გთავაზობთ ნატუროპათ, სახალხო მკურნალის ელენა სვიტკოს რჩევებს.
მაღალი წნევის წინააღმდეგ, მოამზადეთ ანწლის კენკრისა(ნედლი ან ხმელი) და ბაღის ნემსიწვერას ან ჩვეულებრივი სურნელოვანის ჩაი. აიღეთ 2-2 ს.კ. ნედლეული და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ. დალიეთ ჩაის სახით, გემოვნებით დაუმატეთ თაფლი.
ანწლისა და ნემსიწვერას ნაყენი: აიღეთ ნედლეული თანაბარი რაოდენობით, დაასხით არაყი 1:1 პროპორციით, დაუმატეთ თაფლი გემოვნებით და დააყენეთ 2-3 თვით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 20 მლ დღეში, ზამთარში.
გემოგლობინის დონის მოსამატებლად, მოამზადეთ სალათი. 2 ს.კ. ძახველისა და ანწლის კენკრა, ბროწეულის მარცვლები, 100 გ ხაჭო ან ყველი, 50 მლ ზეითუნის ზეთი, მარილი და სანელებლები გემოვნებით შეურიეთ ერთმანეთს. ყველი დახეხეთ და შეურიეთ კენკრას, მოაყარეთ მარილი და სანელებლები, შეაზავეთ ზეთით. მიირთვით ცხიმიან თევზთან ან მოხარშულ საქონლის ხორცთან ერთად.
ორგანიზმიდან მარილების გამოდევნისთვის, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ქაცვის, ასკილისა და ძახველის კენკრა (100-100 გ), შეურიეთ 100-100 მლ არაჟანი და თაფლი. მიირთვით თევზთან, ხორცთან, პურთან ერთად, დაუმატეთ სალათებს. მასა შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინსა და ანტიოქსიდანტს. აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, გამოაქვს მარილები, ხელს გვიწყობს წონის ნორმალიზებაში.
კალციუმის დეფიციტის შესავსებად, დანაყეთ 20 გ ასკილის კენკრა, 50 გ მიხაკის თესლი, 20 გ სეზამის თესლი, 10 გ დეზურას ფესვი და 20 გ მინდვრის შვიტა. მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ.
ძვლების ტკივილისა და ოსტეოქონდროზის დროს, აადუღეთ წითელი ყურძენი, დაუმატეთ სანელებლები: ქვატეხია, ჯანჯაფილი, კურკუმა და 1 ლიმონის წვენი. მიიღეთ 50 მლ, საღამოობით, ძილის წინ.
დადუღებული შრატი: 1 ლ შრატი დაასხით ოხრახუშისა და ნიახურის დაქუცმაცებულ ფესვს (20-20 გ). დაუმატეთ 1 დახეხილი ვაშლი, 3 ს.კ. თაფლი ან შაქარი. მოურიეთ და დააყენეთ 3 დღით. მიიღეთ 100 მლ დღეში ორჯერ, ჭამამდე.
ქაცვის მალამო: აიღეთ 200 გ ქაცვი, 100 გ უმი ან ხმელი ხის კევი, 100 გ ცვილი, 1 მუჭა ნაძვის ან ფიჭვის გირჩები. ყველაფერი მოათავსეთ ქოთანში და შედგით ღუმელში 1 საათით, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. გადაწურეთ თბილი, შუშის ქილაში. შეიზილეთ მტკივან სახსრებში. მალამო ეფექტურია ჭრილობების შესახორცებლადაც.