ალოე სამშობლო აფრიკაა. საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, თუმცა არ მეგულება ოჯახი სადაც ეს მცენარე არ ბინადრობეს. ალოეს სამკურნალოდ ჯერ კიდევ ძველი რომაელები და ბერძნები იყენებდნენ.
გთავაზობთ რამოდენიმე გამოცდილ რეცეპტს:
- იმუნიტეტის გასაძლიერებლად, მიიღეთ 5-10 მლ წვენი ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 2-3-ჯერ, 7-10 დღის განმავლობაში.
- გადაღლილობის დროს, შეურიეთ 500 გ წვრილად დაჭრილი ალოეს ფოთლები, 150 გ დაფქული ჩაგა, 500 მლ თაფლი, 500 მლ მდუღარე წყალი, 200 მლ მრავალძარღვას წვენი, 50 მლ ღიღილოს ნაყენი.
მიიღეთ 1-2 ს.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.
- დაჩირქებული ჭრილობების, დამწვრობის, ნაწოლების სამკურნალოდ, ალოეს წვენში ჩალბობილი სტერილური ხელსახოცები დაიდეთ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე.
მიიღეთ 1 ს.კ. დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში.
- კუჭის წყლულის დროს, შეურიეთ 200 მლ თაფლი, 30 მლ ალოეს წვენი, 200 გ კაკაოს ფხვნილი, 200 ბატის ქონი, 300 მლ ქაცვის ზეთი.
მიიღეთ 1 ს.კ. დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში.
- კლიმაქსის ან მტკივნეული, არეული მენსტრუაციის დროს, მიიღეთ ალოეს წვენი (8-10 წვეთი დღეში სამჯერ) ჭინჭრის ფოთლების ჩაისთან ერთად: 1 ს.კ. ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით და დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
- ანემიისა და საერთო სისუსტის დროს, შემდეგი საშუალება გამოიყენეთ: 3 ს.კ. ნაკრებს (ორსახლა ჭინჭრის, ივან-ჩაისა და არყის ფოთლები, აღებული თანაბარი რაოდენობით) დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3 საათით;
მიიღეთ საკვებთან ერთად, 0.5 ჭიქა, 2 ს.კ. ალოეს წვენთან ერთად, დღეში 3-4-ჯერ, 1-2 თვის განმავლობაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს