იდეალური ტერფები: როგორ შევარჩიოთ ფეხის კრემი

0
512
photo by Peshka919 on wikipedia

ჩვენ ვზრუნავთ სახის, ხელის სილამაზე, ანუ სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებიც მუდმივად თვალსაჩინოა. თუმცა სხეულის სხვა ნაწილებიც არ უნდა დაგავიწყდეთ, მაგალითად ფეხები. მას არა ნაკლები ზრუნვა და მოვლა სჭირდება. ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რომელიც მოსავლელად დაგჭირდებათ, ფეხის კრემია. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ შეარჩიოთ ფეხის კრემი სწორად.

როგორი ფეხის კრემები არსებობს?

როგორც წესი, ფეხისთვის 5 სახეობის კრემი გამოიყოფა. პირველი – სიმძიმის და დაღლილობის მოსახსნელად. მასში ჩვეულებრივ მენთოლი, პიტნა, ჩაის ხის ზეთი შედის, ანუ ის პრეპარატები, რომლებიც დამამშვიდებელ თვისებებს ფლობენ.

ფეხის კრემის მეორე სახეობა დეზოდორანტის ეფექტს ფლობს. მას დეზინფექციის ხარჯზე ჭარბი ოფლიანობის, უსიამოვნო სუნის გაქრობა შეუძლია.

მესამე სახეობა ნაკაწრებს აქრობს. მასში შედის მცენარეული ზეთი, ვიტამინები, შარდმჟავა, ჰიალურონის მჟავა. ასევე შეხორცება სამკურნალო ბალახების შემცველობის ხარჯზე ხდება.

ასევე არსებობს კრემი, რომლითაც კოჟრების მკურნალობას შეძლებთ. ეს კი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კოჟრები აქვთ ან შეიძლება გაუჩნდეთ. ჩვეულებრივ მასში შედის სპეციალური მჟავები, სადაც მცენარეული ზეთი (ზეითუნი ან ჟოჟობა) შედის.

ყოველდღიური მოვლა ფეხის კრემის ბოლო დანიშნულებაა. მასში შედის ევკალიპტის ზეთი, სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტი და ვიტამინები. ისინი აქ მინიმალური რაოდენობით გვხვდება, რაც საშუალებას გაძლევთ კოსმეტიკა მუდმივად გამოიყენოთ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფეხის კრემის არჩევის დროს

პირველ რიგში – შემადგენლობა. აუცილებლად წაიკითხეთ, თუ ფეხის კრემი რას შეიცავს. შემადგენელ ინგრედიენტებზეა დამოკიდებული, თუ ფეხის კანზე როგორ იმოქმედებს.

შემადგენლობაში შემდეგი კომპონენტები აუცილებლად უნდა შედიოდეს:

  • ნატურალური ცხიმი. ეს შეიძლება იყოს მცენარეული ზეთი (ზეითუნი, სელი, სიმინდი) ან ცხოველური ცხიმი.
  • დამატენიანებელი ჰიპოალერგიული ნივთიერება, მაგალითად: პანთენოლი, ჰიალურონის მჟავა, ალანტოინი.
  • ბალახების ექსტრაქტი, ეთერზეთები, ფიჭვის, ნაძვის, კედარის ექსტრაქტები.
  • ანტიოქსიდანტები, მაგალითად, E ვიტამინი.

სასურველია, რომ ფეხის კრემი პარფიუმს არ შეიცავდეს. თუ მაინც შეიცავს, უმჯობესია ნატურალური, მცენარეული, სინთეტიკის და ქიმიის გარეშე იყოს.

ფეხის კრემის არჩევა კანის ტიპის განსაზღვრით უნდა დაიწყოთ. სიიდან აუცილებლად გამორიცხეთ ის კრემი, სადაც ხელოვნური კომპონენტები შედის. ზამთარში სჯობს ფეხის მკვებავი კრემი გამოიყენოთ, ზაფხულში კი დამატენიანებელი. კოჟრების და ნახეთქების საწინააღმდეგო ფეხის კრემი მხოლოდ აფთიაქში შეიძინეთ  – დიდი ალბათობით მარკეტინგულ ხრიკებს ნაკლებად შეეჯახებით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი