერიფიცირებული გლიცერინისგან.
მცენარეულ გლიცერინს მრავალმხრივი გამოყენება აქვს, რომელიც როგორც კოსმეტიკურ, ისე საკვებ პროდუქტებს მოიცავს. მცენარეული გლიცერინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ეთანოლის შემცვლელად, ქიმიკატად, რომელსაც “ალკოჰოლს” უწოდებენ, მცენარეული ექსტრაქტების წარმოებაში, როგორიცაა მცენარეული ესენციები. ზოგი მას ელექტრონული სიგარეტის დასამზადებლად იყენებს.
მცენარეულ გლიცერინს ორგანიზმისთვის უამრავი სარგებელის მოტანა შეუძლია.
გლიცერინი სამედიცინო მიზნებისთვის:
დამწვრობის მკურნალობა
გლიცერინის დამატენიანებელი ეფექტი მას აქტუალურ საშუალებად ხდის დამწვრობის სამკურნალოდ, ის საშუალებას აძლევს კანს სწრაფად აღიდგინოს დაზიანებული უჯრედები.
ალერგიის მკურნალობა
გლიცერინი ასევე გამოიყენება სუპოზიტორების წარმოებაში. USP სერთიფიცირებული გლიცერინი საუკეთევსოა ასეთი შემთხვევისთვის რადგან არ შეიცავს ალერგინებს.
ნაყენის და მცენარეული საშუალებების მომზადება
მისი საფუძველზე ქმნიან სამედიცინო გამოყენების საშუალებებს კანის მთელი რიგი პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის ფსორიაზი, გამონაყარი, დამწვრობები, ჭრილობები და ასევე ღრძილების დაავადება. ის ინაქტივაციას უკეთბს პირის ღრუს ბაქტერიებს, ასევე გამოიყენება როგორც კუჭში გამხსნელი.
გლიცერინი კოსმეტიკური მიზნებისთვის:
მრავალი პროდუქტი, მათ შორის, ლოსიონები, შამპუნები და კბილის პასტა, შეიცავს მცენარეულ გლიცერინს. გლიცერინს უმატებენ ამ პროდუქტებს, რადგან ის კარგი დამატენიანებელია. ის ხელს უწყობს კანის დატენიანებას.
1. ატენიანებს კანს
პირველ რიგში, გლიცერინი კანს ატენიანებს. მაგალითად, გლიცერინის საპონი ძალიან პოპულარულია. მისი ჰიგიროსკოპიული თვისებების გამო, იგი ბევრ პროდუქტში კანის დამატენიანებლად გამოიყენება. ეს განსაკუთრებით ხელს მშრალი კანის პრობლემების მოგვარებას უწყობს – ქვედა ფენებიდან წყლის ამოქაჩვით.
2. როგორც დამხმარე სხვა ინგრედიენტებისთვის
ის კოსმეტიკური პროდუქტებისთვის დამხმარე ინგრედიენტია. მას შეუძლია გაზარდოს აქტიური ნივთიერების ხსნადობა, ამიტომ ის უფრო ადვილად შეიწოვება კანში. ანალოგიურად, მცენარეული გლიცერინი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გამხსნელი და სპირტის შემცვლელი მცენარეული ექსტრაქტების წარმოებაში.
გლიცერინი კვების მიზნებისათვის:
გლიცერინი ფართოდ გამოიყენება კვებით მრეწველობაში ორი ძირითადი მიზეზის გამო: მას აქვს ტკბილი გემო, მაგრამ შეიცავს ნაკლებ კალორიას. არის ჰიგიროსკოპიული – შთანთქავს ტენის ჰაერიდან.
შაქრის და საქაროზის შემცვლელი
მცენარეული გლიცერინი შაქრისგან განსხვავებულად მეტაბოლიზდება, ხოლო ნახშირწყლების დაბალი შემცველობის მქონე საკვებში სიტკბოსა და ტენიანობისთვის გამოიყენება. შაქრისგან განსხვავებით, გლიცერინი არ ვნებს კბილებს. კვების ინდუსტრიაში გამოყენებული მცენარეული გლიცერინი 99% -ით სუთაა და ტკბილი გემო აქვს.
როგორ იწარმოება მცენარეული გლიცერინი?
მცენარეული გლიცერინი მიიღება “ჰიდროლიზით”. ჰიდროლიზის დროს, ზეთებზე ხდება წნევით, ტემპერატურითა და წყლით ზემოქმედება. შედეგად, გლიცეროლი იძულებულია ცხიმოვანი მჟავებისგან განცალკევდეს და უკვე განცალკევებულს წყალიშთანთქავს. შედეგად მიღებული პროდუქტი იზოლირებულია დისტილაციით. მცენარეული გლიცერინს გაწმენდის შემდეგ ზეთის მსგავსი სტრუქტურა აქვს. მისი ორგანული მოლეკულური, კერძოდ კი სამი ჰიდროქსილის ჯგუფის გამო.