ჩვენ შეგვიძლია მივირთვათ პროდუქტები, რომლებიც D ვიტამინით მდიდარია: ვირთევზას ღვიძლის ზეთი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ან მზეზე ზომიერად დრო გავატაროთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიღებულ D ვიტამინს ვშთანთქავთ და ვიყენებთ. სპეციფიკური გენი, რომელსაც გენი VDR (D ვიტამინის რეცეპტორი) ეწოდება, ამ რეცეპტორს შიფრავს.
სამწუხაროდ, არაჯანსაღი უჯრედები გენს VDR ნაკლებად გამოხატავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ D ვიტამინის მიღება და გამოყენება არ შეუძლიათ. D ვიტამინის დამატება საქმეს ვერ უშველის.
„ჩვენმა უჯრედებმა ჯერ D ვიტამინი უნდა მიიღონ, რომ ის ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიური იყოს. ბროკოლი და თეთრი კომბოსტო განსაკუთრებულ მოლეკულას, სულფორაფინს, შეიცავენ. კვლევამ აჩვენა, რომ სულფორაფინი VDR გენის ექსპრეციას ზრდის“ – წერს გამოცემა Body Ecology.
სხვა სიტყვებით, სულფორაფინი, რომელიც კომბოსტნაირთა ბოსტნეულსა და ბალახებში გვხვდება, ორგანიზმს უფრო მეტი D ვიტამინის ათვისებაში ეხმარება, ძვლის მასას აუმჯობესებს და ინფექციებსა და ანთებას ებრძვის.
სულფორაფინი იწარმოება, როცა კომბოსტო ე.წ. მიროზინაზას ფერმენტს გამოყოფს. აქტივირებული ფერმენტი სულფორაფინს ქმნის. კომბოსტო, განსაკუთრებით ბროკოლი, სულფორაფინის განსაკუთრებით კარგ წყაროს წარმოადგენს.
კომბოსტოს სხვა სახეობებია:
- არაგულა
- ბრიუსელის კომბოსტო
- ყვავილოვანი კომბოსტო
- პირშუშხა
- მდოგვი (მწვანილი)
- ვასაბი