პოლ-პალას ბალახი ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს

1604
photo by Deepugn on wikipedia

წიგნში “ორგანიზმის სათადარიგო შესაძლებლობები. სუნთქვა. შეგნება. მითები და რეალობა”, რომელიც სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატმა, კეთილშობილების, ინფორმატიზაციისა და ენერგოინფორმაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის წევრმა, პროფესორმა ივან ნეუმივაკინმა კიევში პრეს-კონფერენციაზე წარადგინა, ბალახ პოლ-პალას (Aerva Lanata) იგი უწოდებს “უნივერსალურ საშუალებას მრავალი დაავადების სამკურნალოდ”.

ასევე, მცენარეს მოიხსენიებს როგორც წამალს, ეფექტურს ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით გამოწვეული დაავადებების (პოლიართრიტი, პოდაგრა, ოსტეოქონდროზი და სხვ.), საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ღვიძლის დაავადებების, თირკმლების პრობლემების, კუჭის წყლულის, პოლიპების, ათეროსკლეროზის გამოვლინების, სხვადასხვა წარმოშობის სიმსივნის დროს.

პოლ-პალა კარგად წმენდს სისხლს შლაკებისგან, არეგულირებს ორგანიზმში გაცვლით პროცესებს და კიდევ ბევრ რამეს.

პოლ-პალას ნახარში

1 ს.კ. დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 15 წუთით ათბეთ ორთქლის აბაზანაზე, გადაწურეთ და დაწურეთ. მიიღეთ თბილი 50-100 მლ ნახარში ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, საწრუპავი მილის გამოყენებით. ხსნარი არ უნდა მოხვდეს კბილებს, თორემ დააზიანებს.

უმჯობესია, ნახარში თერმოსში შეინახოთ, ერთბაშად 2-3 ჭიქას თუ ამზადებთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც 6 თვით უნდა შეისვენოთ.

გამწვავებული დაავადების შემთხვევაში, ნახარში ყოველ 3 საათში უნდა დალიოთ.

პოლ-პალას შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს