შავი ანწლის (ლათ. Sambúcus nígra) ყვავილები შეიცავს მფრინავ ეთერზეთებს, მინერალურ მარილებს, გლიკოზიდებს, ლორწოს, ტანინებს, შაქარს, კატაბალახას, ძმრის, ყავის, ვაშლის მჟავებს.
ამ არომატული ყვავილებით მზადდება შესანიშნავი სასმელი, რომელიც სასუნთქი გზების დაავადებების, გრიპის, გულის დაავადებებისა და ანემიის სამკურნალოდ გამოიყენება. იგი, აგრეთვე, აუმჯობესებს ძილს, ეფექტურია რევმატული ართრიტის დროს, გამოიყენება თირკმლების, შარდის ბუშტის დაავადებების დროს, როგორც ეფექტური ნაღველმდენი საშუალება.
ანწლის სასმელი დაეხმარება ადამიანებს კანის ქრონიკული დაავადებებით (დერმატიტი, ფსორიაზი), სიმსუქნითა და პოდაგრით.
ანწლის ყვავილების სასმლის რეცეპტი
კომპონენტები:
- ანწლის ყვავილები;
- სამკურნალო მელისას ფოთლები;
- გაზაფხულის თაფლი;
- 96-გრადუსიანი სპირტი.
მოამზადეთ ანწლის ნედლი ყვავილების ნაყენი: 200 გ ნედლეულს დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 4 საათით. გადაწურეთ და მიირთვით.
მოამზადეთ მელისას ნაყენი: 150 გ ხმელ ან უმ ფოთლებს დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 საათით და გადაწურეთ.
ორივე ნაყენი აიყვანეთ 3 ლიტრამდე, მდუღარე წყლის გამოყენებით.
დიდ ემალის ქვაბში (10-12 ლ) შეურიეთ ნაყენები, დაუმატეთ 2 კგ თაფლი და კარგად მოურიეთ.
დაასხით სპირტი ისე, რომ სასმლის საერთო მოცულობამ 10 ლ შეადგინოს. მიიღეთ 1-3 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.